ჰაიტ! თქვე ცრუპენტელებო
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებიდან" ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში დეპუტატი რატი მაისურაძე გადავიდა14:21 11.02.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებიდან" ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში დეპუტატი რატი მაისურაძე გადავიდა. ამით "ძლიერმა საქართველომ" დაშლის საფრთხე თავიდან აიცილა.
გია თორთლაძის ფრაქციაში დეპუტატ მაისურაძის გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი თარგამაძის გუნდმა გუშინ, გვიან ღამით მიიღო."ჩვენი ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, იმ მიზანმა განაპირობა, რომ უმცირესობამ ყველა ის ბერკეტი შეინარჩუნოს, რომელიც სადღეისოდ პარლამენტში გააჩნია. ეს თავდაპირველად პოლიტიკურ დებატებს და რეგლამენტით გათვალისწინებული იმ დროის შენარჩუნებას ეხება, რომელიც უმცირესობას პრეზიდენტთან თუ პრემიერ-მინისტრთან დებატებისას ეთმობა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ" - განუცხადა "პირWელს" "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.
"ძლიერი საქართველო" დაშლის საფრხის წინაშე მისი ერთ-ერთი წევრის რომან მარსაგიშვილის გადაწყვეტილებამ დააყენა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადა, საპარლამენტო უმცირესობასა და ფრაქცია "ძლიერ საქართველოს" "უმრავლესობის დანამატი" უწოდა და ფრაქცია "ერთობა სამართლობისთვის" შემადგენლობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე იმაშია, რომ ფრაქცია "ძლიერი საქართველო", რომელიც "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად პარლამენტში უმცირესობას ქმნის, რომან მარსაგიშვილის ჩათვლით სულ 6 დეპუტატისგან შედგებოდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, თუ ფრაქციაში 6-ზე ნაკლები დეპუტატი რჩება, ფრაქცია გაუქმებულად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" გაუქმებით დაშლის საფრთხის წინაშე მთელი საპარლამენტო უმცირესობა დგებოდა.
http://www.presage.tv/?m=news&NID=25916