დღეს არის უნბესიტოს ნამდვილი დაბადების დღე.
მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ ამ კარგ კაცს!
ძალიან ბევრ სიხარულს,
ადამიანების ტანადგომას,
და უშურველ, უბოროტო ურთიერტობებს
* * *
ესეც სულ ცხელ- ცხელი უნბესიტოსგან

))
მეშვიდე კლასში ვსწავლობ, ვერ ვიტყვი რომ კარგი მოსწავლე ვარ. გაკვეთილი ხშირად არ ვიცი. ზოგჯერ წიგნები და რვეულებიც მავიწყდება.
საერთოდ მოუწესრიგებელი ვარ. თუ ჩემმა ძმამ არ გამიუთოვა პერანგი, საერთოდ აჩაჩული დავდივარ ხოლმე. ილიკო ჩემს ტანსაცმელზეც ზრუნავს
საჭმელზეც და კიდევ ბევრ რამეზე. აბა მე რა საჭმელის გამკეთებელი ვარ. ფული თუ მაქვს ჰოთ დოგს ან ხაჭაპურს ვყიდულობ, მაგრამ ფული
ძალიან იშვიათად მაქვ
ს.
ილიკო მეცხრე კლასში სწავლობს. დედა და მამა მე ძალიან ცუდად მახსოვს. ილიკო ამბობს ავარიაში დაიღუპნენო. იმის მერე ჩემზეც და
ჩვენს ოჯახზეც ილიკო ზრუნავს. მეზობლებიც გვეხმარებიან. ხან საჭმელს მოიტანენ ხან რაღაცეებს გვილაგებს ციცო დეიდა. ერთხელ ძია ჟორამ
უთხრა ვიღაცას ესენი უპატრონოები არიანო, მე ეზოში ვთამაშობდი და გავიგონე.ვფიქრობდი რატომ ვარ უპატრონო, ილიკო ხომ მყავს მეთქი.
ბევრი ვიფიქრე და გამოვიცანი რომ ალბათ ილიკოზე თქვა. მე კი მყავს ჩემი ძმა მაგრამ იმას ხომ არავინ პატრონობს. სკოლაში ყოველთვის
მოწესრიგებული დადის, გაქათქათებული პერანგი აცვია, გაკვეთილები ყოველთვის იცის და ფრიადოსანია. ხშირად ჯილდოებს და რაღაც პრიზებს
აძლევენ. კლასში რამე რუმეების ფულებს რომ აგროვებენ , ილიკოს ეუბნებიან, შენ არ მოიტანოო. მიკვირს როგორ ახერხებს რომ თან მუშაობს.
წესიერად არც ვიცი რას აკეთებს. ვაგზლის მხარეს მიდის ხოლმე საღამოობით და გვიან ღამე ბრუნდება. მერე საფენებს იდებს ზურგზე. თან
ისე აკეთებს რომ მე არ დავინახო. ვერ მივხვდი რატომ იქცევა ასე. ალბათ რომ გავიზრდები მერე გავიგებ.
სახლში რომ მოვა გვიან ღამე , ჯერ გაკვეთილებს ამზადებს ორი საათი მაინც. მერე მე დამხედავს, საბანს შემისწორებს და შუბლზე მკოცნის.
თავს ვიკატუნებ, ვითომ მძინავს. სინამდვილეში ვხედავ რომ სამზარეულოში მიდის და რაღაცეებს აკეთებს დილას საუზმე რომ დამახვედროს.
ძალიან ცოტა სძინავს, ალბათ მეტი არ სჭირდება.
დილით მასაუზმებს, ტანსაცმელს მაძლევს და მებუზღუნება, ფეხასცმელების ზონარების შეკვრა მაინც ისწავლეო.კიდევ იმაზე ბრაზობს ჩემით რომ ვერ
ვიჭრი ფრჩხილებს. ბოლოს მაინც იღიმის და თავზე ხელს მისვამს. გაკვეთილებს ვეღარ მიმოწმებს, თვალებს მოწკურავს და მეკითხება, თუ იმეცადინეო.
