მოკლედ რა
ეს ბარათი ყოფილა ყველაფერი
თქვე კაი ხალხო (სინოდზე ვამბობ) ამაში ნახეთ დღეს პრობლემა?
განა რა, მობილურ ტელეფონს რომ იყენებთ, განა სიმ ბარათი იგივე ჩიპია არაა?
მანქანით რომ დადიხართ, განა თქვენი მონაცემთა ბაზაში ყოფნა თქვენი იდენტიფიკაცია არაა?
განა საზღვარგარეთ რომ დადიხართ, თქვენი პირადი 11-ნიშნა ნომერი თქვენი იდენტიფიკატორი არაა?
იქნებ ჩვენც ვიცით რაიმე...
იქნებ ჩვენც წაგვიკითხია იოანეს გამოცხადების წერილი,,,
იქნებ ჩვენც ვიცით რომ მოვა დრო, როდესაც "აიდი ბარათების" გარეშე ვ ე რ ც იყიდის და ვ ე რ ც გაყიდის ადამიანი ვერაფერს...
იქნებ ჩვენც ვხვდებით რომ ზოგადად ამისკენ მიდის კაცობრიობა...
ვიცით ბატონებო, ვიცით, დებილები არ ვართ
მაგრამ თქვენ, ისე გვძაბავთ ამ თემის მანიპულირებით, თითქოს მეტი საფიქრალი არ აქვს საზოგადოებას.
დღეს არაა მოსული ის დრო, როცა ადამიანებმა უარი უნდა თქვან ამ ბარათზე.
ჯერ ფული ისევ მიმოქცევაშია მსოფლიოში.
თუ ასეთი თავდადებულნი ხართ და გვიბიძგებთ "გმირობებისკენ", ჯერ თავად გვანახეთ გმირობა არა მარტო ამ ბარათის არ-აღებით, არამედ გააქრეთ თქვენი არსებობის დამადასტურებელი დოსიეები ყველა სახელმწიფო უწყებაში და მერე გველაპარაკეთ...