სად ნახე ოვაცია? შეიძლება, მე გემომრჩა.
ის თემა ვერ ვნახე, სადაც ვამბობდი, რომ მიშა ბევრს იტყუება... აქ დავდებ, მაინც "ვ წემუა". (კარდუმ ნაეზდი განახორციელა ჩემზე - როდის და სად იტყუებაო - და აჰა... მთლა ჩემი სუბიექტივიზმის ბრალი არ ყოფილა. არადა ამაში დამდო ზუსტად ბრალი

)
პრეზიდენტი და ტყუილი - "ვფიქრობ, უფრო მეტად საქმე გვაქვს უსარგებლო ტყუილთან და უბრალოდ მის ხასიათშია გამომგონებლობის სიყვარული" - რამაზ საყვარელიძე
"ევროპაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი საქართველოშია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა დაპირება შეასრულა, მმართველობის ახალ სისტემაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავალთ და ა.შ. - ეს არის მცირე ნაწილი იმისა, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრობდა. სააკაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ "საქართველო მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო ჰაბი" გახდა და "საქართველოში ახლახან დასრულდა ევროპაში უდიდესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა", მას არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ სავაჭრო ცენტრს გულისხმობდა... პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს გაზი და ნავთობი, ქვეყნის მთავრობა გეგმავს ახალი ქალაქების, აეროპორტების, რკინიგზების, ჩქაროსნული მატარებლების თუ ავტომაგისტრალების მშენებლობას ყველა მიმართულებით", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით პრეზიდენტი და ტყუილი / "როდესაც ტყუილში დაგიჭერენ, იქ შესაძლოა ჯოხი არ დაგარტყან, მაგრამ მიიღონ ისეთი ზომები, რომ მეორედ საერთაშორისო საზოგადოებას ვეღარ მიმართო".
"ჩვენი ეკონომიკა გაოთხმაგებულია, დანაშაული 5-ჯერაა შემცირებული, სიღარიბის მაჩვენებელმა 17%-მდე დაიკლო. მიმდინარეობს ჯანდაცვისა და განათლების სისტემის მოდერნიზება. ავაშენეთ ახალი გზები, გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი. არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, რომელიც ასე მოკლე დროში მიაღწევდა დიდ პროგრესს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს საქართველოში ოფიციალურად 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა რეალურად ეს მონაცემი გაცილებით ნაკლებია. აქედან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება 900 000 ადამიანი და 600 000 ამ სიაში შეყვანას ითხოვს. პენსია განსაზღვრულია 70-100 ლარამდე. ამასთან, საარსებო მინიმუმი 2011 წლის ბოლოს 160 ლარით განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა შეასრულა. ამის მაგალითად კი ასახელებს პოლიციის რეფორმას და აცხადებს, რომ რეფორმის შედეგად პოლიციას მოსახლეობის ნდობის 86% აქვს და დასძინა, რომ ეს ევროპის მასშტაბით უმაღლესი მაჩვენებელია და საქართველოს კონკურენციას ზოგჯერ ფინეთსა და დანიასაც კი უწევს - ძნელი სათქმელია, პრეზიდენტი რა კვლევებით ხელმძღვანელობს, მაგრამ ფაქტია, რომ წლის ბოლოს საერთაშორისო კომპანია "მერსერმა" გამოაქვეყნა კვლევა მსოფლიოს მასშტაბით და 122 ქალაქიდან თბილისი 115-ე ადგილზეა უსაფრთხოებისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვიზიტის ბოლოს კი ისიც თქვა, რომ სახელმწიფო მოწყობის ახალ სისტემაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავდივართო - არადა, კონსტიტუციაში არის გარდამავალი მუხლი, სადაც წერია, რომ ეს ახალი სისტემა ძალაში შედის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ძალში შესვლის შემდეგ! პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი ისეთ ფაქტებს ამახინჯებს, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ამიტომაც საინტერესოა, რატომ იტყუება პრეზიდენტი. ექპსერტთა უმეტესობას ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს და ამბობენ, ფაქტების ისე წარმოჩენა, როგორც თავად სურთ, საბჭოური მენტალიტეტის ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა - სააკაშვილს ფაქტების ისე წარმოჩენა სჩვევია - პარლამენტში ერთხელ ისიც კი განაცხადა, ცხოვრების დონით შვეიცარიას გავუსწარით და დანიის დონეზე ვართო. ერთხელ კი, როცა მის ნათქვამ ტყუილზე იყო დავა, განაცხადა - "სიტყვაზე ნუ გამომეკიდებითო", - დასძენს გამოცემა.
"არიან ადამიანები, რომლებიც ყვებიან გამოგონილ ამბებს და ამას აკეთებენ არა იმისთვის, ვინმე მოატყუონ, არამედ ას არის მათი ტენდენცია, რომ გზადაგზა რაღაცები მოიგონონ და რომ ჰკითხოთ, რატომ თხზავს, ვერ გიპასუხებთ - ეტყობა ის ვერსია, რომელიც შეთხზა, მისთვის უფრო სასიამოვნოა. სააკაშვილის გამოსვლებში, რა თქმა უნდა, არის ინფორმაცია, რომლის რეალობას პოლიტიკური დატვირთვა აქვს და რიგ შემთხვევაში არაბავშვური ტყუილია. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო მეტად საქმე გვაქვს უსარგებლო ტყუილთან და უბრალოდ მის ხასიათშია გამომგონებლობის სიყვარული. მნიშვნელოვანი კი ის არის, საზოგადოება სააკაშვილის "გამომგონებლობას" როგორ აღიქვამს... საერთაშორისო საზოგადოება ამისთვის კუთხეში ვერავის დააყენებს, მაგრამ ეს მოქმედებს იმიჯზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"დღეისთვის აქტიურად განიხილება ის, თუ როგორ მოიქცა საქართველო ვენეციის კომისიასთან ურთიერთობაში. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მოატყუა ვენეციის კომისია, როდესაც ერთი დოკუმენტი გაუგზავნეს და შემდეგ მეორე მიიღეს. ეს უკვე დოკუმენტურ დონეზე მომხდარი ტყუილია და საბოლოოდ ცუდი ფსიქოლოგიური ფონი ახლავს ამის განხილვას. შესაძლოა, მომავალში ვენეციის კომისიამ საერთოდ უარი უთხრას რამე განხილვაზე და ა.შ. - ანუ როდესაც ტყუილში დაგიჭერენ, იქ შესაძლოა ჯოხი არ დაგარტყან, მაგრამ მიიღონ ისეთი ზომები, რომ მეორედ საერთაშორისო საზოგადოებას ვეღარ მიმართო", - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...2-06022012.htmlოღონდ არ გვინდა "საყვარელიძე სლეა" და ბლა-ბლა... ზოგადად ვიძახი, ბენჟამენ, შენს თავზე ნუ მიიღებ.
This post has been edited by Sonya on 6 Feb 2012, 13:52
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.