მე როგორც ყოველთვის ვატყუებ და თავს ვუქნევ. არადა გაკვეთილებ სკოლაში რომ მივდივარ მაშინ ვკითხულობ ზარის დარეკვამდე.
ეხლახანს, მასწავლებელმა თავისუფალი თემა დაგვაწერინა "ჩემი დედა" ყველა წერდა , მე დიდხანს ვღრღნიდი ფანქარს, ვცდილობდი გამეხსენებინა დე–
დიკო, მაგრამ ბუხრის თავზე რომ ლამაზჩარჩოიანი სურათია, იმის მეტი ვერაფერი გავიხსენე.რვეულში ჩავხედე ნატოს, გვერდზე რომ მიზის, ისეთ რაღა–
ცეებს წერდა რასაც ილიკო აკეთებს და მივხვდი რომ ჩემი დედა ილიკოა. ავდექი და მასზე დავწერე, ყველაფერი მოვყევი. ისიც გავიხსენე დაბადების დღე–
ზე რომ ველოსიპედი მიყიდა, მანამდე იშვიათად , თითქმის სულ ვერ ვხედავდი, იკარგებოდა მთელი ღამე. ალბათ საქმეები ჰქონდა. დილას რომ გავი–
ღვიძე ლოგინთან ახალთახალი "გონჩი" იდგა. მერე ეზოში დამიპირეს დიდმა ბიჭბმა წართმევა , მე ტირილი დავიწყე. ილიკომ გაიგონა გამოვარდა და
იმ ბიჭებს დაუცაცხანა, ერთს ალიყურიც კი სტკიცა. ასე თქვა ჩემი ძმის დაჩგვრას ვინც გაბედავს, მოვკლავო. მე ძალიან ამაყი ვიყავი რომ ასეთი ძმა
მყავს, სახლში რომ მოვედით გადავეხვიე და ვუთხარი ძალიან მიყვარხარ მეთქი. იმან თმები ამიჩეჩა და მითხრა , სანამ მე გყავარ ვერავინ დაგჩაგრავს,
ეხლა წადი და მათემატიკის განტოლებები გამოყვანეო. კინაღამ დამავიწყდა, ილიკომ ალგებრაში ოლიმპიადა მოიგო. ანაკლიაში წასასვლელი საგზური მისცეს
საზაფხულოდ. მითხრა მე ვერ მივდივარ და შენ უნდა წახვიდე ჩემს მაგივრადო. იმ ზაფხულს პირველად ვნახე ზღვა. გული კი დამწყდა მარტო რომ
ვიყავი. ალბათ როდისმე ერთად წავალთ ზღვაზე დასასვენებლად და ბევრს ვითამაშებთ. იქიდან რომ დავბრუნდი გაციებული ვიყავი. ლოგინში ჩამაწვინა
და წამლები მოიტანა. არ მომშორებია , თავის წიგნებს ჩემს ლოგინთან კითხულობდა, ცხელ ჩაის მასმევდა და მურაბას მაჭმევდა. მითხრა, მალე
უნდა გამოჯანმრთელდე და სკოლას დაუბრუნდეო. მე ვუთხარი სკოლაში რითი ვიარო, ფეხსაცმელები სულ დამეხა მეთქი. ჩაფიქრდა. კარგი , რაღაცას
მოვიფიქრებო მითხრა. ერთ კვირაში ავდექი, წამიყვანა მაღაზიაში და ახალი ბოტასები მიყიდა. გამიკვირდა ფული საიდან აქვს ამდენი მეთქი. მერე კი
შევამჩნიე , საათი აღარ ჰქონდა. ვკითხე რა უყავი და დავკარგეო. ძალიან დამწყდა გული, მამას დანატოვარი საათი იყო, ლამაზი და მგონი ძვირფასიც.
