საქართველოს პოლიტიკას თქვენ რომ გგონიათ პიროვნებები ზვიადი ედუარდი მიშა და ბიძინა არ წყვეტდნენ. თუმცა ისტების დიდ პრობლემა მაინც არსებობდა და დღემდე არსებობს. ზვიადი ხელისუფლებაში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად კაგებეს მეშვობით გორბაჩოვმა გაიყვანა. თაფლი იყო და ზვიადისტების უმრავლესობა გარდა ერთი-ორი გაბრიყვებულისა ამ თაფლს დასივნენ. პუტჩიც შევარდნაძემ კი არ მოაწყო, არამედ იგივე რუსეთის საიდუმლო სამსახურების მეშვეობით ელცინმა მოაწყო იმიტომ მოაწყო რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დსთ-ში შეეგდო. შევარდნაძეს ხელისუფლება მოსკოვმა ხონჩით მიართვა და მოქკავშირის სახით ისევ თაფლის მაძიებლებისგან შედგებოდნენ შევარდნაძისტები. გამსახურდიას ოპოზიცია თავიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნარჩენებისგან შედგებოდა, მაგრამ სიგუა-კიტოვანის გამოჩენის შემდეგ იგი პუტჩისტობაში გადაითქვიფა. გამსახურდიას მისი ოპოზიციისგან არავითარი ხეირი არ ჰქონდა, მაგრამ აი შევარდნაძეს თავისი მოქკავშირის გარდა უკვე ოპოზიციაც უმაგრებდა ფესვებს. ასე რომ მას შემდეგ ისტობა და ოპოზიციონერობა დღემდე ერთნაირად უხუთავენ სულს საქართველოს. თუმცა აქ ხაზი იმასაც უნდა გავუსვა რომ ოპოზიცია ყველაზე ცუდ როლს ახლა თამაშობს.
ზვიად გამსახურდიას თავის დროზე რომ არ დაებლოკა ეროვნული მოძრაობა, იგი არც პუტჩისტებში აითქვიფებოდა და იძულებულიც გახდებოდა უნდოდა თუ არა ზვიადი ამ პუტჩისტებისგან დაეცვათ კიდეც. ზვიადისტები ახლაც გაიძახიან ჩვენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ვიყავით და იმპერიულმა ძალებმა დაგვამხესო. ეს სიცრუეა. გამსახურდიას ხელისუფლება სინამდვილეში იყო მოსკოვის კოლაბორანტი და იგი სსრ კავშირის დაშლას შეეწირა. სსრ კავშირის დაშლის მომენტში საქართველოს ყველაზე მეტად ეროვნული ერთიანობა სჭირდებოდა. ეროვნული ერთიანობის მიღწევა კი მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას და არა ზვიადისტებს ან პუტჩისტებს შეეძლოთ. ამ დროს სწორედ პუტჩისტები და ზვიადისტები ებრძოდნენ ეროვნულ მოძრაობას. ეს ორივე ძალა კი პროვოკაციული იყო და ორივე საქართველოს გაყოფის მიზნით მოსკოვიდან იმართებოდნენ.
იმ პერიოდში მე ვიყავი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, მაგრამ მაშინ მე მხოლოდ ორი-სამი ათეული კაციღა მყავდა შერჩენილი და ამით ამ ორ პროვოკაციულ ძალას ვერ მოვაწესრიგებდი. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა ე. წ. სამოქალაქო ომის დროს, როცა გამსახურდია სამხედრო ძალით შემოიჭრა საქართველოში და ამით მნიშვნელოვანწილად თავი აგრესორის მდგომარეობაში ჩაიყენა. ამ ე. წ. სამოქალაქო ომის დროს საქართველოს პოლიტიკური სტატუსი უკვე შეცვლილი იყო. გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდშო საქართველო სსრ კავშირის შემადგენლობაში იყო და გამსახურდიაც მხოლოდ საბჭოთა საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი იყო საბჭოთა სამართლის თვალსაწიერიდან. 1993 წელს უკვე სსრ კავშირი აღარ არსებობდა. არსებოდა 1992 წელს შევარდნაძის რეჟიმის მიერ შექმნინილო საქართველოს ახალი ბანანის რესპუბლიკა. ამ რესპუბლიკასთან მომართებში კი ზვიადისტები უკვე ეროვნული მოძრაობა ან კანონიერი ხელისუფლება კი არა არამედ აგრესორები და ბანდიტები იყვნენ. მათ მაშინ ამით შევარდნაძეს კოზირი მისცეს ხელში.
ქართული სამართალით არც შევარდნაძეს ხელისუფლება იყო მაშინ კანონიერი და არც ზვიადისტები. ფინანსური და სამხედრო რესურსი მაშინ შევარდნაძის და გამსახურდიას კოალიციას ჰქონდა. ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას მაშინაც შეეძლო მარეგულირებელ მესამე უფრო ძლიერ ძალად წარმოჩენა, მაგრამ ეროვნულ მოძრაობას რუსეთის საიდუმლო სამსახურების მიერ ჰქონდა გადაჭრილი ყველა ფინანსური თუ საორგანიზაციო რესურსები.
დღესაც იგივე მდგომარეობაშია ეროვნული მოძრაობა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური სტატუსი და პოლიტიკური ტრენდის მიმართულებაა სხვა. არც სააკაშვილის ხელისუფლებაა ქართული სამართლით კანონიერი, მაგრამ როგორიც არის ასეთს ცნობს მას მთელი მსოფლიო. ამ დროს რუსეთი რბილი ფარული აგრესიის გზით ცდილობს არაიმდენად სააკაშვილის რეჟიმის დამხობას, როგორც ეს არის პროპაგირებული არამედ უფრო თავად საქართველოს მოსპობას. ისევე როგორც გამსახურდია შევარდნაძის დაპირისპირების დროს ახლაც ეროვნული მოძრაობა მიშას და ბიძინას სახით ორი ბოროტი მოღალატე პოლიტიკური ძალის წინაშე დგას. თანაც ამ ორი სავლედან არცერთი პავლედ მოქცევას არ ფიქრობს.
გამსახურდია შევარდნაძის დაპირისპირების დროს არსებობდა იმისი შანსი რომ შევარდნაძის დროინდელი პარლამენტი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ წაიყვანდნენ. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ ეს შანსიც დასამარდა. ვარდების რევოლუციამ ეს შენსი მეორედ დაბადა მაგრამ ამისი რეალიზაცია არ მოხდა. ბიძინა ივანიშვილის კოალიცია კი საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციის ანუ სახელმწიფოებრიობის სრული განადგურების გზას ადგას. აი ამაშია 90-იანი წლების სიტუაციის და დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის ძირეული განსხვავება.
მიმაგრებული სურათი