sexi-bicola
სექსი-ბიცოლები ვჭამოთ?

        
ჯგუფი: Members
წერილები: 42669
წევრი No.: 24050
რეგისტრ.: 5-October 06
|
#29582473 · 6 Feb 2012, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტერვიუს მოცულობიდან გამომდინარე, გთავაზობთ მას 3 ნაწილად ნაწილი 1 (თემები: საკაშვილი-ობამას შეხვედრა, მოქალაქეობის საკითხი, პოლიტიკური პარტნიორები) ბიძინა ივანიშვილი: ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად გამოხატულია „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე! შეიძლება, რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა. ეს არ არის პირფერობა... თქვენ გაქვთ მტკიცე პოზიცია და პრინციპული დამოკიდებულება რიგი მოვლენების მიმართ, რაც დასაფასებელი და ანგარიშგასაწევია. მართალია, დღემდე ვერ შევძელით შეხვედრა, მაგრამ იმედია, არ მიწყენთ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ღრმა პატივისცემას თქვენი რედაქციისადმი და ვთვლი, რომ `ასავალ-დასავალი~ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია ქართულ ბეჭდვით მედიაში! - ჩვენც მადლობას გიხდით, დრო რომ გამონახეთ ჩვენთან სასაუბროდ და აქვე, ერთსაც გეტყვით: ვიმედოვნებთ, ჩვენი საუბარი არა მხოლოდ გულწრფელი იქნება, არამედ ამ საუბარში იმ ე.წ. “უხერხულ” და საჩოთირო კითხვებსაც გაეცემა პასუხები, დღემდე რომ აწუხებს საზოგადოებას... - კი, ბატონო... ყველა კითხვას გავცემ შესაბამის პასუხს. იმედი მაქვს, ყველა გაუგებრობა გაირკვევა და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე... - კეთილი, მაშინ საუბარი ობამა-სააკაშვილის ვიზიტის შეფასებით დავიწყოთ. საზოგადოებამ თქვენს მიერ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული წერილიც ნახა და სამთავრობო არხების მიერ შეცვლილი-დამახინჯებული კომენტარებიც მოისმინა ამ ვიზიტის შესახებ... - კი, კი, ჩემი დამოკიდებულება ამ შეხვედრასთან დაკავშირებით „ნიუ-იორკ თაიმსში“ და „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა, სადაც, ვთვლი, რომ ნათლად ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია და ვთქვი, რომ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მე და ჩემი პოლიტიკური პარტნიორები ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სრულად განვახორციელებთ საქართველოს მიერ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩამოვაყალიბებთ მრავალპარტიულ, პოლიტიკურ სისტემას. ამიტომ ჩვენ ვარწმუნებთ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს და მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და იმავდროულად, გამოიყენონ ყველა შესაძლო რესურსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად ჩვენი მოქალაქეებისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ყველა ქართველი იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი ხელშესახებ წარმატებას მოუტონს საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე და ამით ჩვენი ოცნებაც ასრულდება. დიახ, მე მადლიერებას გამოვხატავ ამერიკის სახელმწიფოსადმი, ჩვენთან მეგობრობას რომ აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ინვესტიციები, რაც განახორციელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების ბოლო წლების ქმედებებმა ადეკვატურად ვერ ასახეს და ვერ გაუმართლეს... თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი და მე ვფიქრობ, ეს იყო რევერანსი ჩვენი ქვეყნისადმი და არა - სააკაშვილისადმი! - ჰო, სახელისუფლებო არხებს თუ დავუჯერებთ, ობამა სააკაშვილზე ლოცვით იძინებს და იღვიძებს... - სახელისუფლებო არხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ვფიქრობ, აღარც უნდა დავკარგოთ დრო მათზე სასაუბროდ. მათთვის ტიპიური მოვლენაა ფაქტების დამახინჯება. ობამას