მაშინ როცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დავიწყეთ ბრძოლა ხმის ამოღება სამკვდრო-სასიცოცხლოდ სახიფათო იყო და ამიტომაც უმრავლესობას ენა მუცელში ჰქონდა ჩავარდნილი. ჩეხოსლოვაკიაშიც სადაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ და 1977 წელს ვაცლავ ჰაველმა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დამცველი ჰარტა 77 დაარსა, კაგებეს დავალებით ცნობილმა ჩეხმა მომღერალმა კარელ გოტმა და დანარჩენებმა ანტიჰარტა შექმნეს. ისინი გაიძახოდნენ ჰაველი გარეწარიაო. იგივე მეთოდებს იყენებდა და დღემდე იყენებენ რუსეთის საიდუმლო სამსახურები საქართველოში.
როცა როგორც იქნა 1989 წელს ქუჩაში მთელი საქართველო გამოვიყვანეთ და ხალხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ადრე მუცელში ენაჩავარდნილმა ბევრმა პიროვნებამაც ამოიღეს ხმა, მაგრამ ისევ ჩვენ გვებრძოდნენ და დღემდე გაიძახიან დამოუკიდებლობა არ გვინდა ან დამოუკიდებლობა სულ სხვა რამეაო.
წარმოიდგინეთ ხანძარმოდებული სახლი, რომლიდანაც ბავშვის გულისმომკვლელი ტირილი ისმის და სწორედ ეს ბავშვია თავისუფლება. ყველა ვერ გასწირავს თავს რომ ხანძარში შევარდეს და ის ბავშვი გადაარჩინოს. ოღონდ თუ ასეთი გმირი მაინც გამოჩნდა, ყველა დანარჩენმა ასეთს ხელი მაინც უნდა შეუწყონ. საქართველოს რეალობაში ეს პირიქით არის. ათი ათასობით პროვოკატორი ცდილობს ასეთი გმირისთვის კვანტის დადებას ან ცეცხლზე ნავთის დასხმას. ეს ხდება არა იმიტომ რომ ქართველები მართლა ასეთი ცუდი ხალხი ვართ, არამედ იმიტომ რომ ამისთვის ჩვენი სამშობლოს უცხოელი მტერი ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს. ფული კი ჯოჯხეთსაც ანათებსო. საკითხავი ოღონდ ის არის კიდევ რამდენ ხანს გაანათებს...
მიმაგრებული სურათი