ხომ არ გაყიდე მეთქი და შორს დაიჭირა, დამიცაცხანა ,წადი შენს საქმეს მიხედე. სწავლის მეტი არაფერი გევალებაო. კიდევ დამპირდა, თუ კარგად
ისწავლი კინოში წაგიყვანო. სული შემიგუბდა სიხარულით. კინოში არასდროს ვყოფილვარ. კლასელები რომ ყვებიან შრეკზე და კუნგ ფუ პანდაზე, მეც
მომინდება ხოლმე წასვლა , მაგრამ ბილეთი ძვირი ღირს. ფული რომ მექნება აუცილებლად წავალ. ჩვენ ნათესავებიც გვყავს, მაგრამ ძალიან იშვიათად
ვნახულობთ. მარტო ლამარა დეიდა მოდის იშვიათად. თავისი შვილის გამონაცვალი ტანსაცმელი მოაქვს ჩვენთვის. გვეუბნება , დაიმახსოვრეთ მე ვარ
მხოლოდ თქვენი პატრონიო. აბა ჟორა ძიამ რომ თქვა უპატრონოები არიანო, გამახსენდა. გამოდის ჩვენც გვყოლია პატრონი.
ეს თემა ნუცა მასწავლებელმა რომ წაიკითხა, დამიძახა და მომეფერა. დიდხანს მიყურებდა ჩაფიქრებული და ხმა არ ამოუღია. იმის მერე მასწავლებელს
ჩემთვის აღარასოდეს უყვირია. ალბათ მოეწონა ჩემი დაწერილი და გაუხარდა.
მე სულ რაღაცეები მემართება, ხიფათიანი ვარ. ხან ტანსაცმელს გავიხევ, ხან ველოსიპედს გავაფუჭებ, ხან თითს გავიჭრი და ხან თავს გავიტეხავ. განა
ძალით ვაკეთებ, მაგრამ ასე გამოდის ხოლმე. ილიკო ჯერ ბრაზდება, ცოტას ყვირის კიდეც. მერე დაიკაპიწებს ხელებს და ჩემი გაფუჭებულის გამოსოწრებას
იწყებს. სულ მიკვირს , როგორ უძლებს და იტანს ამდენს. ალბათ ძალიან ვუყვარვარ. ყველაზე მეტად. თუმცა არა მგონია ილიკოს მეტს ვინმეს ვუყვარდე.
რა შესაყვარებელი მე ვარ. არაფერი ხეირი ჩემგან არ არის. ამაზე ხშირად ვფიქრობ. რატომ ვარსებობ საერთოდ. ალბათ იმიტომ რომ ილიკომ ვიღაზე იზრუნოს.
უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. მასაც ვუთხარი და გაეცინა, რას ამბობ შენ კარგი ბიჭი ხარ, ყველას უყვარხარო. კიდევ იმაზე ვფიქრობ ილიკოზე ვიღა ზრუნავს.
კიდევ ბევრ რამეს დავწერდი, მაგრამ ილიკო უნდა დაბრუნდეს მალე და არ მინდა ნახოს. რაღაცნაირად მერიდება ვუთხრა რომ ძალიან მიყვარს და თანაც
მრხვენია რომ ვაბრაზებ ხოლმე ჩემი საქციელით. წავედი და კიდევ დავწერ რამეს თუ მოვახერხე.
დღეს ჩემი დაბადების დღეა. უკვე დიდი ვარ. 12 წლის გავხდი.
კლასელები ლაპრაკობდნენ ამას წინათ. ვინ რა საჩუქარზე ოცნებობს დაბადების დღეზე. ზოგს ახალი ჯინსები უნდა, ზოგს ავტოამტი ან ველოსიპედი. ზოგს სადმე წასვლა და ზოგს რა. მე დაბადების დღე არასდროს მქონია და ამიტომაც ვოცნებობ მქონდეს დაბადების დღე. რამოდენიმეჯერ ნამყოფი ვარ კლასელების ზეიმებზე. ტორტი, სანთლები, დედები, მამები, საჩუქრები, ნანახი მაქვს ეს ყველაფერი განა არ ვიცი.
