მე ორიგინალ დაბადების დღეზე შეიძლება მოვხვდე

ჩემი ტრფობის ობიექტი, რომელსაც აპრილისთვის სავარაუდოდ ჩემი შეყვარებულის სტატუსი ექნება, ბესო ჩუბინიძის ცოლის დეიდაშვილია...
ხო და მეც წამიყვანს - ერთი კაცის ცაყვანის უფლება ექნება...
ისე მაგ დღეს ყოველთვის ვქეიფობ...
ბიძაჩემის დაბადების დღეა...
და მამაჩემის ძმაკაცის (ამავდროულად ჩემი ძმაკაცის მამის)...
ხო, კიდე ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეა, მაგრამ არც ერთხელ არ მივსულვარ მაგის დაბადების დღეზე...
ორი წლის წინ იყო მაგარი - ამ მამაჩემის ძმაკაცის დაბადების დღეზე გავიჩითეთ ძმაკაცები, ბოლოს შევუარეთ და სუფრაზე შუსუსუს ერთი მაღალჩინოსანი (ეგეც მამაჩემის ძმაკაცი) და იმის მეგობარი და კოლეგა, ძალიან სერიოზული, ძაღლსაც ვერ უწოდებ ისეთი პოლიციის მაღალჩინოსანი "გაიჩითნენ"...
ხო და ეს ტიპი ადგა, განსხვავებული მოითხოვა და ვანოს გაუმარჯოსო და ამას ყველა ვსვამთო

ხო და დალია ყველამ, სხვა რა გზა ქონდათ...
ამ ჩემმა ძმაკაცებმაც, ხუმრობით ვითომ კაი ბიჭურად რო ცხოვრობენ

ერთი მე არ დამილევია მარტო

ვუთხარი ავარიაში ვარ მოყოლილი და არ შეიძლება მეთქი

არადა კაი ნასვამი ვიყავი უკვე

ეს მამაჩემის ძმაკაცი შესესეშნიკიც დამეთანხმა, ბავშვი სერიოზულ ავარიაში მოყვა და მაგან არ დალიოსო

ხო და ასე ჩავატარე ბესო ჩუბინიძის ცოლის ერთ-ერთი დაბადების დღე...
ამ ისტორიას თვითონ იუბილარსაც მოვუყვები სუფრაზე

ჩემ ძმაკაცებს და მამაჩემის ძმაკაცებს კიდე სულ ვეღადავები, როგორი იყო ვანოს სადღეგრძელო ფეხზე ამდგარს რო დაგალევინეს მეთქი
Mens sana in corpore sano...