ავღანეთის ომში, ქართველი მებრძოლები იძულებით მიჰყავთ -
"მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში" "ავღანეთში დამატებით ერთი ქვეითი დანაყოფის გაიგზავნება მაშინ, როცა თავად ამერიკა ავღანეთში მებრძოლების რაოდენობას 33 ათასი ჯარისკაცით ამცირებს. უფრო მეტიც, ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა 2014 წლისთვის დასრულდება. ვიცით, ამერიკელი ჯარისკაცები როდის დატოვებენ ავღანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რა ბედი ელით ქართველ ბიჭებს...
ხშირად გაიგონებთ, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ქართველი ჯარისკაცები თავიანთი სურვილით მიდიან, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. სინამდვილეში ხელშეკრულებით მომსახურე ჯარისკაცებს მეთაურები შეიარაღებული ძალებიდან გაგდებით ემუქრებიან და ასე აიძულებენ ავღანეთში წასვლას. ჯარიდან გაგდებულმა იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევისათვის სასამართლო დიდ ფულად ჯარიმას დააკისრებს. ბევრ ქართველ მებრძოლს ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას ურჩევნია, იძულებით ავღანეთში წავიდეს და თავის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (3 - 16 თებერვალი, 2012) წერილში სათაურით ავღანეთში ვინც არ მიდის, ჯარიდან აგდებენ... / "მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში". "მას შემდეგ, რაც ნაც-პარლამენტმა დამატებითი ლაშქრის გაგზავნაზე თანხმობა გასცა, თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში პირველი ქვეითი "ბრიგადის მე-12 ბატალიონის" გაგზავნა გადაწყვიტა. თურმე ჯარისკაცების უმრავლესობამ უარი თქვა ავღანეთში წასვლაზე და დანაყოფი შევსება საფრთხის წინაშე დადგა. დანაყოფის მეთაურ ცინდელიანს ეს უცნობებია პირველი ქვეითი "ბრიგადის" მეთაურისთვის, მაიორ დ. მაყიშვილისთვის. გაბრაზებულ მეთაურს მკაცრი ბრძანება გაუცია, - ვინც ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, დაწერს მოხსენებას ჯარიდან წასვლაზე!
2012 წლის იანვარში ამ მიზეზით 100-ზე მეტ ჯარისკაცს ხელშეკრულება გაუუქმეს, თან გააფრთხილეს, სასამართლოში გიჩივლებთ ხელშეკრულების დარღვევისთვისო... ჯარისკაცების შესაგროვებლად კოჯორში, მე-12 ბატალიონის ბანაკის ადგილზე, "კამაზებით" მიჰყავდათ პირველი ქვეითი ბრიგადის სხვადასხვა დანაყოფის ჯარისკაცები, ზოგი გამოძახებული იყო, თავად მიდიოდა და მათაც სთხოვდნენ ახსნა-განმარტებას, რატომ არ მიდიოდნენ ავღანეთში. სხვა დანაყოფებიდანაც დაითხოვეს ყველა ის ჯარისკაცი, ვინც წასვლაზე უარი თქვა. 2012 წლის იანვარში "სამანდატო კომისიამ" განიხილა ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საკითხი".
"სამანდატო კომისიის სხდომას წარედგინა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა 2014 წელს ეწურებათ და არ სურთ მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ომში. "კომისიის" თავმჯდომარე მაყიშვილმა იკითხა, ჯარისკაცები რა მიზეზით ამბობდნენ უარს ავღანეთის ომში გამგზავრებაზე, რაზედაც სამხედრო მოსამსახურეებმა მიზეზად ოჯახური მიზეზი დაასახელეს. "კომისიის" წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი თავმჯდომარის წინადადებას, რომ სამხედრო მოსამსახურეები პირადი მოხსენების საფუძველზე წარადგინონ ხელშეკრულების შეწყვეტაზე და დათხოვნილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯარისკაცებს 15 დღის ვადაში შეუძლიათ, გამოიყენებენ თუ არა ისინი ამ უფლებას, უცნობია. მეთაურმა ისინი აიძულა, წასვლაზე მოხსენება დაეწერათ. ეს მოთხოვნაც ერთგვარი ხრიკია ნაც-სამინისტროსთვის, რადგან განცხადებაში არსად არის მითითებული, რომ ისინი ავღანეთში არწასვლის გამო მიდიან ჯარიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახური პირობების გამო წავიდნენ ჯარიდან. ბუნებრივია, ამას თავდაცვის ნაც-სამინისტრო სასამართლოში ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებს და ყოფილ სამხედროებს იმის დამტკიცება გაუჭირდებათ, რომ განცხადება იძულებით დაწერეს...
ჩვენი წყაროს ცნობით, ჯარიდან იძულებით წამოსული ყველა ჯარისკაცის განცხადება ერთნაირია. არის ნიმუში, რომლის მიხედვითაც იწერება ყველაგანცხადება, იცვლება მხოლოდ სახელი და გვარი".
"თითქმის ორ წელიწადს ვიმსახურე ქართულ ჯარში, ოთხწლიანი ხელშეკრულება მქონდა. რამდენიმე დღის წინ მაიძულეს, დამეწერა განცხადება წასვლაზე. ასე 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაითხოვეს, იმიტომ, რომ ავღანეთში წასვლაზე უარი ვთქვით. ჯარიდან წასვლა არავის გვინდოდა. მზად ვიყავით, ქვეყნის სადარაჯოზე ვმდგარიყავით და დაგვეცვა საქართველოს მთლიანობა, მაგრამ არჩევანის წინაშე დაგვაყენეს. ბევრმა სახლში წასვლა ვარჩიეთ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძულებულნი შეიქნენ, ხელი მოეწერათ თანხმობაზე. ამბობენ, რა ვქნათ, სამსახურის შოვნა ადვილი არა არის, აქ მუდმივი გასამრჯელო, ბანკიდან სესხი გვაქვს გამოტანილი, იმასაც ხომ გასტუმრება სჭირდება, რომ წავიდე ჯარიდან, ხელშეკრულების დარღვევისთვის დამაჯარიმებენ, საიდან მოვიტანო ეს ფული?
სხვა გზა არამაქვს, ბანკმა სახლი რომ გამიყიდოს და შვილები ქუჩაში დამრჩეს, იმას მირჩევნია, ნებით წავიდე სასაკლაოზეო. 2008 წელს სამხედრო პირი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი სურვილით მივედი ნაც-გამგეობაში და მოხალისედ ჩავეწერე. ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, საბრძოლველად წავალ, მაგრამ ავღანეთში წასვლა არ მინდა. ხომ აცხადებენ, რომ ავღანეთის ომში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, აგვიხსნან მაშინ, რატომ გვაიძულებენ წასვლას?"
- აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი გიორგი და დასძენს:
"როცა ნივთებს ვაბარებდით, გვითხრეს, ბიჭებო, ჯობს, წახვიდეთ ომში, თორემ ხომ იცით, დიდი ჯარიმა დაგეკისრებათო. ამ სიტყვებმა ბევრზე იმოქმედა და აზრი შეიცვალა. ძირითადად, პირველი ბრიგადის ბიჭებს გვაძალებდნენ ომში წასვლას. იმდენმა ჯარისკაცმა თქვა წასვლაზე უარი, ალბათ, ნებისმიერ მსურველს მიიღებენ. უფრო მეტიც, სასწრაფოდ, ახალი ნაკადის მიღება გამოაცხადეს და არ არის გამორიცხული, მათაც უკრან თავი ავღანეთის ომში. ძირითადად, თანხმობას სოფლიდან ჩამოსული ბიჭები ამბობენ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, იქ რა პირობებში მოუწევთ ყოფნა...
იქ ყველა ომობს, ყველას აქვს იარაღი, ჩვენ რას ვიზამთ?..
აქედან თითქმის მოუმზადებელი ბიჭები მიჰყავთ. უმრავლესობა 18-19 წლისაა. ჯარში მედღევეებად დადიან. მათი მოვალეობა საგუშაგოს დარაჯობაა, სამი კაცი მორიგეობს და ევალებათ ღამით საჭურვილს უდარაჯონ და თუ ტელეფონმა დარეკა, უპასუხონ. სხვა საბრძოლო მომზადება არც გაუვლიათ. სრულ გაურკვევლობაში არიან... სწავლება კრწანისის სამხედრო სასწავლებელში დაიწყება. ამ ლაშქარს, სააკაშვილმა დამატებითი ძალების გაგზავნა რომ გადაწყვიტა, იმისთვის ამზადებენ. ამბობენ, ავღანეთის ჰელმანდის მხარეში კი არა, სხვაგან მიჰყავთო. ბუნებრივია, ისიც საკმაოდ ცხელი წერტილი იქნება.
აბა, ქართველ ბიჭებს დაცულ ადგილას ვინ წაიყვანს?"***
ბოლოთქმა:
ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში მიერეკებიანდღეს გამთენიისას საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის 173 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში გაგზავნეს, სადაც ე.წ. "ISAF-ის" ბრძოლებში გამოიყენებენ მათ.
ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს განალაგეს და მსოფლიო ბატონთა სარდლობას დაემორჩილებიან.
მომდევნო 700 ჯარისკაციანი ჯგუფი კი, რომლებიც ავღანეთში 2010 წლის თებერვალში გაემგზავრნენ.
მიშა დამაქცევარი
ქართველი ჯარისკაცების მორიგ ფარას სასაკლაოზე მიერეკება ამ დროს როცა საქართველოში მტრის ურდოები დაშლიგინებენ, ადამიანებს იტაცებენ, აბუჩად იგდებენ, ქართველ ჯარისკაცებს მსოფლიო დამპყრობნი ავღანეთის, ერაყის, სერბიის და სხვა ქვეყნების დასაპყრობად იყენებენ. ქართველი ერი კი დაუცველადაა მიტოვებული.