ვუდი , აი რატო ხდება ასე, გეტყვი:
როდესაც ადამიანს შია (უმრავლესობაზე მაქვს საუბარი ) , მის მუცელში დაჰქრის "სკვაზნოი" . ხედავს , რომ სამუშაო არაა, ან თუ არის, უნდა ჩააწყო, ან თუ ვერ ჩააწყვე, მაშინ ტვინი ყურებიდან უნდა გადმოგდიოდეს, ან თუ ვერ გადმოგდის, მაშინ მდიდარი საყვარლის შოვნის ტრაკი უნდა გქონდეს, თუ ეგეც არ გაქვენ , მაშინ თავი უნდა მოიკლა. და თუ არც ჩაწყობა შეგიძლია , არც ტვინი ჟონავს და არც თავის მოკვლა გინდა, მაშინ უნდა წახვიდე მაღაზიის გამყიდველად ან დამლაგებლად თვეში 300 ლარზე და კარტოფილის ჭამით ამოიხმო კუჭი .
ამ დროს გახსენდება, რომ იყო ასეთი ქვეყანა, სადაც ინსტიტუტს დაამთავრებდი თუ არა, თვითონ განაწილებდნენ სამუშაოდ, არც გეკითხებოდნენ . თუ ინსტიტუტს ვერ დაამთავრებდი, წახვიდოდი ტრაქტორისტად, შოფრად, მებაღედ და ლუკმა პურის ფული გექნებოდა. სწავლა უფასო იყო, მკურნალობა -ასევე , დიდი ნაჭერი ნამცხვარი 23 კაპიკი ღირდა და მოსკოვში გაგულავება 37 მანეთი , ტამ ტუდა -სუდა კიდევ გუმში გასეირნება , ნაშებეეე, სლავიანსკი ბაზარ და ა.შ. კი ჩაეტეოდი 1000 მანეთში კისრამდე

ათას მანეთს ზოგი ცეხავიკი დღეში შოულობდა , იცი?

ეხლა კიდევ 1000 ლარად მაქსიმუმ ბათუმში მაროჟნი შჭამო....
ხოდა უნდათ და ვააა

სამშობლო , დედის ძუძუი _ეს ზღაპრებში მარტო ..
სიამაყე და ღირსება _ ეს თანდაყოლილია, ისევე როგორც თითქმის ყველაფერი

როდესაც ნაპოლეონი შეიჭრა ესპანეთში და დაიკავა რომელიღაც ქალაქი ( არ მახსოვს ) , იქ მათხოვარი იჯდა კიბეზე თურმე ერთი . ჰოოოდა, ხალხიც იდგა გარშემო წყნარად , დამორჩილებული და პირველ რიგში ამ გლახაკთან მივიდა და ქისით ოქრო ჩაუგდო კალთაში , ვითომ დაანახა ხალხს, რომ აი, რა გულმოწყალე ვარო
ამ მთხოვარამ კიდევ დახედა ამ ქისას და ზედ დააფურთხა .
მაგრამ ესენი არიან ერთეულები

საერთოდ, გამორჩეულები ერთეულები არიან , ისე რის გამორჩეულები იქნებოდნენ
დანარცენი მასა არის ქვევრი -რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. მიეცი პური, სანახაობა და მართე ! ხოდა, აი, რომელიმე გამორჩეული როცა მოდის ხელისუფლებაში , ჩასძახებს : " ან სიკვდილი, ან გამარჯვება " და იქმნება ეგრე

და როდესაც მასხარა მოდის , ცუნდრუკა მასხარა და იტყუება, დაძრწის აქეთ-იქით, ხან ტიტველა დგას სანაპიროზე , ხან ქალებს და ბებრებს კოცნის და გულს უჩუყებს, ხან ტრუხას ბაზრობს , ხან კიდევ ტყუილად იმუქრება და თვითონვე ეშინია , როგორც ბერიკაცს თავისივე გამოშვებული გაზების , ხალხიც ისეთივეა, როგორიც ის _ აცინე, ახარხარე და ატანცავე
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno