#30442530 · 28 Mar 2012, 18:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
U-33
| QUOTE | | 1. იმიტომ რომ ფორუმის წევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ბერ საკითხზე და ერთი აზრის ჩამოყალიბება და მხარდაჭერა ძალიან გაჭირდება |
როგორც უკვე დავწერე, ამ იდეის განხორციელება არ ნიშნავს აქ მოქმედი ყველა იუზერის ერთად თავმოყრას, პოზიციები უმრავლეს შემთხვევაში ისედაც აშკარად გამოკვეთილია და არანეიტრალური, ვგულისხმობდი იმ ნეიტრალური ძალების გაერთიანებას, რომლთაც არ აკმაყოფილებთ არცერთი პარტია თუ პროგრამა და აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების სიმწიფე და უნარი, თუმცა ისიც მესმის რომ ასეთები ცოტაა. ამათგან, ვისაც არა აქვს შეკრებებზე ფიზიკურად დასწრების საშუალება, ან ერიდება საჯაროობას, ან სურს დარჩეს ანონიმურად, ყველას ეძლევა საშუალება რეალური პოლიტიკური ძალა შექმნას.
| QUOTE | | 2. პარტიულობა ნებისმიერ ადამიანს ზღუდავს , ითვალისწინებ პირველ რიგში პარტიის ინტერესებს და არა იმას რაც სიმართლეა |
შეზღუდვაში გეთანხმები, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს პარტიის შიდა დისკუსიები და ბრძოლები. დოგმატური პარტიულობის ჩვევა უნდა გატყდეს შიგნიდან.
| QUOTE | | 3. რა სარგებელს მოიტანს 230 პარტია ;D |
რა სარგებელსაც მიზნად დაისახავს.
| QUOTE | | თუ ფორუმის წევრებს რაიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება ანდა ფორუმის სახელით რამე პოზიციის მხარდაჭერა იქნება დასაფიქსირებელი ეს შესძლებელია ალბათ |
ასეთი აქტივობის შედეგს შეუფერებლად დიდი ძალა უპირისპირდება- რეალური და არა ვირტუალური პოლიტიკური ცხოვრების სახით.
--------------------
ადამიანი
"I would prefer not to"
|