გამოსვლაც კი არ თარგმნეს სწორად და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება, რათა საზოგადოება ისევ ისეთ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფონ, რასაც `ნაციონალები~ გეგმავენ და რაც ამ ხელისუფლებას აწყობს... ობამამ ნათლად და მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სამართლიანი და ობიექტური არჩევნები ჩატარდება, რაც ამ არხებმა `ხელისუფლების ფორმალური გადაცემის~ ფორმატში გააშუქეს... - ხელისუფლების გადაცემაზე ანალოგიური განცხადება გააკეთა ჰილარი კლინტონმაც რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ აკაკი მინაშვილისა და გოკა გაბაშვილის განცხადებებით, თურმე, ეს სულაც არ ნიშნავდა ხელისუფლების გადაცემას სხვა პოლიტიკური პარტიისათვის. მათი ინტერპრეტაციით, ხელისუფლება უნდა გადაეცეს კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის გარეშე... - რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს. ხელისუფლების გადაცემა რასაც ნიშნავს, დემოკრატუილ ქვეყნებში ძალიან კარგად იციან და ისიც კარგად იციან, რამდენ ხანს უნდა იყოს მმართველი პარტია ხელისუფლებაში. დიახ, უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს ლიდერიც, როცა დემოკრატიული წესით ხელისუფლების შეცვლაზე ვსაუბრობთ!... დიახ, სააკაშვილმა სხვა ძალას უნდა გადასცეს ხელისუფლება და უნდა გადასცეს ყოველგვარი წესებისა და კანონების დაცვით! ნათლად იგულისხმება, რომ სააკაშვილი ნებისმიერი ფორმით, აღარც და ვეღარც უნდა დარჩეს ხელისუფლებაში! მეტიც: მგონი, მაკ-კეინმაც კი უთხრა სააკაშვილს - შენ პრემიერად ვერ დარჩებიო... მათაც ასე წარმოუდგენიათ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს... - სააკაშვილის ამბიციებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს, ბატონო ბიძინა... კაცი, მგონი, მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ემზადება... - ამერიკის პოზიციას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება. ვფიქრობ, ამ მხრივ მკვეთრი პოზიცია ექნება ობამას მთავრობას და ვფიქრობ, ნეოკონსერვატორებიც არ შეუწყობენ ხელს სააკაშვილის გაპრემიერებას ან პარლამენტის თავმჯდომარეობას... სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული სისტემის დანერგვით, ახლა იმკის ქვეყანა შედეგებს, უმძიმეს შედეგებს! სააკაშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობს, მისივე ხასიათიდან გამომდინარე, სხვა ავტორიტეტს ვერ იტანს. მიზეზები ძალიან ბევრია და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. - ხასიათი ერთია, მაგრამ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრმა გაამახვილა ყურადღება... - ჩემგან არ იქნება კორექტული ამ ფორმით საუბარი... მის ფსიქიკაზე მე ახლა ვერ ვისაუბრებ... რაც მისმა ხასიათმა `დაათესინა~, შედეგებს ახლა თავადაც იმკის! გუნდში ვერავის ენდობა... და ვერც დაეყრდნობა ვერავის... პრინციპში, სააკაშვილს არც ჰყავს გვერდით ისეთი ლიდერი, რომელიც ჩაანაცვლებდა მას და ეს ისევ მისი პრობლემაა. სააკაშვილი არ ენდობა საკუთარ გარემოცვას! - ვანო მერაბიშვილსაც არ ენდობა? ჩვენი ინფორმაციით, თქვენი მეორე განცხადების მერე საერთოდ ხსნიდა თანამდებობიდან... მეტიც: სახელისუფლებო კულუარებიდან იმ ინფორმაციამაც გამოჟონა, თითქოს თქვენი განცხადების შემდეგ, სააკაშვილი მერაბიშვილს თავდაცვის მინისტრად უპირებდა გადაყვანას, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაიას ნიშნავდაო... მეტიც: იმასაც ამბობდნენ, რომ თქვენი განცხადების შემდეგ სააკაშვილი თათბირებზე აღარ ისწრებდა ვანო მერაბიშვილსო... - ჩემგან მსგავს თემებზე საუბარი ჭორაობას უფრო დაემსგავსება და ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ თქვენს კითხვაზე... თუმცა, ამ მხრივ ინფორმაციულ ვაკუუმს არც მე განვიცდი... (იცინის). აქვე, კვლავ გავიმეორებ: მე არ ვაპირებ არავის დევნას პოლიტიკური ნიშნით! ერთადერთი მიზანი, რაც მაქვს, არის ამ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით, უსისხლოდ! იმასაც პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი არ დაეშალოს! არადა, ისეთი რყევებია შიგნით, რომ... - რაღაც ინფორმაციას ფლობთ და არ ამხელთ, ბატონო ბიძინა? - ჩვენ ხომ შევთანხმდით, რაზეც ვისაუბრებდით, გულწრფელად ვისაუბრებდით?! მაგრამ არის თემები, რომელთა “გაშლაც” და რომლებზე საუბარიც ჩემგან არც ეთიკური იქნება და არც - ჭკვიანური. ამიტომ დავტოვოთ ასე! რასაც ვამბობ, ჩავთვალოთ, რომ იმ სიტვყებითა თუ ფრაზებით ვამბობ ჩემს სათქმელს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს... ერთიცაა: ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც ძალიან დიდი შეცდომა იყო სააკაშვილისთვის! სხვათაშორის, აქვე ვისარგებლებ შემთხევით და პირადად გადაგიხდით თქვენც მადლობას იმ თანადგომისთვის, რაც ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო თქვენმა რედაქციამ გამოიჩინა. იმ აქციის გამოც, რომელიც სწორედ „ასავალ-დასავალმა“ და ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა რამდენიმე ადამიანმა დაიწყო - ჯემალ სეფიაშვილმა, თამაზ წივწივაძემ, დიმა ჯაიანმა, სოსო ჯაჭვლიანმა, გელა კეტაშვილმა, ლუკა კურტანიძემ და სხვებმა... სხვათაშორის, იური ვაზაგაშვილმა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა... უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ იურისაც და ჩემს მიერ ჩამოთვლილ მართლაც ღირსეულ ადამიანებსაც ასეთი თანადგომისათვის! - თუმცა, ამ კუთხითაც ჩნდება კითხვები... - თოთხმეტი თებერვლის შემდეგ სააკაშვილს ერთი თვე რჩება გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა, ბევრი ვარიანტი არც მას აქვს. ეს ის შემთხვევა არ არის, რასაც ესენი ელოდნენ, თითქოს მე კვლავ პრეზიდენტს მივმართავდი თხოვნით, რომ მოენიჭებინა მეორადი მოქალაქეობა. ეს არის, იურიდიულ ტერმინს თუ ვიხმართ, „ნატურალიზაციის წესით“ გადასაწყვეტი საკითხი, როდესაც პრეზიდენტს უფლება არა აქვს, არ მომანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა! საფრანგეთის საელჩო სისტემატურად უკავშირდება ქართულ მხარეს და ახსენებს ამ საკითხს... როგორც იცით, მე განცხადება დავწერე, უარი ვთქვი საფრანგეთის მოქალაქეობაზე და ევროკავშირის კონვენციის თანახმად, არ შეიძლება, მოქალაქეობის გარეშე დარჩეს ადამიანი... სწორედ ამ კანონის მიხედვით, საფრანგეთის მხარე სისტემატურად ახსენებს ქართულ მხარეს ჩემთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს... ვფიქრობ, რომ ოთხმოცდათვრამეტი პროცენტით სააკაშვილი ვეღარ გაბედავს ჩემთვის მოქალაქეობის მონიჭებაზე უარის თქმას! თუმცა, ერთი-ორი პროცენტი მაინც რჩება სათუოდ, რადგან მისი ქმედებები ხშირად არაადეკვატურია და წინასწარ მაინც ვერ განსაზღვრავს ადამიანი, რას მოიმოქმედებს სააკაშვილი. არანაკლებ საინტერესოა ერთი ფაქტიც: ერეკლეს მოედანზე, საპატრიარქოს წინ, `ქართული ოცნების~ ცენტალური ოფისი სადაც უნდა განთავსებულიყო, მიმდებარე ტერიტორიას ყველა მხრიდან ღობე შემოარტყეს, მისასვლელი გზები ჩაკეტეს... - სამშენებლო სამუშაოები წარმოებს და პირდაპირ ვთქვათ, - ნაგავს მიაქვს იქაურობა... - ნაგვის თემა საერთოდ, ცალკე სასაუბროა... ელჩები სიცილით დაიხოცნენ ამ ისტორიის მოსმენისას... სახლის ნგრევაც გვიან დაიწყეს და, ხელისუფლებას ნაგვის გატანა შევთავაზეთ საკუთარი ხარჯებით. მოგვივიდა პასუხი - ეს ნაგავი ეკუთვნის მერიას და თქვენ არ გაქვთ უფლება, ამ ნაგავს შეეხოთო!.. ელჩებს სიცილადაც არ ეყოთ ეს ამბავი... ესენი ელემენტარულ ხულიგნობას აგრძელებენ. ბიჭობაში, უბანში რომ არიან ბიჭები და ასაკის მატებასთან ერთად ის ე.წ. `ბეზპრედელი” რომ ემართებათ ხოლმე, უმცროს ბავშვებს რომ თავში წაუთაქებენ და აგინებენ ხოლმე... ისევ იმ დროში არიან ესენი ჩარჩენილები და ჰგონიათ, ყოველთვის გაუვათ ის `ხულიგნური~ ქმედებები, რის უფლებასაც აძლევენ საკუთარ თავს... ყველა მეთოდი, რა მეთოდებითაც ესენი ოპონენტებს ებრძვიან, ნათლად აჩვენებს, თუ როგორი პატარა კაცები არიან, მცირენი არიან! - ხელისუფლების თემა ერთია, მაგრამ არსებობს მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბევრ კითხვასაც აჩენს, ბევრში გაღიზიანებასაც იწვევს, შესაძლოა - იმედგაცრუებასაც... დარწმუნებული ვარ, ნაფიქრიც გექნებათ და თქვენეული დასკვნებიც გექნებათ გამოტანილი, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება... ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერის გამაერთიანებელი ყოფილიყო, იგი იქცა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და რამდენიმე პოლიტიკური ძალის პირველ პირთა ლიდერად... ვაღიაროთ, საზოგადოება თქვენეულ „წყალგამყოფს“ ერთგვარი წყრომითაც შეხვდა... - გიპასუხებთ... საზოგადოების მოლოდინი რაღაც ახლისკენაა მიმართული, ახალი სახეების გამოჩენას ელის ყველა და ასე შემდეგ... ამაზეც მიდის აპელირება ბევრის მხრიდან... ჩვენ ვერ მოვწყდებით ჩვენს რეალობას და კარგად უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენ ვართ ისეთნი, როგორებიც ვართ! პოლიტიკური ისტებლიშმენტიც დამხვდა ისეთი, როგორიც დამხვდა! მე, ჩემი მხრივ, ახალი სახეების შემოყვანას ვცდილობ და ეს ცოტა ხანში უფრო კარგად გამოჩნდება... - რაც შეეხება ძველ სახეებს... - მე შემიძლია, ცალ-ცალკე დაგიხასიათოთ თითოეული მათგანი, თუ თქვენ გსურთ... - ბრძანეთ... - დავიწყოთ რესპუბლიკელებით, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ... პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და ახლა, თავად რესპუბლიკელებიც “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან შეიტყობენ მათ ჩემეულ დახასიათებას... მათთვისაც არ მითქვამს, რასაც ახლა გეტყვით... ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძველი და თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს ლოკალური შეცდომებიც... მაგრამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულ და შეგნებულად უპასუხისმგებლო ქმედებებში მე ისინი არ შემიმჩნევია! თუმცა, თითოეული წევრის მიერ პატარა, ლოკალურ შეცდომებზე შენიშვნების გაკეთება შემიძლია... - მით უფრო, თუ მათ წარსულსაც გადავხედათ და მეხსიერებასაც არ ვუჩივით... - გეთანხმებით... შესაძლოა, მათი პოზიციები სრულად არ ემთხვეოდა საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის განწყობას... - მთლად ყველაფრის გახსენება თუ გადავწყვიტეთ, ძალიან შორს წავალთ, ბატონო ბიძინა... - ვიმეორებ: ძალიან მკვეთრ უარყოფით ქმედებებს მათ ნაბიჯებში მე ვერ ვხედავ! აი, მაგალითად, ისეთს, როგორი ნაბიჯებიც ნათელაშვილს აქვს... და, რომელიც ნაყიდი ჰყავს ამ ხელისუფლებას! `მემარჯვენეები~, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში უღალატეს პრინციპებს... - ახლა ისეთ თემას შეეხეთ, რომელიც ერთ-ერთ სკანდალურ თემად სახელდება ქართულ რეალობაში... თავადაც აცხადებდით, რომ წლების განმავლობაში თქვენ თანამშრომლობდით ამ ხელისუფლებასთან და ბუნებრივია, ის ინფორმაციაც გექნებათ, ვინ რითი “სუნთქავდა” ამ წლების განმავლობაში... ოპოზიცასაც ვგულისხმობ და ხელისუფლებასაც... - მე რომ ამ თემას დავუბრუნდე, მართლა ძალიან შორს წავალთ. როდესაც მე, თავშივე, ეს განცხადება გავაკეთე და ისე შემოვედი ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, გაცნობიერებულიც მქონდა, რას ვაკეთებდი. ისიც ვიცი, მუდმივად თუ ამ თემებით დავიწყებ აპელირებას, ეს არ იქნება კარგი არც ჩვენთვის და არც ქვეყნის ინტერესებისთვის! მე არ მსურს, ვიყო მამხილებელი და მაინცდამაინც ჩემგან გაიგოს ყველამ, ვინ ვისგან და როდის იღებდა ფულს! ხალხს დღეს გაღიზიანება კი არა, მოფერება სჭირდება და იმის ახსნა, როგორ, რა ფორმით დავამარცხოთ ეს რეჟიმი და კონსტიტუციური, მშვიდობიანი, საარჩევნო გზით როგორ გავუშვათ პოლიტიკური არენიდან სააკაშვილის ხელისუფლება! გიმეორებთ: მე ჩემს პირველივე განცხადებებში ვთქვი ჩემი სათქმელი და თუ რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება, გამიხარდება და არც ამას დავმალავ! თუმცა, დავუბრუნდეთ რესპუბლიკელებს... გიმეორებთ: მიმაჩნია, რომ ეს არის თანმიმდევრული, ინტელექტუალური პიროვნებებით დაკომპლექტებული პარტია! მათი პრობლემა რაშია, იცით? რესპუბლიკელები დღეს არ არიან პოპულარულები და ეს არის მათი უმთავრესი პრობლემა! რა თქმა უნდა, ამას მეც ვხედავ! - არც არასდროს ყოფილან პოპულარულები... - კი, ბატონო, გეთანხმებით - არც არასდროს ყოფილან პოპულარულები და არც არასდროს ჰქონიათ დიდი რეიტინგი. რა ხდება, რატომ ავირჩიე ურეიტინგო პარტია? როგორ ფიქრობთ? - შესაძლოა, ამერიკული მხარის ინტერესთა გათვალისწინებით, ვინმემ სწორ ნაბიჯადაც ჩათვალოს თქვენი ეს ქმედება... - არამარტო ამერიკული კუთხით... მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდია. მათი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხალხს ვერ ელაპარაკებიან ხალხის ენით, გასაგები ენით... არადა, თუ ლიდერი ხარ და იმისთვის მოდიხარ, რომ ერს წარუძღვე, შენ ვალდებულიც ხარ, ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრო! რესპუბლიკელები ყოველთვის აკადემიური ენით საუბარს ცდილობენ და ვერ საუბრობენ იმ ენით, რომლითაც მოიხიბლება საზოგადოება... აქ საზოგადოებაშიც უნდა ვეძებოთ მიზეზები... შესაძლოა, ჩვენ პოლიტიკური კულტურაც გვაკლია და, რა თქმა უნდა, საამისო მიზეზებიც არსებობს... იმიტომ არა, რომ სხვაზე უარესი ერი ვართ... არა! პირიქით - დარწმუნებულიც ვარ, ბევრს ბევრი რამითაც ვჯობივართ და ამაზე მთელი იდეოლოგია არსებობს, რომ ქართველები ერთ-ერთი ნიჭიერი ერი ვართ და სულ ებრაელ ერთან ვავლებთ პარალელებს, თუმცა, ამ თემაზე, თუ სურვილი გექნებათ, სხვა დროს ვისაუბროთ... დიახ, ჩვენ განსაკუთრებულად ნიჭიერი ერი ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოება ისეთია, როგორიც არის... ჩემი ძირითადი მიზანიც ამ ყველაფრის დალაგება და გამოსწორებაა... მარტო პრეზიდენტებში არ უნდა ვეძებოთ ჩვენი უბედურების სათავე და მიზეზი, ცოტა ჩვენი ბრალიც არის, სულსწრაფები ვართ, მოუთმენლობა გვჭირს.. ჩვენს ხასიათშიც ვლინდება მსგავსი ნიშნები.. რესპუბლიკელები ევროპისთვის გასაგები ენით საუბრობენ, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა ასეთი ხასიათი ჩამოგვიყალიბა, მეტ რადიკალიზმსა და მეტ სიფიცხეს ვართ ჩვეულნი... სხვათაშორის, ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს მოსწონს რესპუბლიკელები, მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან... მესმის ესეც... რესპუბლიკელები, თუ ლიდერობა სურთ, ხალხისთვის გასაგებ ენაზე უნდა ესაუბრონ ხალხს, თუმცა, მათი აკადემიური ენა ჩემთვის დასაწუნი არ არის... - მთლად ასეც ვერ ვიტყვით... გავიხსენოთ აკაკი ბაქრაძე, რომელიც აკადემიური ენით საუბრობდა, მაგრამ ხალხს უყვარდა... - ჩემთვისაც ძალიან საყვარელი ადამიანი გახლდათ აკაკი ბაქრაძე... - რესპუბლიკელეის შემთხვევაში, იქნებ მსოფლმხედველობაში უნდა ვეძებოთ პრობლემა? - რას გულისხმობთ მსოფლმხედველობაში? იქნებ ჩავღრმავდეთ... - პრობლემა დგას მათი პარტიის იდეოლოგიაში, რაც მათივე ქმედებებით მტკიცდება... გავიხსენოთ მათი პოზიცია 1991-92 წლების მოვლენების, იმავე პუტჩის პერიოდში... გავიხსენოთ მათი ცნობილი გამოსვლები