როგორც ადრე მოგახსენეთ მედიაკავშირი ობიექტივი მოსკოვის რადიო მაიაკს დაემსგავსა და შეფარულ აგრესიულ ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა. აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმ დიდ განსხვავებას რაც ანტიმიშისტურ და ანტიეროვნულ პროპაგანდას შორის არსებობს. ობიექტივში ჩვენ ხშირად ვხედავთ ხალხისთვის ისეთ სანდო მოდერატორებს როგორიც მაგალითად ნოდარ ნათაძეა. ნოდარ ნათაძის უარყოფითი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ცნობილია და ნოდარ ამ დაპირისპირებაში მართალიც არის. ოღონდ ნოდარ ნათაძის პოზიციებს არაფერი საერთო არ აქვს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოზიციებთან.
ნოდარ ნათაძეზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ რომ ეს პროფესორი კაცი განათლებულიც არის, გულით პატრიოტია და გაუტეხელი სიჯიუტეც ახასიათებს. კაგებეს ვერაგობა იმაში მდგომარეობს მიუხედავად ყველა ამ თვისებისა ნოდარ ნათაძე ყოველთვის კრემლის სამსახურში მოიქცია.
ნოდარ ნათაძე ჩემი ახლობელია და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში შემოსაყვანად პირადად მე მოვიწვიე, მაგრამ კაგებემ ამას ხელი ჯერ კიდევ 1988-89 წლებში შეუშალა და ამის გამო ნოდარ ნათაძე სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მისი პოლიტიკური აქტიურობა კი ყოველთვის საქართველოს საწინაღმდეგო იყო. აქ ჩამოვთვლი ასეთ ძირითად მომენტებს:
1. 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის შემდეგ ხელმოწერები შეგროვდა პეტიციაზე, რომლიც მოითხოვდა საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის დამრბევი როდიონოვის ჯარების შემოყვანას. ამ პეტიციის ერთ-ერთი მოთავე ნოდარ ნათაძე იყო. (იგი მოატყუეს)
2. ნოდარ ნათაძე გახდა კაგებეს მიერ საქართველოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის საწინააღმდეგოდ შექმნილი სახალხო ფრონტის თავმჯდომარე.
3. 1989 წლის ცხრა აპრილის დარბევის შემდეგ სამი ქართველი მოღალატე დათანხმდა გორბაჩოვს გამხდარიყვნენ საბჭოთა კაცშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ამ სამიდან ერთი ნოდარ ნათაძე იყო, მაგრამ იგი დეპუტატად ვერ გავიდა.
4. რომ გაიძახიან საქართველოს უზენაესი საბჭო საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება იყოვო, სიცრუეა. უზენაესი საბჭო იყო საბჭოთა ხელისუფლება ანუ იგი იყო საქართველოს მოღალატე. ნათაძე არ იყო ზვიადისტი, მაგრამ იყო ამ უზენაესი საბჭოს დეპუტატი და სრულად იზიარებს იმ ღალატს რაც უზენაეს საბჭოს მიუძღვის ქართველი ერის მიმართ.
5. 1992 წლის თებერვალში საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედება დაბლოკა თენგიზ სიგუამ, მაგრამ ამას წინ უსწრებდა ქართველ მოღალატეთა მთელი დელეგაციის თხოვნა რომ სიგუას ეს გაეკეთებინა. ამ დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი წევრი ნათაძე იყო.
6. ნოდარ ნათაძე იყო შევარდნაძის ე. წ. 1992-95 წლის პარლამენტის დეპუტატი. ეს ანტიკონსტიტუციური პარლამენტი თავისი ისტორიული არსით ისეთივე იყო როგორიც შულავერის მთავრობა.
ეს არის ნოდარ ნათაძის მიერ ჩადენილ იმ ეროვნულ ღალატთა არასრული სია და თვითეული ასეთი დანაშაულისთვის იგი იმსახურებდა სამშობლოს ღალატისთვის დახვრეტას. აი ეს არის მწარე სიმართლე და საქართველოს უბედურებაც. ნოდარ ნათაძე ბევრ თქვენგანს უყვარს და მეც მიყვარს, მაგრამ ის ფაქტები რაც ზემოთ მოგახსენეთ ფაქტებად რჩება. რა თქმა უნდა ნოდარ ნათაძეს არაფერი ამის მსგავსი არ დაემართებოდა საქართველოს რომ ეროვნული და არა კოლაბორანტი ხელისუფლება ჰყოლოდა. ვინმე მას აუხსნიდა მის შეცდომებს და ჭკუას ასწავლიდა. ოღონდ უბედურებაც სწორედ ის არის რომ საქართველოს არა ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ამ პატრიოტმა კაცმა მთელი თავისი ინტელექტი თუ შემრთება თავისდაუნებურად საქართველოს ნაცვლად საქართველოს მტრებს მოახმარა.
გასული წლის 25 თებერვალს ნოდარ ნათაძე იმ სამ კაცში იყო ვინც პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს. ნოდარ ნათაძე წელსაც იგივეს გააკეთებდა, მაგრამ წელს 25 თებერვალს ზუსტად აქციის წინ ობიექტივში იყო მიწვეული და დემოგრაფიაზე ლაპარაკობდა. აქ ვდებთ ტელე ობიქტივის გადაცემას რომელშიც ნოდარ ნათაძე ათას სიმართლეს ამბობს, მაგრამ შეუგნებლად ერთიორ ისეთ სიცრუეს ურევს, რაც მას პირდაპირ კრემლის პროპაგანრისტად აქცევს. ამიტომაც არის იგი მიწვეული ამ ტელევიზიაში.
http://www.obieqtivi.net/sqvideo.php?sqvid=6399რა ეშველება ამ საქმეს? სხვა არაფერი თუ არა მოსკოვის საიდუმლო სამსახურების გავლენის აგენტთა აყვანა და გაჟუჟვა.
წარმოიდგინეთ რამდენად საშიშნი არიან ისინი მაშინ როცა ნოდარ ნათაძესაც კი ასე ატრიალებენ თითის წვერზე. იმათ მოტყუებას კი ვინც არც ნოდარივით ჯიუტია, არც განათლებული და არც პატრიოტი აბა რაღა უნდა.
მიმაგრებული სურათი
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili