sexi-bicolaუნივერსალური ტექსტი დაგიწერია, ცოტა სიტყვებს და დახელებს შეცვლი და სასწაულებრივად ყველას ერგება!
შენ ყვავილები ახარე, ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს

ერთი სულელი ცხვარი , გენიოსის სახით, გადმოსცემს იდეას და მთელ საზოგადოებას გაიყოლებს. სიგელეს აზრით, მიბაძვის ასახსნელად ეპიდემია კარგი მაგალითია. ისე, როგორც ინფექციური დაავადება ვრცელდება და იწვევს ეპიდემიას, გარკვეული ქცევაც ვრცელდება და იწვევს მორალურ ეპიდემიას.
ეკრანზე , ერთი შეხედვით უწყინარი, გულწრფელი
30 წლის ბიჭი, რომელიც თავისთვის და არც თუ ცუდად
პოპავდა გულიდან ამომავალ ტექსტებს, იქამდე სანამ
მიშამ ქვეყნის პირველი პირობა არ მოინდომა და მთელი
ჯამბაზები ,
30 წლის
პოპერის ჩათვლით პოლიტიკაში არ ჩართო.
მას მერე
პოპი პოლიტიკური გახდა. მუსიკა თითქმის ერთფეროვანი, მძიმე. ადამიანში უარყოფითი ენერგიის შემტანი. ტექსტები მასთან შეთანხმებული. თითქოს, ხშირად
მიხეილ სააკაშვილი გულში ჩახვეულ სათქმელს,
მინისტრის გამიქსული სიმღერებით უგზავნის საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც მას მხრს არ უჭერს. აი, თუნდაც ბოლო სიმღერის ტექსტი “
მიშა მაგარია”. გამოდის, რომ ვი
საც მიშა არ მოსწონს ყველა კვერცხია!
ბრბოს მამოძრავებელი შთაგონებაა. შთაგონების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან – მუსიკაა.
ბრბო კლავს ინდივიდებს, იწვევს ინდივიდის ფსიქიკის ცვლილებას. ბრბოში თავისუფლებისადმი მირდრეკილება მოჩვენებითია,ის ესწრაფვის დაქვემდებარებას იმდენად, რომ ყველას, ვინც მის ბატონად აცხადებს თავს, ადვილად ექვემდებარება.
ადამიანებში გარეგანი ზემოქმედების, შთაგონების, მიმბაძველობის შედეგად იღვიძებენ არაცნობიერში გადატანილი ინსტიქტები. ამ ყოველივეს შედეგად ადამიანს აღარ აქვს ნებელობა და ის ჰიპნოზის ქვეშ მოქცულს ჰგავს. ის ემორჩილება მის მბრძანებელს ! იმპულსურობა ბრბოში გამორიცხავს ზნეობრივობას და იწყებს ადამიანის თანდაყოლილ ნგრევის ინსტიქტს ამოქმედებას, რომელიც არაჰიპნოზირებად ინდივიდს პასუხიმგებლობის გრძნობით უქრება.
მინისტრის, ბოლო სიმრღერა ისევ ბადებს ეჭვს: მას შემდეგ რაც
მიშამ პოლიტიკაში შუა გაკრიფა, მისი ტექსტებით საზოგადოების შუის გაკრფვაც დაიწყო. ანუ, თუ
მიშასთან არ ხარ მაშინ (
მაგარი არ ხარ) კვერცხი ხარ!
“
დარია თუ ავდარია - მიშა მაგარია” – გარდა იმისა, რომ შეიძლება კვერცხი იყო, თუ მასთან არ ხარ
მაგარიც ვერ იქნები. მაინც რას ნიშნავს ეს
მაგარი? ამას სიმღერის გაგრძელებაშივე გვიშიფრავს : “ჩრდილოელი მეზობელი არ ცხრება, არ იცის, რომ უმრზობლოდ დარჩება ” . ასე, რომ თუ
სააკაშვილი არ მოგწონს ხარ კვერცხი,
გაბრაზდება მიშა და დარჩენილ ტერიტორიებსაც ჩააბარებს რუსეთს. და ეს შენი ბრალია, შენ არა ქართველი ხარ !
ჰო, ვერაფერს იტყვი, “
მიშასეული გაგებით” ნამდვილს უფრო სწორედ “ფაიზაღს ბაზრობს” !
რატომ მუშაობენ ასე ინტენსიურად
ნაცები საზოგადოება
ზე მაყუთის გაკეთებაზე ?
2004 წელს , ამ სიმღერის გამოქვეყნებამდე
ყველგან ბატონი
მიშას ინტერვიუ დაიბეჭდა , სადაც მან აქამდე ათასჯერ უარყოფილი აქციების გამართვა დაადასტურა, უფრო მეტიც თუ საჭირო იქნება თავადვე მოუწოდებს ხალხს აქციებისკენ
და წალენჯიხიდან კოლონასაც დაძრავს.
როგორც ვიცით, ბოლო წლებში ოპოზიციის მხრიდან გამართული აქციები უკუშედეგით დასრულდა – ხალხში მათდამი ნდობა და აქციაზე გამოსვლის სურვილი თავადვე ჩაკლეს.
როგორ და მერამდენედ უნდა გამოიყვანო იმედგაცრუებული ადამიანი კვლავ ქუჩაში ?
ფსიქო
პათიით და ფ
ალოსოფიით გატაცებულმა ბატონმა
მიხეილმა ისიც იცის, რომ ბრბო გამორიცხავს ლოგიკას. ამიტომ ბრბოზე მოქმედებს არა ლოგიკური არგუმენტაცია, არამედ გრძნობათა აღმძვრელი იდეები და მუსიკა, როგორც შთაგონების წყარო. ამ შემთხვევაში მუსიკა გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად ვიდრემ ლიტერატურა ან ხელოვნება.
თუ გადავხედავთ ბერას სიმღერების ტექსტს გამოდის, რომ მომავლის ბრბოსკენ შთაგონებები ადამიანის ყველაზე სენსიტიურ წერტილებზეა აგებული: ქართველობაზე, კაცობაზე და სამშობლოზე. ანუ ხარ მათთან ხარ ნამდვილი ქართველი სხვა დანარჩენი კი კვერცები არიან !
მაგრამ ბრბოში კრიტიკული განსჯის უნარი ქრება, მას შთაგონებით მრავლაფეროვანი წარმოსახვის უნარი უჩნდება, ამიტომ ბრბოს არ შეუძლია გაარჩიოს ჭეშმარიტი მცდარისაგან. ბრბო ფიქრობს, რომ გააჩნია გარკვეული მისია და მოვალეობა. მაგალითად, აქციების დროს, როდესაც ბრბო გარკვეულ დანაშაულს ჩადის ის თვლის, რომ ეს მისი მოვალეობაა, რომელიც უნდა შეასრულოს. ინდივიდი ბრბოში საკუთარი ნებელობით არ მოქმედებს. მისი მოქმედება ისეთივეა, როგორიც სხვისი და ამიტომ პასუხისმგებლობასაც არ გრძნობს.
როგორც ტარდიდი წერდა ბრბო სხვადასხვაგვაროვან, ერთმანეთისთვის უცნობ ელემენტთა გროვაა.
და ბოლოს, ანტიკურ საბერძნეთში ერთ ფილოსოფოსს უთქვამს: მუსიკას სახელმწიოფოს დანგრევა შეუძლიაო.