მე არც დედა მყავს და არც მამა, მხოლოდ ჩემი მეცხრეკლასელი ძმა ილიკო. კი მილოცავს ხოლმე და კამფეტებს ან ნაყინს მჩუქნის, მაგრამ მე ნამდვილ დაბადების დღეზე ვოცნებობ. მინდა ერთხელ მაინც ვიღაცამ სანთლებიანი ტორტი მომიტანოს, ბავშვებმა მიმღერონ, სულის ერთი შებერვით ჩავაქრო , მერე საჩუქრები გავხსნათ და ბევრი ვითამაშოთ. ისიც მინდა დაღლილი ბავშვები სახლში რომ წავლენ, კარებში გავაცილო და ვიღაცამ უთხრას, კიდევ მოდით გიორგისთან სათამაშოდო.
აი ეხლა დილაა, მე ლოგინში ვწევარ და თვალებს არ ვახელ, ამ ყველაფერზე ვოცნებობ. არც მინდა გავინძრე, რამე არ გავაფუჭო. ხმა მესმის, ილიკო რაღაცას ამზადებს სამზარეულოში, ალბათ კამფეტები მოიტანა და ჩაის იმით დამალევინებს. რა კარგია ილიკო რომ მყავს. ვიცი რომ მექნება კანფეტებიანი ჩაი და მაქვს ოცნება დაბადების დღეზე. ის რომ არ იყოს, არც ჩაი იქნება, არც კამფეტები და არც ოცნება. კი მაგრამ ოცნება ხომ ისედაც შეიძლება, დავფიქრდი. ამისთვის არ არის საჭირო სხვა რამე. მთავარია იცოდე რომ რაღაც არსებობს და შენ ის გინდა. აი ოცნების ასახდენად რა არის საჭირო ეგ აღარ ვიცი. ალბათ ბევრი სწავლა , მუშაობა და კარგად მოქცევა. ერთი ვერ გავიგე , აგერ ჩემი კლასელი ზურა, არც სწავლობს და საერთოდ არაფერს აკეთებს. მაგრამ დაბადების დღეც აქვს, ჯინსებიც, ბოტასებიც და სკოლაშიც მანქანით დაყავთ. მე ხომ რაღაცას მაინც ვსწავლობ და ცოტათი მაინც კარგად ვიქცევი, მე რატომ არ მაქვს. ეს ერთხელ ილიკოს ვკითხე და მითხრა არც მე ვიციო.
მაინც მომიწია თვალების გახელამ. მოვიფშვნიტე და გავედი სამზარეულოში. ილიკო ვერ იყო ხასიათზე, დენის ფული იყო გადასახდელი და ქვითარში იქექებოდა. მე რომ დამინახა, გაიღიმა და ჩამეხუტა. გილოცავ ჩემო ძამიკო დაბადების დღესო, ლოყაზე მიჩქმიტა და ერთი ცალი შოკოლადი მომცა.
შენ თუ გქონია დაბადების დღე როდისმე მეთქი ვკითხე. არ მახსოვსო მითხრა. მგონი ძალიან პატარა რომ ვიყავი ,დედიკო და მამიკო რომ მყავდა მაშინო. დაბადების დღე ისეთი რამეა ვინმემ უნდა გაჩუქოს, ისე შენით ვერ გააკეთებო. მე დავფიქრდი ვის შეეძლო ჩემთვის დაბადების დღის ჩუქება და ილიკოს მეტი ვერვინ გავიხსენე. საერთოდაც, მე ილიკოს მეტი არავინ მყავს. ოცნება რა არის ილიკო მეთქი ვკითხე. დიდხანს იფიქრა. ოცნება ცხადში ახდენილი სიზმარია , ყველაზე მეტად რაც გვინდა რომ იყოს სინამდვილეში ის არისო. მე ვერაფერი გავიგე მაგრამ მივხვდი რომ ოცნება ძალიან მაგარი რაღაც ყოფილა. სულ რომ არ ახდეს მაინც ძალიან მაგარია. ალბათ იმიტომ რომ სულ შენთანაა, ძალას გაძლევს და უფრო მაგარს გხდის. აი მეც ვოცნებობ რომ მქონდეს დაბადების დღე, ერთხელაც იქნება აუცილებლად მექნება და ყველას დაგპატიჟებთ