ძალიან საინტერესო ისტორია დაწერეთ.
ასეთი ქეისები ბევრი მსმენია და ცოტა საკუთარი თვალითაც მინახავს.
არ ვარ მანდატურის წინააღმდეგი, საქმე ეხება მის ფუნქციურ დანიშნულებას. პოლიციასთან ასოცირებული სიტყვები სკოლაში არ უნდა გამოიყენებოდეს, ჩემი აზრით.
რაც შეეხება საქმეების გარჩევას და ქურდულ მენტალიტეტს - ჩემი აზრით, ერთის მხრივ სკოლაში უნდა არსებობდეს უსაფრთოხების ნორმები (ეს კარგია)
მეორეს მხრივ, მიუღებელია ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა ქურდების გარიცხვით.
მე ვიცი მაგ ასაკის ფსიქოლოგია. სწორედ წესების დამრღვევები ხდებიან "კაი ტიპები"
ბავშვებს ყავთ იდეალები და ბაძავენ მათ, ან კინოს გმირებს
როგორც წესი, სისტემის დამრღვევი აღფრთოვანებას იწვევს.
უმჯობესია ქურდულ საქციელს პოზიციონირება გავუკეთოთ როგორც სამარცხვინოს.
ფასეულობები უნდა ჩამოვაყალიბებინოთ სკოლის მოსწავლეებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო მკაცრი ადმინისტრირება იქნება , მით უფრო გაიზრდება დემოტივაცია და აგრესია.
არ არის ეს ცარიელი სიტყვები. ამაზე კვლევებია ჩატარებული და ტომებია დაწერილი.
ამიტომაც არის თვითმოქმედება და ინიციატივა ღირსეული სკოლის შექმნის საფუძველი. თითოეულ ბავშვს უნდა ვთხოვოთ რამე შექმნას, იქნება ეს ნახატი , სპორტული შეჯიბრების ორგანზება, მოხსენების დაწერა ბიოლოგიაში, არქეოლოგიური ხასიათის ექსკურსია და.ა.შ. იმას ამოირჩევს ბავშვი რაც მის შინაგან მოთხოვნილებებთან ახლოს არის.
მოსწავლე იამაყებს იმით, რომ რაღაც შექმნა, ჭადრაკის ჩემპიონატის მოწყობა იქნება ეს თუ სხვა რამ. ამის შედეგად დაკავებული იქნება ყველა საყავრელი საქმით. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ადამიანს აქვს ინდივიდუალურობის მოთხოვნილება.
ყველას უნდა რომ იყოს განსხვავებული. სწორედ ეს განსხვავებულობისკენ სწრაფვა იწვევს იმას, რომ ბავშვები გამორჩეულობის მიზნით სხვების ჩაგვრას მიმართავენ, დესტრუქციულები ხდებიან. ჩვენ ეს ინდივიდუალიზმი უნდა დავაკმაყოფილოთ იმით, რომ ბავშვს საშუალება მივცეთ საყვარელ საქმეს მიაგნოს.
განსხვავებული იქნება ყველა - ერთი ფეხბურთელია
მეორე მათემატიკაში საინტერესო საკითხებს განიხილასვ
მესამე ხატავს და.ა.შ.
აი ეს თვითმოქმედება, როცა თავად ბავშვი ირჩევს თავის აქტივობას აკმაყოფილებს ინდივიდუალიზმს და შემოქმედებსკენ სწრაფვას აღვიძებს
ცხადია, სულ ვერ აღმოიფხვრება კრიმინალი და სკოლის მოსწავლეც შეიძლება გახდეს მკვლელი, მოიპაროს რამე და.ა.შ.
სამწუხაროა, მაგრამ მათი გარიცხვა უარეს შედეგს გამოიღებს.
გამოსავლი მე ეს მგონია : საეჭვო ბავშვები უნდა დაშალონ. 30 ბავშვში მარტო 1 თუ არის ძნელად აღსაზრდელი და 29 ჩვეულებრივია, ის 1 იქ ვერაფერს იზამს + მასწავლებლებიც და დირექტორიც ყურადღებით იქნებიან.
ფსიქოლოგი უნდა იყოს სკოლაში.იცნობდეს თითოეული ბავშვის შინაგან სამყაროს, ინტერესებს და ოცნებებს
ადრე შევარდნაძის დროს რომ ყველამ დისერტაცია დაიცვა და ახლაც უამრავი უვიცია ფსიქოლოგიის კათედრაზე ეს იმას არ ამტკიცებს რომ ფსიქოლოგია სისულელეა.
ჩვენ კარგი ფსიქოლოგები გვჭირდება, ამისთვსი კარგი განათლების სისტემა
მეცნიერება არ გვაქვს ქვეყანაში
ინგლისურით და კომპიუტერით ვერ გავფრინდებით
* * *
ისიც კარად მესმის, რომ კლასის მართვა მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია.
პროფესიონალები ძალიან ცოტა გვყავს და სახელმწიფომაც იმიტომ მიმართა მკაცრ ადმინსტრირებას.
მაგრამ არც არაფერი კეთდება იმისთვის რომ პროფესიონალი კადრები გვყავდეს.
ინგლისური და კომპიუტერი ვერ აწევს კვალიფიკაციას, ეს საერთოდ არ არის დაკავშირებული ცოდნასთან.
აქ უკიდურესი შემთხვევა განვიხილეთ, როცა ბავშვი სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის
მაგრამ გინებაზე გარიცხვა არ შეიძლება
პატრულის გამოძახება სასაცილოა
სირცხვილი დირექტორს!
* * *
ჩავასწორე პოსტი, წეღან რიფალაიზე დამეჭირა ხელი
* * *
მოკლედ შაშკინის საქმე არ არის ეს განათლების სისტემა
დამნიშნეთ რა განათლების მინისტრად, ნახეთ რა გადასარევი სკოლა ავაწყო
* * *
აი ხალხო უზნაძის აზრი სკოლის მოწყობის შესახებ:
"სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს, იგი განავითარებს ბავშვებში მთლიანის ინტერესების მნიშვნელობისა და საერთო საქმისათვის პიროვნების შეზღუდვის აუცილებლობის შეგნებას. იგი განამტკიცებს ბავშვებში იმის რწმენას, რომ შემთხვევითი და დროებითი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ განამტკიცოს და განავითაროს მუდმივი და წარუვალი, რომ პრიმატია არა პირადული, რომელიც, არსებითად შემთხვევითია, არამედ საზოგადოებრივი, რომელიც წარუვალია, მუდმივია და აუცილებელი.
ეს რომ გაკეთდება, ხასიათის სამოქალაქო აღზრდა, უეჭველად, უზრუნველყოფილი იქნება. ამრიგად, მთელ რიგ საქმეებში (ექსკურსია, კლასი, დისციპლინა და ა.შ.) თვითმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. დღეს თუ თანამედროვე სკოლა, მისი ხელმძღვანელები დროისა და ძალების უდიდეს ნაწილს ხარჯავენ სასწავლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების დამუშავებაზე, მომავლის სკოლა, რომლის მიზანი და მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას. ყოველივე ეს შეფერილი იქნება საერთო საქმისადმი სამსახურის სურვილით, მუდვმივი და წარუვალის შექმნის მზაობის შეგნებით."
დავუჯეროთ, ისევ ჩვენთვის აჯობებს, თორემ ამ სიტყვების ავტორმა გასულ საუკუნეში მოიხადა ვალი
This post has been edited by unknown lady on 29 Feb 2012, 19:59