დაიწერა ჩემს მისამართით, რაღაც "ფუმფულებიო" თუ ვერ გავიგე ბოლომდე მნიშვნელობა, ადღეგრძელეო თუ რაღაც. ტავისტავად მივიჩნიე, რომ იმ სუფრასთან მყოფებზე იყო მიმართული და ვცადე შინაურული პასუხით გამენეიტრალებინა სიტუაცია.
არავის დაპირისპირებაში არ მიფიქრია ჩარევა. თავისით უნდა მოაგვარონ თავიანთი პრობლემა, ასე ვფიქრობ.
ჩემმა პასუხმა გამოიწვია ფორუმელში უკადრისობა და მან ჩემი პასუხის ტუ ნაწერის გაკონტროლება მომთხოვა.
შემდეგი ჩემი წერილი იმ შინაარსს ატარებდა, რომ ერთმანეთთან დაძაბვა სულ არ არის საჭირო და და სწორედ იმას ნიშნავდა ჩემი მინიშნება, რომ ვერავინ ვერ აღმოაჩინა იქ დაძაბული სახეები. კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკე შეიძლება ვინმემ ვერ გაიგოს, მაგრამ ერთიანობაში ძნელი მისახვედრი არ იყო, ჩემი წერილი რას ემსახურებოდა. როცა რამეს ვწერ, ყოველთვის იმ იმედით, რომ ასეთ თემებში მაინც არ ჩავუსაფრდეთ ერთმანეთს.
ორმა ადამიანმა წაიკამათა. ხვალ იქნებ თავად შერიგდენ. შევატყვეთ ყველამ, რომ გარე ჩარევა დადებით შედეგს ვერ იძლევა. გაეშვით რა.
თავად მოაგვარებენ თავიანთ საქმეს.
გულწრფელად მიკვირს, აქ რომელიმე იუზერმა იფიქრა, რომ ჩივავა დასაცავია და თავის დაცვა უჭირს?
ან ჩივავას და იაიამერის ურთიერთობაში ჩარევა აჯობებდა, ასე იფიქრა ვინმე?
ერთი სიტყვით თემამ მიიღო ცუდი მიმართულება და ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ თავზე.
საერთოდ სხვა დროს მსგავს თემაში უსიამოვნების დამწყები უნდა დაფიქრდეს, საითკენ შეიძლება წავიდეს საქმე.
ვიმედოვნებ, რომ ახალ თემაში უკვე დამშვიდებული ნერვებით და გაცილებით მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ურთიერთობას.
პ.ს.
ერთი რამ რა, ეს სუფრები ყოველთვის ქართულია. მე თუ ვხსნი თემას, შინაარსი ქართული დევს.
ვისაც "მნამულიშვილური", "ეროვნული" და რაღაც მსგავსი სიტყვები სალანძღავ და ირონიულ ასპექტრში ესმის, ნუ დაწერს.
დიახაც, ქართული სუფრაა, წინაპრებისგან რაც ვისწავლეთ, იმას ვაკეთებთ და იმ სადღეგრძელოებს ვამბობთ. წესებსაც ვიცავთ და აგდებულ დამოკიდებულებას ნურავინ დაიწყებს...
მიიღეთ ჩემგან თხოვნად და ჩემს მიერ გახსნილი თემების წესად.
გავხსნი ახალ თემას, ლინკს დავდებ ამ თემაში და ამ თემიდან სიის გარდა იქ ნურაფერი წამოვა რა...
მხოლოდ ერთობით გაგვიმარჯოს. მაინც ვქეიფობთესეც ახალი თემა
* * *
kuskusa5ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიხდება, მაგრამ ვატყობ, რომ იძულებულს გამხდი და საჭიროდ ჩავთვალე შენი წერილები ამომეკრია ამ თემიდან.
პირადში მიპასუხე, ვინმე ასე ძაბავდა აქ სიტუაციას?!
აი ისინიც:
kuskusa5