განათლების მინისტრი შეხვდეს დედამისს და დააბრუნოს სკოლაში ეს ბავშვი
რაც დაარღვია, აუხსნან რატომ არის დარღვევა და რა ფუჭდება მისი საქციელით (რა უშავდება პიროვნებას, საზოგადოებას, სახელმწიფოს, კაცობრიობას)
ადამიანის ფსიქიკა ასეა - თუ მის თვითშეფასებას არ დაარტყავ, არ აფეთქდება, დაელაპარაკეთ - ოღონდ არა ისეთი ტონით, რომ შენ ხულიგანი ხარ, ქურდული მენტალიტეტი გაქვს და.ა.შ. ასე ადამიანი ვერ გაიგებს და არც არის გასაგები. ეგ ცარიელი სიტყვებია
არ შეიძლება ადამიანის საზოგადოებისგან განკვეთა, არააა !!!
ლაპარაკია 14 წლის მეცხრეკლასელზე (ან მეათე)
სკოლაც არ აქვს დამთავრებული, ჩამოყალიბების პროცესშია.
ეს ძალიან რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში
ადამიანი ნივთი არ არის.
ლეკვისგან რომ ავტომატურად ძაღლს ვიღებთ და
ჩოჩორიც ავოტომტურად გავირდება
ადამიანი არ არის მარტივად მოწყობილი, ყველაზე რთულია ცოცხალ ორგანიზმებში.
ადამიანს ძალისხმევა სჭირდება იმისთვის რომ იყოს ა დ ა მ ი ა ნ ი.
ეს ძალისხმევა მხოლოდ ადამიანს მოეთხოვება.
კნუტი რომ იყო, ბედნიერად გახდებოდი კატა, მაგრამ ბავშვიც და ზრდასრულიც განვითარების უწყვეტ პროცესშია
ამიტომაც არის ადამიანად ყოფნა რთული და სევდიანი
და ალბათ ამიტომაც იკითხა ვაჟა-ფშაველამ: რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა
გთხოვთ, თუ ვინმე ხართ ამ ფორუმზე უფლებამოსილი პირებიდან, შეხვდით ამ ბავშვს და დედამისს
დაილაპარაკეთ და იპოვეთ გამოსავალი
ამით თქვენ სხვის ღიირსებას გადაარჩენთ და თავადაც პატივისცემას დაიმსახურებთ.
შინაგანაწესი და დისციპლინა არ არის მთავარი, მთავარი არის ადამიანი.
სკოლის დანიშნულება განათლების მიცემაა და მკაცრი ადმინისტრირება მოტივაციას სპობს და უფრო მეტიც დემოტივაციაა.
არავინ უარყოფს წესიერების აუცილებლობას, მაგრამ ეს წესიერება რთულად მისაღწევია. ეს შინაგანი პროდუქტია ადამიანის და გარედან შემოტანა შეუძლებელია.
ფორმა, რომელიც განათლების სამინისტროს აქვს არჩეული არ არის სწორი.
აინშტაინმა თქვა, განათლება ის არის რაც ადამიანებს გვრჩება, მას შემდეგ რაც ყველაფერი გვავიწყდებაო.
ასეა ცოდნა შინაგანი მდგომარეობაა, აღზრდაა, ხასიათის გამოწრთობაა
სადამსჯელო ღონისძიებები ეწინააღმდეგება ამ შინაგანი მდგომარეობის მიღწევას.
საჭიროა კომპიუტერიც და ინგლისურიც, მაგრამ ეს მეორადია. პირველადი არის ფუნდამენტური მეცნიერებები.
თუ ადამიანს აზროვენება არ ასწავლეს, მხოლოდ მომხმარებელი იქნება კომპიუტერის და გამოდის კომპიუტერი ყოფილა მთავარი და არა ადამიანი. არადა თავის მიზანს ადამიანი კომპიუტერით და ინგლისურით ვერ განახორცოელებს. უმარტივეს ამოცანებსაც კი ვერ გადაჭრის. (ამისთვის საჭიროა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაძლიერებული კურსები, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, რაც შემოქმედებით მხარეს აღვიძებს და ანალიტიკურ აზროვენებასაც აყალიბებს)
არ შეიძლება ცხრა ენაზე ვიცოდეთ ცხენის სახელი და მთელი ცხოვრება ძროხით ვიჯირითოთ.
დააბრუნეთ ეს ბავშვი სკოლაში და ხელახლა დაიწყეთ უკეთესი სისტემის შენება.
მე პირადად მხოლოდ გამიხარდება
This post has been edited by unknown lady on 29 Feb 2012, 14:33