strelicia
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9703
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
|
#33431785 · 11 Oct 2012, 00:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ელიტური კორუფციის ერთერთი შტო :
ციხეთა ბიზნესი
(სად მიდის 40-45 მილიონი ლარი)
ფული არის ერთ-ერთი მიზეზი, როს გამოც ადამიანი სჩადის დანაშაულს, მაგრამ არანაკლებ დანაშაულს სჩადიან სახალმწიფო და მისი ცალკეული მაღალჩინოსნები, როდესაც ფულს აკეთებენ თავისი გაჭირვებული მოქალაქეების მეშვეობით. ამის ნათელი დადასტურებაა პენიტენციურ სისტემაში არსებული ელიტური კორუფცია. სასჯელაღსრულების სისტემის ძაირითადი დანიშნულებაა დამნაშავის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანად ქცევაში ხელის შეწყობა, მაგრამ ემსახურება კი სასჯელაღსრულების სისტემა ამას? სულაც არა, სახელმწიფოში გატარებული პოლიტიკის წყალობით ამ სისტემის ძაირითად მიზნად იქცა ცალკეული სახელმწიფო ჩინოვნიკების გამდიდრება პატიმრების ხარჯზე.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებთან ერთად, სასჯელს იხდის დაახლოებით 30 ათასი პატიმარი, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არის კატასტროფული მაჩვენებელი, მით უმეტეს, რომ პატიმრების დაახლოებით 60-70% არის უკანონოდ დაპატიმრებული. ისმის კითხვა, რაში სჭირდება საქართველოს ამდენი პატიმარი? პასუხი მარტივია, იმისთვის, რომ 30 ათასი პატიმარი იქცა გამდიდრების წყაროდ სახელმწიფოს ცალკეული მაღალჩინოსნებისთვის, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ე.წ. ” რეფორმები”, დანაშაულთა შეკრებითობის პრინციპი, საპროცესო შეთანხმება ემსახურება სწორედ ამ მიზანს. და ყველაზე მთავარი, პატიმართა რაოდენობის ხელოვნური გაზრდა მოხდა სწორედ იმ მანკიერი სახელმწიფო ეთოლოგიის წყალობით, რითაც დღეს საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს. მხედველობაში მაქვს ადამიანებისთვის ნარკოტიკული საშუალებებისა თუ იარაღის უკანონო ”ჩადება”, არარსებული დანაშაულების ჩადენის დაბრალება და განსხვავებული პოლიტიკური შეხედელებების გამო მათი დევნა, რის გამოც მივიღეთ პატიმართა კატასტროფული რაოდენობა საქართველოში.
რატომ ხდება ეს ყველაფერი? რაში მდგომარეობს ამის მიზანი? მიზანი ერთია, რაც უფრო მეტი რაოდენობის პატიმარი რაოდენობა იქნება საქართველოში, მით უფრო გამდიდრდებიან ცალკეული სახელმწიფო ჩინოვნიკები. ავიღოთ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება საპროცესო შეთანხმების შესახებ, რაც გულისხმობს შეთანხმებას დანაშაულის ჩამდენ პირთა და სახელმწიფოს შორის ფულადი ჯარიმისა და სასჯელის ვადების შესახებ. რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე იხდის გარკვეული რაოდენობის თანხას და უფრო მეორე ვადით იხდის სასჯელს ან საერთოდ, თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან. აღნიშნული მუხლის ბუნდოვანობას ხაზს უსვამს ის გარემოებას, რომ არის განსაზღვრული, თუ რა კრიტერიუმით შეირჩევიან დანაშაულის ჩამდენი პირები, ვისთანაც ფორმდება საპროცესო შეთანხმება, ანუ შეიძლება პირს ჩადენილი ჰქონდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და გარკვეული ფულადი თანხის გადახდის შემდგომ იგი გათავისუფლებული იქნას სასჯელის მოხდისგან ამ მცირე ვადით შეეფარდოს სასჯელის მოხდა, ხოლო ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირს უარი ეთქვას საპროცესო შეთანხმებაზე.
აქვს აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად ამოღებული ფულადი სახსრების ერთეული ნაწილი ილექება სხვადასხვა სამსახურების (პროკურატურა, შსს) ანგარიშბეზე და იხარჯება გარკვეული მიმართულებებით, რაც თავისთავად წარმოქმნის ელიტურ კორუფციას ქვეყანაში, დღეისათვის არსებული მონაცემებით 30 ათასი პატიმრიდან 10 ათასს აქვს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და თითოეულს აქვს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და თითოეულს გადახდილი აქვს საშაულოდ 20 ათასი ლარი და დაახლოებით 15 ათასი პირი, საშუალოდ 30-40 ათასი ლარის გადახდის შემდეგ განთავისუფლდა სასჯელის მოხდისგან. ამ კომბინაციით წელიწადში დაახლოებით 8 მილიონამდე ლარი ირიცხება სხვადასხვა სამსახურების ანგარიშებზე და ნაკლებად სახელმწიფო ბიუჯეტში.
მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის სასურსათო ამანათების მიღება აიკრძალა დაშემოღებული იქნა ე.წ. საგარეო სისტემა, 30 ათასი პატიმარი გახდა ”სახალხო ბანკის” იძულებითი კლიენტი. ყველა მოქალაქეს, მათ შორის პატიმარსაც აქვს ეკონომიკური უფლებები და არჩევანის უფლება, აირჩიოს მისთვის სასურველი ბანკის მომსახურება, რაც ამ შემთხვევაში არის უხეშად დარღვეული, ამასთან ერთად, ქვეყანაში ირღვევა თავისუფალი კონკურენციის უფლება, რაც სულაც არ გახლავთ ბიზნესის განვითარების საფუძველი.
გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პატიმრები იძულებულნი არიან, სასურსათო პროდუქტები შეიძინონ ე.წ. ციხის მაღაზიაში, სადაც არცთუ ისე დიდი არჩეცვანია და რაც მთავარია, ორმაგი ფასებია. პატიმარი კვებისთვის დღეში საშუალოდ ხარჯავს 10 ლარს, რაც 30 ათასი პატიმსი პირობებში აღწევს უზარმაზარ თანხას. მხოლოდ აქედან წელიწადში დაახლოებით 30-35 მილიონი ლარი რჩება სუფთა მოგება ცალკეული ჩინოვნიკებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს თანხები მოსახლობის სოციალური არსებობის გაუმჯობესებას ხმარდება.
სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში ამ რაოდენობის პატიმრების არსებობისა. რაც უფრო მეტი რაოდენობის პატიმარი იქნება საქართველოში, მით უფრო მეტი მოგება დარჩება ამ კორუფციული სქემის მონაწილე მაღალჩინოსნებს. უხეში გათვლებით დაახლოებით 40-45 მილიონი ლარი, გარდა სხვა სახის ფარული შემოსავლებისა, ილექება მაღალჩინოსნების ჯიბეებში, სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის ბიზნესი, როდესაც მაღალჩინოსნები, კანონს ამოფარებულნი, უკანონოდ უფრო და უფრო მდიდრდებიან, ხოლო გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო დიდ გაჭირვებასა და სიღატაკეში ვარდებიან.
პოლიტპატიმარი,
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია ქ. თბილისი, #1 საპყრობილე
|