#29890927 · 25 Feb 2012, 00:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaatinga
| QUOTE | მე ის არ მესმის თურქეთს რა ხეირი მაქედან, მით უმეტეს თუ ახალს ვაშენებთ და არაფრის რესტავრირებას არ ვაპირებთ, ისევ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, გამოდის.
|
შენდება მეჩეთი. მეჩეთი არი არის მარტო ერთი უბრალო შენობა,ერთმანეთზე მიშენებული ოთხი კედელი. ნებისმიერი არქიტექტურული ნაგებობა განსაზღვრავს ხალხის იდენტობას,ხალხის ისტორიას,ინდივიდუალობას... ადამიანი აიგივებს საკუთარ თავს სხვადასხვა კულტურულ ძეგლთან და უკავშირებს მას მის ეროვნულობასაც. ეს გრძელვადიანი პროცესია. აჭარაშიც ეგრე მოხდება...შენდება ვიღაცა დამპყრობელი ოსმალოს სახელობის მეჩეთი...ნებისმიერი მნახველი,რომელიც ბათუმში ჩავა,დაუკავშირებს აჭარის დედაქალაქს თუნდაც ამ მეჩეთის საშუალებით თურქეთს,ოსმალეთის ისტორიასა და მისთვის აწმყოც რაღაცა გაგებით დაკავშირებული იქნება თურქეთთან.
მაგრამ ეს არ ესმის ბევრს და დაფიქრებაც არ უნდათ ამაზე.
აბა,რატომ გვინდა ჩვენ ოშკისა და იშხნის რესტავრაცია? რადგან მაგ მიწებს ჩვენს ისტორიულ მიწებად განვიხილავთ,რადგან ეგ ტაძრები ჩვენი კულტურული სიმდიდრეა,რადგან ტაო-კლარჯეთის ქართულობა გვინდა შევინარჩუნოთ... იგივე პრინციპით მოქმედებს თურქეთი-აჭარა თურქული მიწაა,აჭარლების რაღაცა ნაწილი ჩვენივე სარწმუნოებისაა,ჩვენ გვინდა მაგ მიწაზე არსებობდეს თურქული ძეგლები-მაგრამ განსხვავება ისაა,რომ ტაოში ქართველობა აღარაა(ყოველშემთხვევაში უდიდესი უმრავლესობა გათურქებულია),არც მრევლია... სიტუაცია სხვაგვარადაა აჭარაში,სადაც მოსახლეობის ნაწილი მუსულმანია და ახალგაზრდობის ნაწილი თურქეთში იღებს განათლებას. ამიტომ მე მირჩევნია წარსულში დარჩეს ტაო-კლარჯეთი,ვიდრე აჭარის აწმყო და მომავალი გავრისკო.
რურუას და სხვა ნაციონალებს აინტერესებთ ფულის გაკეთება,წილებში ჩაჯდომა და სულ წიხლზე ჰკიდიათ შესაძლო საფრთხეები.
This post has been edited by იონათან on 25 Feb 2012, 01:09
--------------------
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif
|