სოჭში, სადაც აშკარად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის დამოუკიდებლობას... - აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი? მსგავსი რამ არ მსმენია... - დიახ, დიახ... თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პირდაპირ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აფხაზეთს აქვს უფლება, იყოს სუვერენული სახელმწიფო... “აფხაზეთი საერთოდ არ არის საქართველოს მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის კორუფცია” - ეს სიტყვებიც თინა ხიდაშელს ეკუთვნის... სწორედ ამ და სხვა მსგავსმა ქმედებებმა თუ ფრაზებმა გამოიწვია მათ მიმართ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება... - მე ვერ გამოგადგებით პოლემიკაში, მაგრამ ისეთი თემაა, რომელიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ალბათ, თავად ქალბატონი თინაც და სხვებიც დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას თქვენი კითხვების მიმართ... - კიდევ ერთი... როდესაც პირველი ვანდალური აქტი ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ და “ურალის” ტიპის მანქანით შეამტვრიეს გლდანის ეკლესიის კარი... - მაგ ფაქტზე მე ძალიან უარყოფითი რეაქცია მქონდა! - და სწორედ იმ დროს და ამ ფაქტზე საუბრობდა ლევან ბერძენიშვილი აღფრთოვანებით... `მე დღეს ვარ უაღრესად დაკმაყოფილებული! დაპატიმრებულია ერთ-ერთი აღმაშფოთებელი და შემარცხვენელი ქართველი დამნაშავე!” - ეს სიტყვები გლდანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დარბევისა და ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების დღესაა მის მიერ ნათქვამი... - ლევანი აღფრთოვანებით შეხვდა ამ ამბავს? - დიახ, დიახ... მეტიც - მურმან დუმბაძე რატომ გარიცხეს პარტიიდან? დუმბაძემ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ ამოიღო ხმა და ვერ იგუეს... ამასთან დაკავშირებით მან რამდენიმე აქციაც გამართა... - სხვათაშორის, დუმბაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს პრობლემა, ადრე თუ გვიან, მოგვარდება, დარწმუნებული ვარ. ვთვლი, რომ დუმბაძესთან უნდა აღდგეს ურთიერთობები და დათო უსუფაშვილი მუშაობს ამ კუთხით, მე როგორც ვიცი... ისე, მეც იმავე სახის განცხადებას გავაკეთებ თქვენი გაზეთის ფურცლებზე: არ შეიძლება, მეჩეთი აშენდეს სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით! ამ საკითხში, პირველ რიგში, საზოგადოების აზრია გასათვალისწინებელია და შესაძლოა, პოლემიკაც შედგეს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის... სხვათაშორის, ეს სკანდალი ხელოვნურად არის აგორებული ხელისუფლების მიერ. საქართველოში კონფესიებს შორის არასდროს ყოფილა პრობლემა და ეს ნუ დაგვავიწყდება! - სწორედ ამ იდეოლოგიური განსხვავებებით არის გამოწვეული ის სამპროცენტიანი (და არა მეტი) რეიტინგიც, რომელიც მუდმივად აქვთ რესპუბლიკელებს... საზოგადოებას აქვს ეჭვები, რომ სწორედ თქვენი ავტორიტეტი და რეიტინგი იქნება საიმისოდ გამოყენებული, რომ ურეიტინგო და საზოგადოებისათვის იდეოლოგიურად მიუღებელი პარტიები აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში. სხვათაშორის, რასაც ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, სწორედ რესპუბლიკური პარტია იყო ოპოზიციური ერთობის ჩამშლელი... - მე როგორც ვიცი, ყოველთვის რესპუბლიკელები არ ყოფილან ინიციატორები... მსგავი საყვედური ალასანიაზეც მსმენია... შეიძლება, სხვებზეც. ჩვენ რეალობა უნდა შევაფასოთ და რეალობიდან გავაკეთოთ ანალიზი. რა თქმა უნდა, უმწიკვლო პარტია ვერ იქნება რესპუბლიკური პარტია და ის მოგონებები, რაც თქვენ გაქვთ, შესაძლოა, მთლად უსაფუძვლოც არ იყოს, მაგრამ... თუმცა, მაპატიეთ, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ თინა ხიდაშელი აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე ყოფილიყო... - თქვენც მოგაწვდით და გამოვაქვეყნებთ კიდეც ადრეც არაერთხელ გამოქვეყნებულ იმ ამონარიდს, რომელიც სოჭში გამართული ერთ-ერთი შეხვედრისადმი მიძღვნილ ბუკლეტში დაიბეჭდა... «В Грузии именноно –их спрашивают в первую очередь, поэтому их надо как-то неитрализоиать . Если привозить на такие встречи по одному человеку и как-то прочищать нейтрализовать – это было бы одной из самыч главныч задач нашего проекта» ---------(პაატა ზაქარეიშვილი) « Аспекты Грузино-Абхазского конфликта» Т9б материалы Грузино-Абхазской конференции «Первые итоги» Москва 4-8 июля 2004 г. ------- (გვ. 13) «Абхазы имеют право создать отдельное государство. ... Бесполезно говорить о вхождении Абхазии в состав Грузии.» (დავით ბერძენიშვილი) «Аспекты Грузино-Абхазского конфликта» Т9б материалы Грузино-Абхазской конференции «Первые итоги» Москва 4-8 июля 2004 г. ------- (გვ. 136-137) Абхазия сегодня не такая большая проблема для Грузии, как коррупция. Потеря Абхазии не разрушит Грузинское государство, а коррупция может разрушить! (თინა ხიდაშელი) (გვ. 216) - რა თქმა უნდა, ლოკალური შეცდომები იყო... ბერძენიშვილის გამოსვლაც უნდა გადამოწმდეს ეკლესიასთან დაკავშირებით... მე როგორც ვიცი, მას ბატონ მკალავიშვილთან მიმართებაში ჰქონდა პრობლემა. თუმცა, მისი პოზიციები კითხვებს ტოვებს... - ლევან ბერძენიშვილმა რაც ილია ჭავჭავაძეზე თქვა, იმაზე ცუდი რაღა უნდა ეთქვა როდისმე... “ილია ჭავჭავაძეს - მე ასეთ ქართველ მწერალს არ ვიცნობ” - მისი ფრაზაა... ალბათ, თქვენც გახსოვთ... - რა თქმა უნდა, არ დაგიმალავთ, მისმა ამ ფრაზამ მეც გამაღიზიანა! ილია მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში! ყველა ერს არა აქვს ბედნიერება, ილია ჭავჭავაძისნაირი კაცი ჰყავდეს! შეიძლება, სწორედ მაგ ფრაზის ბრალიც არის ის რეიტინგი, რაც აქვთ... - სხვათაშორის, თქვენი პირველი განცხადების შემდეგ სწორედ ლევან ბერძენიშვილი იყო ის ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც არ დაგინდოთ და მკვახე და მკვეთრი * * * - ბატონო ბიძინა, ერთ უხერხულ კითხვას დავსვამთ და იმედია, ისეთივე გულწრფელობით გვიპასუხებთ, როგორც აქამდე... - ბრძანეთ... - როგორც თავად აცხადებთ, და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა ოპოზიციის წევრთა მოსყიდვა და დაშანტაჟება... პირდაპირ გკითხავთ - თქვენს მიერ გაღებული ფინანსებით ვაჭრობდა ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებთან? ანუ, თქვენი ფული იხარჯებოდა მათ მოსყიდვა-დაშანტაჟებაზე? - ცალსახად გიპასუხებთ: არა! არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, მიშას მსგავსი საქმეებისთვის ჩემთვის ფული ეთხოვოს! როგორ გეკადრებათ? მაგას როგორ გამიბედავდა? ყველაფერი, რაც გაკეთდა ჩემს მიერ, იყო გამჭვირვალე და ოფიციალურად დაფინანსებული! ერთი იყო სოროსის ფონდად წოდებული ფონდი და მეორე - საქართველოს გადარჩენისა თუ ძალოვან სამინისტროების განვითარების ფონდი, ზუსტი დასახელება ახლა არ მახსოვს. თუ საჭიროდ ჩათვლით, მაგასაც დაგიზუსტებთ. ხმამაღლა ვაცხადებ: ყველაფერი ჩემი ინიციატივით კეთდებოდა! - ისე, მართლა საინტერესოა, სააკაშვილი თვითონ მოდიოდა თქვენთან კონსულტაციების მისაღებად თუ თქვენ თავად მიბრძანდებოდით ხოლმე მასთან? იმასაც ამბობენ, ივანიშვილს სახლში სააკაშვილის მიღება არ სურდა და სულ ნეიტრალურ ადგილებში ხვდებოდაო... - მოდით, ამ შეკითხვას უპასუხოდ დავტოვებ. მიმაჩნია, რომ არაეთიკური იქნება ჩემი მხრიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ისევ წეღანდელ კითხვას მივუბრუნდები... ერთხელ წამოსცდა მიშას ჩემთან, რომ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ გარკვეული სახის მოლაპარაკებას აპირებდნენ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან და თანხაც დაასახელა. ისეთი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მქონდა, მეორედ ვინ გამიბედავდა მსგავს თემაზე დალაპარაკებას და მით უფრო, ფულის თხოვნას?! `თუ მსგავს რამეს გააკეთებ, ხელსაც აღარ ჩამოგართმევ-მეთქი”, მაშინ ვუთხარი მიშას. - ბოლო-ბოლო, “მოილაპარაკეს”? - ჩემი ასეთი რეაქციის შემდეგ მსგავს ინფორმაციებს აღარ მეუბნებოდნენ. ასე რომ, არ ვიცი, როგორ დასრულდა მათი მცდელობები... - ბატონო ბიძინა, “ვარდების რევოლუციის” პერიოდში თქვენ მართლა გულწრფელად გჯეროდათ სააკაშვილის? - გულწრფელად მჯეროდა, არ გიმალავთ... - მის ხასიათს, თუ გნებავთ - ფსიქიკას, ვერ ამჩნევდით “ხარვეზებს”? - იმდენად იყო ეიფორიაში მთელი ქვეყანა და იმდენად უნდოდა საზოგადოებას ძველი რეჟიმის გაშვება, რომ მეც ხალხის გულისთქმას ავყევი... ალბათ, ეს ჩემი შეცდომაც გახლდათ... შეიძლება, ვინმესთვის - დანაშაულიც... სამწუხაროდ, სააკაშვილის სახე რომ გვიან გამოჩნდა, მაგაში ჩემი `დამსახურებაც~ არის... ეს პლუსია თუ მინუსი, ცალკე საკითხია. შეიძლება, ჯობდა, ადრევე გვცოდნოდა, ვინც იყო სააკაშვილი! - თქვენს მეორე შეცდომად, გნებავთ - დანაშაულად თვლიან იმასაც, და ამბობენ, თითქოს ის ტყვია-წამალი, რომლითაც სხვა მამულიშვილებთან ერთად მე და ბექა სივსივაძეც რომ დაგვხრიტეს 26 მაისს, ის იარაღი და ტექნიკური შეიარაღება, ყველაზე მძაფრად 7 ნოემბერს და 26 მაისს რომ გამოსცადეს ქართველ ხალხზე, ის ხელკეტები, ნონა გაფრინდაშვილს და ელიზბარ ჯაველიძეს რომ მოუღერეს, ის გაზისა თუ აკუსტიკური მანქანა-დანადგარები, საკუთარ ერზე რომ გამოსცადეს ამ უღმერთოებმა - სწორედ ბიძინა ივანიშვილის თანხებით იყო შეძენილი... - მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ მე ვეხმარებოდი სააკაშვილს და სააკაშვილის მთავრობას, როდესაც ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. დღეს თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვაკეთებ ამ განცხადებასაც და მორჩნენ ამ და მსგავს სისულელეებზე ლაპარაკს! მე ასე არ ვფიქრობ! დიახ, მე არ ვთვლი, რომ ვეხმარებოდი პირადად სააკაშვილს და მის მთავრობას! მე ვთვლიდი და გულწრფელად ვთვლი დღესაც, რომ მხოლოდ ჩემს სამშობლოს და ჩემს ქვეყანას ვეხმარებოდი! მეტიც: ხმამაღლა ვაცხადებ და ამის მოწმე კობა დავითაშვილიც არის, რომელსაც ტყუილს მართლა ვერანაირად ვერ ათქმევინებს ვერავინ და რომელიც სიცრუეში ძმასაც არ დაზოგავს: კორუფციასთან ბრძოლა ჩემი ინიციატივით მოხდა, ჩემი ოცნება იყო კორუფციის დამარცხება და რაღაც ფორმით ეს შევძელით კიდეც, თორემ დღეს კი ვუყურებთ სააკაშვილს და ვხედავთ, რასაც და როგორც აკეთებს. როგორ გაამწაროს ხალხი, სულ იმის ფიქრშია! ერთ ამბავსაც მოგივყებით: სოსო ქუთათელაძე იყო მაშინ გვარდიის უფროსი და ის კურირებდა თითოეულ შენაძენს, როცა გვარდიისთვის ფორმის შესაძენად ვრიცხავდი თანხებს... მიშასთვისაც არაერთხელ მაქვს ნათქვამი და სხვებიც არიან ამის მოწმეები: მე ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ჩემი ფულით იარაღი შეეძინათ! `გასაგებია, რომ სახელმწიფოს იარაღი სჭირდება, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს - არცერთ შემთხვევშაი ჩემი ფულით არ შეიძინოთ იარაღი!” - ამ სიტყვებს ვეუბნებოდი მიშასაც და სხვათაშორის, სხვებთან ერთად, რომლებსაც ახლა არ დავაკონკრეტებ, სოსო ქუთათელაძეც არის ამის მოწმე! - საპატრულო რეფორმის დაფინანსებაში თუ მიგიღაით მონაწილეობა? - პატრულისთვის ჩვეულებრივი მანქანები იყიდეს ჩემი ფულით. გიმეორებთ: არავ
--------------------
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC ▄ █ ▄ █ ▄ სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo █ ▄ █
|