MONTYშენ კარგად იყავი და დიდგორას დავხურავ .
ისედაც იმსახურებს ერთ გვერდითა თემაში .
მაგრამ თქვენი გამკვირვებია . ადამიანო ... რომ მინდოდეს რამის დამტკიცება და პლიუს დიდგორასთან კამათი არ მეზარებოდეს , უკეთესი რა უნდა ვინატრო ?!
შეამჩნევდი , არ ვერევი პოლიტდისკუსიებში .
და არც დიდგორია ის იუზერი , ვისთანაც სიამოვნებით ვიკამათებდი ( განსხვავებული შეხედულება გვაქვს დისკუსიაზე ) .
მაგრამ მიშას გაყალბებებს იოლად დავუმტკიცებდი და პირველ რიგში ამაში ზუსტად მისი პოსტები დამეხმარებოდა

.
ისწავლეთ ბოლოს და ბოლოს საუბრის წარმოება განსხვავებული აზრის ადამიანთან .
ვინ უფრო ხმამაღლა შეიგინება და ვინ უფრო უხეში იქნება სხვებთან მიმართებით , ეგ რომ რამეს წყვეტდეს ...
ნუ გარდა იმისა , რომ ეს ვორნლეველს მაღლა წევს .
ჩემთვის სულ ერთია იუზერის პოლიტგემოვნება . ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იუზერი როგორ იქცევა და როგორ სცემს პატივს დანარჩენ იუზერებს , ფორუმის წესებს და რა თქმა უნდა საკუთარ თავს .
მეც ვხედავ , რომ დიდგორის პოსტები ხშირად პროვოკაციულია . მაგრამ ამას შეგნებულად რომ არ აკეთებს , ამასაც ვხვდები .
ვხედავ , რომ ხშირად უხეშობს . და ამის გამო აქვს კიდევაც ამხელა ფლუდკონტროლი .
ვხედავ , რომ მისი არგუმენტები ხშირად ძალიან სუსტია . მაგრამ ვხვდები , რომ მას ასე სჯერა და ეს მისი უფლებაა .
უბრალოდ შენც და იმანაც უნდა ისწავლოთ როგორ "აიტანოთ" ერთმანეთი . პატივი უნდა სცეთ პიროვნებას და არა მის შეხედულებას თუ პოლიტორიენტაციას .
შეუძლებელია ერთი ადამიანის შეხედულება მთლიანად ემთხვეოდეს სხვისას .
მთლიანად რომ არ ემთხვეოდეს , უფრო შესაძლებელია

.
რომ არ იყოს განსხვავებული აზრი , რომ იყვნენ ადამიანები "ერთნაირი" , არც ფორუმის არსებობას ექნებოდა აზრი და მგონი არც სიცოცხლეს .
საბადნიეროდ ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან .
ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის კი აუცილებელია ერთმანეთი ისეთი მივიღოთ , როგორიც არიან .
არც დიდგორს აქვს შენზე უკეთესი წარმოდგენა (ალბათ) , ვიდრე შენ მასზე .
მიიღე ის ისეთი როგორიცაა და ბევრად უფრო გაგიადვილდება მასთან ურთიერთობა .
მერე იქნებ მანაც მიგიღოს ასეთი , როგორიც ხარ შენ მისთვის . გგონია ის ნაკლებაღშფოთებულია შენზე ?!
ბევრი ვწერე ?
უბრალოდ არ მომწონს საერთო მდგომარეობა , რაც არის პოლიტგანყოფილებაში .
ერთმანეთს მტრებივით ეპყრობით .
* * *
>SuperStar< მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი