პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა ქცევის კოდექსი
პრეამბულა
მოცემული იუზერთა ქცევის კოდექსი არის ფორუმის არსებული წესების (http://forum.ge/rules.php) გამარტივებული და პოლიტიკის განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე ადაპტირებული ვარიანტი.
ქცევის კოდექსში აქცენტი გაკეთებულია ფორუმის წესების განსაკუთრებით მნიშვნელოვან პუნქტებზე და განსაზღვრულია მოცემული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციები.
განყოფილების მოდერატორებზე ვრცელდება პოლიტიკის განოფილების ეთიკის კოდექსი. მოდერატორის დასჯა აღნიშნული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში არის ფორუმის ადმინისტრაციის პრეროგატივა.
პოსტინგი:
1. ჩეთი (ღრმად პირადული მიმოწერა);
2. თემიდან მიზანმიმართული გადახვევა ე.წ ოფტოპიკი (გარდა შესაბამისი თემებისა, მაგ. ღამის თემა, დაბ. დღეების მილოცვა, ჯუკ ბოქსი და ა.შ.);
3. პორნოგრაფიული ბმულების ძებნა, დადება, განხილვა (გარდა, შესაბამის თემებში, მაგ. ღამის თემა, დაბ. დღეების მილოცვა, ჯუკ ბოქსი, ფოტოსესია.... განთავსებული მსუბუქი ეროტიული სურათებისა და ვიდეორგოლებისა);
4. თვითნებური მოდერირება, მოდერატორის მიერ დახურულ თემაში პოსტვა, აკრძალული თემის ახლიდან გახსნა;
5. მოდერატორის გადაწყვეტილების ან სანქციის საჯაროდ განხილვა, გაპროტესტება (ამისათვის უნდა გამოიყენოთ განყოფილების პრეტენზიების თემა ან PM მოდერატორთან. შემდგომ კი PM სუპერმოდერატორთან ან ადმინისტრატორთან).
I - სიტყვიერი გაფრთხილება ან ვორნი 20%,
II - ვორნი ან ბანი 1 დღე
III - ბანი 1 დღიდან 7 დღემდე
თემები:
6. თემის შექმნა თემატურად შეუსაბამო ფორუმში (გარდა მოდერატორებთან წინასწარ შეთანხმებული თემებისა);
7. თემის შექმნა იმ საკითხზე,რომელიც უკვე განხილული იყო ფორუმზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პოლიტიკურად თავიდან გააქტიურდა ადრინდელ თემაში განხილული პოლიტიკური სიტუაცია, გამოქვეხნდა ახალი სტატია, ახალი თვალსაზრისი, მაგ. ომის თემაზე, ნატოში გაწევრიანებაზე ან სხვა აქტიურ თემაზე);
8. თემის შექმნა სათაურში ჟარგონების ხმარებით;
9. თემის შექმნა პირადი განხილვებისთვის;
10. სარეკლამო ხასიათის შემცველი გზავნილი ან თემა;
11. უცხოენოვანი სათაურით თემების გახსნა. ამავე დროს, თემის პირველ პოსტში უცხოურ ტექსტს უნდა ერთვოდეს ქართული რეზიუმე;
12. თემის შექმნა, როდესაც სათაურად ლინკია მითითებული;
13. არაინფორმატიული სახის სათაური;
I შემთხვევა - თემის დახურვა/გადატანა/წაშლა + ვორნი (ან სათაურის ჩასწორება + გაფრთხილება/ვორნი) ;
II - ვორნი ან ბანი 3 დღემდე;
III - ბანი 3 დღიდან 7 დღემდე
შეურაცხყოფა, პროვოკაცია, ბილწსიტყვაობა:
14. მოქალაქეების შეურაცხყოფა/დისკრიმინაცია რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის, სქესის ანაც სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. უპირატესობის ან არასრულფასოვნების პროპაგანდა, ზემოთხსენებული ნიშნით.
15. რელიგიური დისკრიმინაცია/შეურაცხყოფა განურჩევლად აღმსარებლობისა. ასევე რელიგიური ლიდერების და სასულიერო პირების პიროვნული შეურაცხყოფა (დაშვებულია თემატური კრიტიკა და კამათი);
16. უხამსი, თავხედური, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ხმარება ან ციტირება (მათ შორის ირიბი თანხმობა და "+1"-ის მიწერა შეურაცხყოფაზე);
17. უცენზურო (სკაბრეზული) ლექსიკა პოსტში, თუნდაც სიმბოლოებით აღნიშნული (განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ასეთი გამონათქვამების გამოყენებას თანაფორუმელების და იმ მესამე პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება ფორუმის წევრები იყვნენ);
18. პროვოკაციული ქმედებები;
19. ფორუმის წესების დარღვევა პროვოკაციაზე საპასუხოდ (პროვოკაცია არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ საპასუხოდ უცენზურო ლექსიკით, შეურაცხყოფით ან წესების სხვაგვარი დარღვევით უპასუხოთ);
20. პოლემიკის დაყვანა თანამოსაუბრის პირად შეურაცხყოფამდე.
I - ვორნი ან ბანი 3 დღემდე.
II- ბანი 3 დღიდან 7 დღემდე
III- ბანი 7 დღიდან 14 დღემდე
სხვა მძიმე დარღვევები:
21. კონფიდენციალური ინფორმაციის (სახელმწიფო საიდუმლოების, ან ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების, ფოტოების) გამოქვეყნება.
22. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ, არჩევნების გაყალბებისკენ და სხვა უკანონო ქმედებებისაკენ მოწოდება, შეიარაღებული აჯანყების და სამოქალაქო ან/და ეთნიკური განხეთქილების პროპაგანდა;
23. შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა წესების დარღვევით (იხ. პუნქტი 19);
24. ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავტორს არ შეეძლო სცოდნოდა ან გადაემოწმებინა ინფორმაციის სიმცდარე);
25. ფორუმზე იკრძალება ალტერნატიული ნიკების ქონა. პარალელური ნიკების ბოროტად გამოყენებისას (ძირითად ნიკზე ბანის ან ვორნის შემთხვევაში ალტერნიკებით პოსტვა, ფლუდი, შეურაცხყოფა და სხვ.) იბანება ყველა ალტერნატიული ნიკი და მომხმარებელს რჩება ერთი - მთავარი.
პუნქტი 25 გარდა:
I- ვორნი ან ბანი 3 დღემდე
II -ბანი 3 დღიდან 14 დღემდე
III - ბანი 14 დღიდან 1 თვემდე
ამ წესებს ვემორჩილები!თუარა კლავიატურით დავაორსულებდი ბევრ მიშისტს!