ეგ ხო, და ბათუმში ისიც თქვა ამასწინათ, აქ ისეთი აღმშენებლობაა, მალე უმუშევარი ადამიანი საძებარი გვეყოლებაო

არადა წარმოშობით ბათუმელი ვარ და ვისაც ვიცნობ უმეტესობა უმუშევარია, განსაკუთრებით ახალგაზრდები
საქართველოში 20-24 წლის ასაკის ახალგაზრდების 67% დაუსაქმებელია
ექსპერტები ამ სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებენCommersant.ge
საქართველოში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონეს სპეციალისტები საგანგაშოს უწოდებენ.გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსოფლიოს ახალგაზრდობა უკიდურესადაა შეწუხებული დასაქმების პერსპექტივის არარსებობით და ამ სფეროში შესაძლებლობების გაზრდას მოითხოვს.
მოხსენების თანახმად, კრიზისის პიკზე უმუშევრების ჯამურმა რაოდენობამ მსოფლიოში 75,8 მილიონს მიაღწია.
ევროკავშირში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე 2008 წლის 15,8%-დან 2010-2011 წლებში 21%-მდე გაიზარდა. აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი სავჭოთა კავშირის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 19, 4 %–ია.commersant.ge საქართველოში ანალოგიური სტატისტიკით დაინტერესდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2010 წლის მდგომარეობას ასახავს, ქვეყანაში 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში 9%–ია დასაქმებული, ხოლო 20–24 წლამდე დასაქმებულ ახალგაზრდათა რიცხვი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 33%–ს შეადგენს. ახალგაზრდების დანარჩენი ნაწილი კი სამუშაოს უშედეგოდ ეძებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი მოადგილის სოსო არჩვაძის განცხადებით,
ის ფაქტი რომ საქართველოში 2010 წლის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკურად აქტიური 162 ათასი ახალგაზრდიდან მხოლოდ 38 ათასია დასაქმებული, შეშფოთების მიზეზს იძლევა. ,,ამდენი ახალგაზრდიდან, მხოლოდ 38 ათასის დასაქმება ზღვაში წვეთია, ქვეყანაში სიტუაცია ამ მხრივ ნამდვილად გამოსწორებას საჭიროებს,” - აცხადებს არჩვაძე.
http://www.commersant.ge/?id=6796
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?