ეხ ლევანა, ლევანა
წერეთლის უნივერისტეტში იდგა სულ , შიგნით ეზოში
სამხედრო "ბათინკებითა" და კამუფლირბული შარვლით
შემოდებდა ცალ ფეხ შემაღლებულ ადგილას და სადღაც შორს იცქირებოდა სივრცეში, სევდიანად.
ხანდახან ლამაზი გოგო თუ ჩაივლიდა წამიერად ქურდულად გააპარებდა წაბლისფერ თვალებს მისკენ ,მერე ისევ "ზავოდში" ჩამავალ მზეს მიაპყრობდა მზერას
თითქმის არ ლაპარაკობდა, იყო თავისტვის , ერთი-ორი ძმაკაცით გარშემორტყმული
ქამარზე "სოტოვი" ეკიდა, ბევრს ნანახიც არ ქონდა ქუთაისში მაშინ მობილური
ამიტომ ლევანას მოწიწებით უცქერდნენ, ლეგენდებსაც თხზავდნენ მასზე ,
აფხაზეთში, ომში გაგიჯდაო ამბობნენ
განსაკუთრებით გაბედულები ახლოსაც მიდიოდნენ, "გადამარეკიე ბრატ"-ო
ისიც კეთილად, ალალად უწვდიდა თავის სოტოვს
აბა სად უნდა დაერეკათ.., ისე აინტერესებდათ რა ხილი იყო , თან იმას ნატრობდნენ , ჩვენმა კურსელებმა დაგვინახონ, ხელში სოტოვი რომ გვიჭერია და ლევანასთან ვდგევართო
ეხ რაგაცნაირი დრო იყო რა , აი ისეთი რომ გაგახსენდება და გულში ერთბასად რამდენიმე გრძნობა გაიღვიძებს
ძველი დრო და ძველი ლევანა დაგვიბრუნეთ ფარჩაგებოო!!!