ამ ამბებში მთლად ვერ ვერკვევი, მაგრამ აი ეგ ბანნეოლოგიური ეხლა იყიდება მგონი.
ბანნეოლოგიურის სამეწარმეო კოდია:204380035
http://24saati.ge/index.php/tenders/view/8954ხოლო აქ წერია 100% სახელმწიფოსიაო, მაგრამ როდინდელი ინფოა არ ვიცი.
http://www.ema.gov.ge/content.php?id=139&eid=2213&lang=geoტენდერები და განცხადებები სხვადასხვა
2011-03-18
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
შპს “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” კუთვნილი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) აუქციონის ფორმით გაყიდვასთან დაკავშირებით
შპს “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” აუქციონის ფორმით ყიდის უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთს) მასზე განთავსებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობებით.
1. გასაყიდი უძრავი ქონების – ძირითადი საინფორმაციო მონაცემები.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 608 კვ.მ და მასზე განთავსებული დანგრეული შენობა-ნაგებობებით.
საკადასტრო კოდი: 01.18.04.15.030
ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. შესახვევი 2, N6
- გასაყიდი უძრავი ქონების საწყისი სააუქციონო ფასი – 257200 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) ლარი.
- “ბე” – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი
- “ბიჯი” – 10 000 (ათი ათასი) ლარი
- განცხადების მიღების ადგილი – ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N9, ტელ: 72 16 61
- განცხადების მიღების ვადა 2011 წლის 21 ტმარტიდან 2011 წლის 25 აპრილის ჩათვლით, 12.00 საათიდან 17.00 საათამდე
- აუქციონის ჩატარების თარიღი, ადგილი და დრო – ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N9, 2011 წლის 26 აპრილი, 12.00 საათი.
- საბანკო რეკვიზიტები: მიმღები შპს “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის ს/პრაქტიკული ცენტრი”, ს/კ 204380035, სს “თიბისი ბანკი” ბანკის კოდი 22 ა/ა 27800000001467188.
2. აუქციონის პირობები:
- აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
- აუქციონზე დაიშვებიან პირები, რომლებიც წარმოადგენენ “ბე”-ს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები:
- განაცხადი.
- “ბე”-ს გადახდის ქვითარი.
- აუქციონში მონაწილე პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით.
- იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ: ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას, აუქციონის წესით უძრავი ქონების შეძენის თაობაზე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს (მინდობილობა).
4. შენიშვნები და დათქმები:
- მონაწილის მიერ გადახდილი “ბე” გათვალისწინებული იქნება საბოლოო გასაყიდ ფასში.
- მონაწილეს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, გადახდილი “ბე” დაუქრუნდება აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღეში.
- დადგენილი ვადის შემდეგ შემოსული სააუქციონო განაცხადი არ მიიღება.
- განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება მისი რეგისტრაციის თარიღით.
- თუ განცხადების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება ან შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღის იმავე საათზე.
This post has been edited by zarzeimi on 1 Mar 2012, 17:08