#29927433 · 27 Feb 2012, 08:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kalebind
QUOTE | Jock decided to call his father-in-law the "Exorcist" cuz every time he came to visit he made the spirits disappear! |
 ნაღდად, რა... QUOTE | პ.ს.ასეთ ხალხს მხოლოდ იუმორის გრძნობის დახმარებით და მეშვეობით თუ გაუმკლავდები ადამიანი, ვინაიდან და რადგანაც ჭეშმარიტად შეუცნობელია მიშისტის შინაგანი ბუნება. არა,მოფიქრება ხომ უნდა იმის თქმას,ფეისბუქის გვერდზე ამა და ამ კაცისთვის ხმის მიცემა როგორ გაბედე და რატომ მოგივიდა აზრადო. |
ვცდილობ, იუმორით შევხედო, მაგრამ ფაქტია, რომ აკრძალულ ზონაში იჭრებეიან უკვე, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არც კი მახსოვდა, ბბ-ს როდის მივეცი ხმა. კი მივეცი, მაგრამ არ დამიფიქსირებია დრო და აქცენტირება შემდგომში ამაზე არც გამიკითებია. და მოდის ვიღაც ნაცების ხელფასზე მყოფი ერთუჯრედიანი შნირი და ფრეკენ ბოკის პოზაში მდგომი "მაფრთხილებს"... ჩემს თავს ჯანდაბა, თავისუფალი მხატვარი ვარ და საქმის გაფუჭებაში აქ რა იგულისხმება - ვერ ვხვდები... ფუნჯები უნდა წამართვან??? კერძო გალერეებს აუკრძალონ ჩემი გამოფენის მოწყობა, თუ რა? ქმარზე უფრო ვინერვიულე, მუშაობს, და... მოკლედ, პიპეცია, ხალხო. გასაგებია, არაფერსაც არ "გამიფუჭებენ" - ბანალური დაშინება/გაფრთხილებაა. უბრალოდ იმდენად მომრავლდნენ გარშემო ეს არსებები და დაძვრებიან ხვლიკებივით, რომ ხანდახან მიხარია, რომ 37 წელი არ არის - ანუ, არც ისე მძიმედაა საქმე... ჯერჯერობით.
--------------------
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать. Вуди Аллен.
|