ხარონი
QUOTE
ახლა მიშამ რომ თბილისში სულხან საბას ათასი ქუჩა ააშენოს და ყოველ 4 ნომერში კიდევ ბიძინამ სახინკლე გახსნას, ორივე არჩევნებს მაინც მშრალი ანგარიშით წააგებენ ჩვენთან. სულხან საბას 4 ნომერში არავითარ სახინკლე არ არის იქ ჩვენი ჯერ-ჯერობით უმეტეს წილად დაკეტილი პატარა ოფისია.
არ გახსნათ ხოლმე ოფისი, ისედაც მოიგებთ
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე ჯერაც ჩეხეთის ეგზილში საიდუმლო საშინაო პოლიტიკურ პატიმრობაში ვიმყოფები. ამას ჩეხეთის ხელისუფლების დეზინფორმირების და ჩეხეთის ტერიტორიაზე აგენტურის გამოყენებით მიაღწიეს რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა. ეს ასევე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას. ორივე მხარე ხელისუფლება და ოპოზიციაც მე მიკეთებს იგნორირებას. ხელისუფლება გაიძახის რომ იგი დემოკრატიის შუქურა და მე საერთოდ არ მახსენებს. ოპოზიცია გაიძახის რომ სააკაშვილის ხელისუფლება დიქტატორული პოლიციური რეჟიმია და თვითონ არიან დემოკრატიის ვარსკვლავები, მაგრამ ასევე ოპოზიციაც კრინტსაც არ ძრავს ჩემი საშინაო პოლიტიკური პატიმრობის შესახებ. ეს ქმნის კონსესუს პუტინს, სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. პლუს ამას არის ჩემი პოლიტიკური პატიმრობის ხელშემწყობი პროვოკაციის მრავალი ფაქტი სამივე ამ სუბიექტის მხრიდან.
ჩეხეთის ხელისუფლება შეიძლება არ ენდობა პუტინს, მაგრამ სწორედ იმის გამო რომ ნდობით უნდა მოეპყროს სააკაშვილს და ივანიშვილს არის შეცდომაში შეყვანილი. ეს აძლიერებს სააკაშვილის და ივანიშვილის პასუხისმგებლობას. ეს მდგომარეობა ბევრად სცილდება საარჩევნო კონკურენციით გამამართლებელი ქმედებების ჩარჩოებს. ეს ამ ორი მხარის დანაშაულის სახეს იძენს და პირდაპირ მიუთითებს იმას რომ ისინი დანაშაულებრივად არღვევნ თავისუფალ საარჩევნო გარემოს.
ისტორიაში არის ნელსონ მანდეილას, ვაცლავ ჰაველის და სხვა მრავალთა მაგალითები, როცა პოლიტპატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ფიგურები საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდნენ. ჩემს მიმართ მათი ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკურადაც წამგებიანია. ჩემთვის ეს არ არის ის მომენტი რაც მე არჩებნებში გამარჯვებისთვის მჭირდება, იმიტომ რომ მე უამისოდაც ჩემი უპირატესობის ბევრი არგუმენტი მაქვს და წამებულის როლი არ მჭირდება.
ყოველგვარი ღადაობა ჩემს პოლიტპატიმრობაზე ჩემს პოლიტიკურ გზაზე და იმაზე რომ თითქოს ჩემს ოფისში სახინკლე ან სტრიპტიზკლუბია დანაშაულის სახეს ღებულობს. მე ჩემს პარტიასთან კომუნიკაციას მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ვაწარმოებ. დღემდე ვერ მოხერხდა ოფისში კომპიუტერის დადგმა რომ მე კომუნიკაცია დავამყარო ჩემს ოფისთან და ამ დროს მწვალებლიბა ცეცხლზე ნავთს ასხავს.
ყველანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ ამ საკითხებზე. ეს ყველასთვის ერთნაირად საგანგაშოა.
მიმაგრებული სურათი