მურმან დუმბაძის პასუხი დავით უსუფაშვილს http://batumelebi.ge/2012/02/19/%E1%83%9B%...3%98-%E1%83%93/19.02.2012
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის სპეციალურ განცხადებას „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე ასევე განცხადებით პასუხობს. უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადების სრულ ტექსტს:
„ბატონ დავით უსუფაშვილის განცხადების პათოსს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ურთიერთთანამშრობლობა და მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას, ვეთანახმები.
ამასთან, დღეს, ეკონომიკურად სუსტი და სახელმწიფოებრივად ჩამოუყალიბებელი საქართველო, ახლომხედველი, უპრინციპო პოლიტიკური ხელისუფლებით, მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე გლობალური მასშტაბის გამოწვევვების წინაშე დგას, რომლის გამკვლავებისა და თავდაცვის მექანიზმია:
1. უპრინციპო, ახლომხედველი პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება
2. სახელმწიფოსს ინსტიტუცური მოწყობა გამომდინარე ეროვნული ინტერესებიდან
3. დედა ეკლესიასთან არა მარტო კონსტიტუციური შეთანხმების ფორმალური არსებობის აღიარება, არამედ რეალურად მასთან მჭიდრო კონტაქტი და აზრის გათავლისწინება“.
მურმან დუმბაძე ამ განცხადებასთან დაკავშირებულ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ პასუხობს. ნიშნავს თუ არა ეს განცხადებები, რომ რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის კონტურები გამოიკვეთა – ეს კითხვა უპასუხოდ რჩება.
დავით უსუფაშვილმა მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება 17 თებერვალს გაავრცელა,
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი