kuskusa5გუშინდელი ინციდენტის მერე ვიტანჯები, მართალი გითხრა.
სინდისი მეუბნებოდა, გახსენი თემა და მისაწუწებელს მიაწუწე, როგორც გჩვევიათქო.
მეორე "მე" მეუბნებოდა არ ქნა ეგ, არ ღირს. მაინც უკუღმა გებულობენ შენს ნაწერს და ისევ ყოვლად უსამართლოდ გადაგივლიანო.
მოკლედ, ვერ გავხსენი თემა.
ლაჩარი აღმოვჩნდი.
არადა უნდა გამეხსნა. შენს გამო უნდა გამეხსნა.
შემოვდივარ ახლა თემაში და ისევ საოცრებებს ვკითხულობ. უკვე ვეღარ მოვითმენ.
ყველაფერს მოველოდი, გარდა შენი დადანაშაულებისა.

ბავშვობიდან ორ რამეს ვერ ვიტან
ტყუილს და უსამართლობას.
პირველ რიგში ბოდიშს გიხდი გუშინ მიყენებული შეურაცხყოფისთვის.
ჯერ ჩემი სახელით და მერე იმ კაცების სახელითაც, ხმა რომ ვერ ამოიღეს და დღეს, კეთილი მიზნით წაყრუება, რომ დაარქვეს თავიანთ უნიათობას.
ეს ბატონი ომერტას დაწერილია.
რომელიც რატომღაც არ გაწითლდა, ეს დაეწერა.
ბატონო ომერტა
რა სინდისით ეუბნებით ამას კუსკუსას?
დავიწყოთ თავიდან
როცა წამოსვლის სურვილი გამოვთქვი, შემოვიდა იაიამერი და დამიწერა მეც ვიქნები იქო.
პასუხად დავუწერე- აგიტან როგორმეთქო და სიცილაკიც დავამატე. ფორუმზე ვის არ უჩხუბია და მოდი არ გვინდა ამის რეალში გადატანა და ბლაბლა.
მომწერა- სამაგიეროდ მე ვერ აგიტანო.
თავმოყვარეობაზე იმოქმედა და ჩემი პირველი პოსტი ნახევრად წავშალე. დავტოვე მხოლოდ "აგიტან როგორმე".
ამას მოყვა მუქარა იაიამერის მხრიდან.
იქედან გამომდინარე რომ ასე თუ ისე ვიცნობ ფორუმელების 1 ნაწილის ჩემდამი დამოკიდებულებას, გადავწყვიტე არ გამემწვავებინა სიტუაცია და დავწერე- აღარწამოვალ, კაი დროსტარებას გუსურვებთთქო.
ამ დროს შემოვარდით თქვენ, ბატონო ომერტა. დიახ, ხაზს ვუსმევ , რომ თქვენ შემომივარდით და დამიწერეთ ყოვლად წარმოუდგენელი ბრალდებები.
უსირცხვილოდ მოიტყუეთ და არც კი შეგრცხვათ. თან არ გაჩერდით. 1-2ჯერ შევეცადე შეპასუხება. მერე მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა და შევეშვი. ვაღიარებ, ცინიკური პასუხები იყო. უარესს იმსახურებდით, სიმართლე რომ გითხრათ.
ვერ ვიტან მატყუარა პატარა კაცუნებს.
მერე შემოვიდნენ თქვენი ძმაკაცები და ჩემი ნიკის მოხსენიების გარეშე(ვაჟკაცები

) გადამიარეს.
ახლა შემოვლენ ისევ და დაწერენ საოცრებებს, მაგრამ წიხლზე მკიდიან თავიანთ პოსტებიანად. ველოდი კიდეც, ასე რომ მოიქცეოდნენ.

ხოდა რა მინდა ახლა გკითხოთ ბატონო ომერტა
გუშინდელი თქვენი და თქვენი ძმაკაცების პოსტების მერე, რა სინდისმა მოგცათ უფლება, დაგეწერათ, რომ თქვენი პოზიცია იყო წაყრუება და კეთილი ნებით ნაკარნახევი? რათა სიტუაცია არ გამწვავებულიყო.
ზუსტად თქვენ იყავით მაგ სიტუაციის დამძაბავი.
ახლა კი დგახართ და კუსკუსას აბრალებთ ამ ყველაფერს.
ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა.
რა ქვია თქვენნაირ კაცს და ამ საქციელს, თავად თქვენ მოუნახეთ სახელი.
აი, ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ
ის პოსტები რაც იაიამერიმ დაწერა, მე რომ დამეწერა, რას იზამდით?

გუშინ რაც მაკადრეთ(საკუთარ კაცობას აკადრეთ) მოსაგონი იქნებოდა იმასთან შედარებით.
რატომ ხართ ხალხნო ასეთი დაკომპლექსებულნი?
რა ჯანდაბა გჭირთ?
რატომ გებულობთ უკუღმა ყველაფერს?
რატომ კითხულობთ პოსტში, ან საქციელში იმას, რაც თქვენ გინდათ და სინამდვილეში არაა?
რა ჰქვია ამას?
დავიჯერო თვითკრიტიკა საერთოდ მოშლილი გაქვთ?
რას გავდა თქვენი გუშინდელი პოსტები და რომელ სამართლიანობაზე მესაუბრებით აქ ურცხვად?
რას გავდა თქვენი ბრალდებები?
ვინ მოგცათ უფლება ვინმეს ცუდი და კარგი ქართველობა განსაჯოთ? საიდან ამდენი თავხედობა?
საკუთარ თავს რომ შეხედოთ და საკუთარ თავზე იმუშაოთ, ძნელია?
მშვენიერი თემა იყო სალუსტრაციოდ.
ვისაც დანახვა უნდოდა, დასანახი დაინახა.
აქვე მინდა მოგილოცოთ, მეოთხე კლასის კლასგარეშე ლიტერატურა გაგონილი გქონიათ და თურმე იცით ჰიუგო ვინაა

აბა ჰე
ააგეთ ახლა ამ პოსტზე (დაგეხმარებით პაწას

)
როგორი ბოროტი ვარ
როგორ ვებრძვი ქართველობას და ქართველების ერთ მუშტად შეკრულ ქეიფს
როგორ არ მესმის თქვენი კეთილშობილება და როგორ მაღიზიანებს საერთოდ ყველაფერი კეთილშობილი და ქართული.
როგორ არ გკადრულობთ და გიბზუებთ ცხვირს
როგორ ვეძებ შარს, რომ გეჩხუბოთ
როგორი სიკეთით და ადამიანურობით სავსენი ხართ და ჩემი ბოროტებიდან გამომდინარე, როგორ ვერ ვპოულობ ადგილს ამ ქვეყანაზე.
როგორ მოვინდომე თქვენი ქეიფის ჩაშლა
და ა.შ
და ა.შ.
მე შენ გეტყვი, არ გეყოფათ ფანტაზია

კუსკუსა
კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს