მილიარდის შოვნას უნდა გარკვეული მიმართულების ჭკუა. რუსეთში უფრო მეტად საჭიროა კორუმპირებულ სამართალდამცველებთან, პოლიტიკურ ელიტასთან და კრიმინალურ დაჯგუფებებთან საქმის მოგვარების ნიჭი.
ბიძინამ რომ ექსპერტთა საბჭო შექმნა და მასთან თათბირობს ფინანსური ოპერაციების თაობაზე, ეს ნამდვილად გონივრულია, მაგრამ არც მაინც და მაინც რაღაც ზებუნებრივი...
ნებისმიერ აღიარებულ მწერალს მეტი ინტელექტი აქვს - აი, ჰემინგუეის, ფოლკნერის და ა.შ. დონისას. პროფესიონალ ფიზიკოსს ბევრად მეტი ინტელექტი მოეთხოვება - ისე ახლოსაც ვერ მისუნავს ნამდვილ ფიზიკასთან.
რატომა რ არის, ვთქვათ, ფიზიკოსი მილიარდელი თუ ასეთი ჭკვიანია? - არ სურს ისევე ძლიერად ეს, როგორც მილიარდელს და იმიტომ, არ არის ეს მისი მთავარი ფასეულობა - სამყაროს სიღრმეებში ჩახედვა ურჩევნია და გონიერებით ღმერთთან მიახლოება ურჩევნია და იმიტომ. იგივე ითქმის გენიალურ მწერლებზე, მხატვრებზე და ა.შ.
საერთოდ, საკითხავია, რატომ აქვს თანამედროვე სამყაროში (განსაკუთრებით რუსეთში, ინდოეთში, მექსიკაში და მსგავს ქვეყნებში) ერთი მიმართულების ჭკუას ასეთი განუზომელი უპირატესობა სხვა მიმართულების ჭკუასთან შედარებით? რატომ არ ჰყოფნის ადამიანს, ვთქვათ, 300მლნ$ და რაში სჭირდება მაინც და მაინც 60მლრდ$? თუმცა, ამჟამინდელი გლობალური მოძრაობები საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და მილიარდელებს მომავალში ისევე გაიხსენებენ, როგორც გადაშენებულ დინოზავრებს.
რაც შეეხება "ასავალ-დასავალს" - ადამიანი, რომელიც ამ გაზეთს აფინანსებს, ან რეიტინგს უწევს, ვერ გამოიყურება ჩემს თვალში სერიოზულად - სხვამ თავისი საქმის თვითონ იცის. ამ გაზეთის მკითხველებს პირდაპირი აზრით სჯერათ კუდიანების, მჩხიბავების (რაც ქრისტიანული სარწმუნეობით აკრძალულია), ამასთანავე ვითომ იცავენ მართლმადიდებლობას. მოკლედ, ისეთ დომხალს მოუწყობს მკითხველს თავში, უკეთეს ფსიქოტრონულ-დესტრუქციულ იარაღს ვერ ინატრებს მავანი
This post has been edited by Arsene Lupin on 6 Feb 2012, 09:46