ესეიგი რა ხდება..საქართველო დასახლებულია ცოტა ევროპულად მოაზროვნე ადამიანებით,ამათზე ცოტა მეტი აზიურად მოაზროვნე ადამიანებით და უმეტესი ნაწილი გახლავთ ევრაზიულად მოაზროვნე.
ევროპულად მოაზროვნე ნაწილი საჩვენებელი თითით დასცინის აზიურად მოაზროვნე ნაწილს და პირიქით,''აზიელებიც'' დასცინიან ''ევროპელებს''.
ევრაზიულად მოაზროვნენი კი ორივე კატეგორიას დასცინის.
ევრაზიულად მოაზროვნე ქართველი ადამიანი ეწოდება ინდივიდს,რომელიც მენტალობით ევროპელობს,ლიბერალობს,თუმცა სიტუაციის და მიხედვით შეუძლია დოლ-გარმონზეც იცეკვოს და დუდუკზეც.
მეტიც, მას ასევე შეუძლია კინტაურიც იცეკვოს,თუმცა შეუძლია იმავე სუფრაზე ეს ცეკვა არაქართულადაც მოიხსენიოს და ქართელებისათვის სამარცხვინოდაც.
ეს კონკრეტული მაგალითი ცეკვაზე კი დავწერე,მაგრამ ნებისმიერ სფეროზე და საკითხზე შეიძლება გავავრცელოთ.
შეიძლება სამყაროში შენ მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის-მთელი სამყარო.(c)გაბრიელ გარსია მარკესი