3 ჯარისკაცი სააკაშვილისათვის დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირა?
თიკო ოსმანოვა
(23.02.2012)
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კიდევ 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ერთი ვერსიით, ისინი ავღანეთში 20 თებერვალს საგანგებოდ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირნენ. თავდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები გუშინ, ნაღმზე აფეთქდნენ.
ბაჩო ახალაიას უწყების ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას თალიბებთან შეტაკების დროს დაიღუპნენ.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში "აისაფის" სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ორიოდე დღის წინ ავღანეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი ვიზიტისას ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ერთობლივი სპეოპერაცია ჩაატარეს და თალიბების ერთი დაჯგუფებაც გაანადგურეს.
გავრცელდა ამ სპეცოპერაციის გარკვეული დეტალებიც - პრეზიდენტი ჯარისკაცებთან ერთად სადილობდა, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ თალიბების ჯგუფი მიმდაბარე ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდა. ამის შემდეგ ადგილზევე დაიგეგმა და ჩატარდა ხსენებული სპეცოპერაციაც. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 ქართველი ჯარისკაცი არა ამ სპეცოპერაციისას, არამედ ორი დღის შემდეგ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.
"ჯარისკაცების დაღუპვა ინფორმაცის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ასეთ შემთხვევაში შემდეგი წესით ვმუშაობთ - ინფორმაციას იღებს თავდაცვის მართვის ცენტრი, რის შედეგადაც სპეციალური წარმომადგენელი ატყობინებს ოჯახს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საჯაროდ მისი გახმოვანება", - გვითხრა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.
განსახვავებული ინფორმაცია აქვს სამხედრო ექსპერტსა და "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი სესიაშვილს.
"სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ჯარისკაცები ზუსტად ამ სპეცოპერაციას შეეწირნენ, თუმცა დეტალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს, არ მაქვს ინფორმაცია. ეს შეიძლება მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს, ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისათვის. ამასთან, ის, რომ ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ყოველთვის ორი დღის დაგვიანებით ვიღებთ ინფორმაციას, ეს ფაქტია", - განუცხადა სესიაშვილმა "რეზონანსს". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური, თუმცა, მისი თქმით, ის რომ ჯარისკაცების დაღუპვა შეიძლება მომხდარიყო რომელიმე მხარის დაუდევრობით, ეს შესაძლებელია. ამიტომ მელითაური სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
"ვფიქრობ აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე, ეს იყო დაუდევრობა თუ სხვა რამე - ძნელია ამის თქმა, თუმცა, ნებისმიერ ოპერაციის დროს ჩვეულებრივი შემთხვევაშიც შეიძლება იგივე მომხდარიყო. ამიტომ ამას გამოძიება სჭირდება.
"მაგრამ აქ დგება ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმ მეთაურების, რომლებიც ამზადებდნენ ჯარისკაცებს საბრძოლო მოქმედებების დროს. დაუდევრობა გამოწვეულია დისციპლინური დარღვევით, ან კიდევ ეტყობა, რაღაც მოთხოვნები არ იყო შესრულებული, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.
"ელემენტარული მაგალითიც რომ ავიღოთ, ვთქვათ, ჯარისკაცი, რომელიც მსახურობს შეიაღებულ ჯარებში, უკვე გაწვრთნილია იმ დონეზე, რომ მივლინებულია საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ხელში ხელყუმბარა აუფეთქდა - ამ შემთხვევაშიც დგება მისი უშუალო მეთაურების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს ჯარისკაცი იყო არადისციპლინირებული, რომ თავის თავს მისცა უფლება ხელყუმბარით ეთამაშა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მელითაური.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი აღნიშნულ ინფორმაცაის გამორიცხავს. მისი ცნობით, ქართველი ჯარისკაცები გუშინ დაიღუპნენ, საქართველოს პრეზიდენტი კი ავღანეთს ორი დღის წინ სტუმრობდა.
"გამოვრიცხავ, ვფიქრობ, რომ საააკშვილის ვიზიტის დროს რეალურად არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება დაღუპულებს, მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი დღეს დაიღუპნენ - სამი ქართველი ნაღმზე აფეთქდა, ერთ-ერთი უცხოელი კი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა", - უთხრა "რეზონანსს" თავდგირიძემ.
ქართველი ჯარისკაცების დაღუპვას გუშინვე საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა ჯარისკაცების დაღუპვის გამო. "ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს.
"ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. სწორედ მათთან შეხვედრისას ვამბობდი, რომ მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი - ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი.
"თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით კი, "ამერიკას ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა არასოდეს დაავიწყდება".
"ჩვენც ისევე განვიცდით, როგორც თქვენ. ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვას და თქვენს მხარდაჭერას განვაგრძობთ. ეს არის თავგანწირვა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება", - განაცხადა ბასმა.
შეგახსენებთ, რომ სულ ავღანეთის "აისაფის" ოპერაციის ფარგლებში 15 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...=2&id_artc=9464ამაზეა საუბარი ამ გაურკვეველი სატაურის თემაში?
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет
Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.
Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу