მაკიაველი
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21475
წევრი No.: 123540
რეგისტრ.: 10-November 10
|
#30023827 · 3 Mar 2012, 22:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (LEV_TEN @ 3 Mar 2012, 22:11 ) | სპორტი
| QUOTE | | შენ არც ტროლებს ჰგავხარ (საბედნიეროდ) და არც გულანთებულ მიშისტს. |
თავიდან მეც ასე მეგონა სპორტ, მაგრამ სამწუხაროდ შევცდი. ან თავიდან არ შევმცდარვარ და მერე გაუჩნდა რეიდას ეს "სპორტული" ინტერესი ყველა სიბინძურის გამართლებისა... ----------- ახლა მთავარი: ვთქვათ პოლიციის შენობის კიბეებიდან მართლა გადმოვარდა, ეს უხსნის თუ არა პოლიციელებს პასუხისმგებლობას?!
|
არავითარ შემთხვევაში პოლიციას პასუხისმგებლობა არ ეხსნება .
პოლიციის შენობა არის სარეჟიმო ობიექტი , ესე იგ უბრალო ადამიანს შეუფერხებელი , თავისუფალი შესვლა იქ არ შეუძლია ...
პოლიციის შენობაში შესვლა შეიძლება 3 შემთხვევაში :
1. როდესაც პირი დაკავებულია და ის შეყავთ იძულებით , როდესაც მას თავისუფალი გადაადგილება აქვს შეზღუდული .
2. უწყებით ---- როდესაც პირს აქვს პოლიციაში მოკვლევაში , ან გამოძიებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში სტატუსი , არ აქ მნიშვნელობა რა სტატუსი
3. პირადი ინიციატივით ---- მაშინ მასზე იწერება საშვი , სადაც აღინიშნება შესვლის და გამოსვლის დროს , და პირის ვინაობა ვისთანაც პირი იყო მიღებაზე
მეტი ვარიანტი არ არის .....
ჩვენს შემთხვევაში მესამე ვარიანტი ირიცხება , ესე იგი საქმე გვაქვს პირველ და მეორე შემთხვევასთან
განვიხილოთ პირველი ვარიანტი , ტიპი დააკავეს -----ამ შემთხვევაში ის ეჭვმიტანილია , ეს კი უკვე სტატუსია , მიყვანის თანავე მასზე ვრცელდება ეწვმიტანილის და ბრალდებულის ბადრაგირების წესები , კერძოდ ის უნდა შეზღუდული გადაადგილებაში , შენობაში მასზე დადებული იქნას ხელბორკილი , მის გვერდით მინიმუმ ერთი მებადრაგე , ან ბადრაგის ფუნქციებით დატვირთული პოლიციელი , უნდა იყოს დადგენილი მისი ვინაობა , შევსებული იქნას სათანადო ოქმი , დაკავების ოქმი , უნდა ჩაუტარდეს პირადი ჩხრეკა ან დათვალიერება , ამაზეც უნდა იქნას შევსებული სათანადო ოქმი , უნდა იქნას აღებული თითების ანაბეჭდები , სატანადო გაფორმებით , მას უნდა განემარტოს ეჭვმიტანილის უფლებები , ესეც ოქმით დამოწმებული , უნდა მიეცეს საშუალება ადვოკატის მომსახურებაზე , თუ უარს იტყვის ამაზეც სატანადო ოქმი უნდა შეივსოს , ამის მერე ის ან იძლევა ჩვენებას როგორც ეჭვმიტანილი , ან არ იძლევა ჩვენებას -ორივე შემთხვევაში დგება სათანადო ოქმი , ჩვენების მიცემაზე უარის შემთხვევაში ამის შესახებ ეცნობება პროკურორს
ეს ყველა მოქმედება ტარდება პოლიციის შენობების სპეციალურ ოთახში , ე.წ. დაკითხვის ოთახებში , რომლებიც სპეციალურად ამისთვის არის აღჭურვილი , ეს დასაკითხი ოთახები , უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე , არის განლაგებული შენობების 1 სართულზე .....
ყველა ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ პირი ან თავისუფლდება (არის ამის თეორიული შანსი) , ან გადადის დროებით დაკავების იზოლატორში , სადაც ის უკვე მათ იურისდიქციაში გადადის ...დროებითი დაკავების იზოლატორებიც შენობების პირველ სარტულზეა განლაგებული , არ სეიძლება სხვანაირად .
ვინაიდან ეს საწყალი იმყოფებოდა შენობის მესამე სართულზე , სადაც მას არაფერი ესაქმებოდა და მისი ხელმოწერით , ან მის მიმართ არ არსებობს არავითარი საოქმო წესით შედგენილი საბუთი , ის არ იყო გატარებული ე.წ. დაკავებულთა აღრიცხვის დავთარში (ამაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა )--------ესე იგი ის საწყალი დაკავებული არ ყოფილა
მეორე ვარიანტი , უწყებით დაბარება ------ უწყებით თეორიულად შეიძლება ეჭვმიტანილიც დაიბარო , მაგრამ მასთან იგივე მოქმედებები უნდა შესრულდეს , რომელზედაც ზემოთ ვილაპარაკე , ამიტომ არ განვიხილავ
ეს კაცი დაზარალებული არ ყოფილა და ესეც გამოვრიცხოთ
რჩება მოწმე ----- მოწმეც იკითხება , როგორც წესი , ეს საგამოძიებო მოქმედებაა და ამიტომ ის უნდა ჩატარდეს დასაკითხ ოთახში , დაკითხვის შემდგომ რჩება ოქმი , ეს ოქმიც არ არის ..........ზოგო დილეტანტი იტყვის მოწმედ უნდოდა მაგრამ არაფერი იცოდა ,ზეპირად გამოკითხეს და გაუშვესო....არ არის ეს ეგრე , მოწმე საქმეში ციდან არ ხვდება , გამოძიება აუცილებლად აფიქსირებს მოწმის საქმეში გაჩენის ლოგიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს : ა/ ლოგიკური -როდესაც გამოძიება ლოგიკიდან გამომდინარე თვლის , რომ პირმა რაღაც იცის საქმესტან დაკავშირებით , გეოგრაფიული პრინციპით --ის შემთხვევის ადგილის სიახლოვეს შეიძლებოდა ყოფილიყო , მაგალითად მეზობელი , ორგანიზაციის თანამშრომელი და შესაძლოა მას რამე დაენახა , ან გაეგონა , უარყოფითი პასუხების ამ დროს მაინც შედეგია , ის რაღაცეებს რიცხავს და ამიტომ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს
ბ/ სამართლებრივი ---როდესაც სხვა პირები მიუთითებენ თავის ჩვენებებში , ან სამსახურეობრივად პირს შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია ქონდეს მომხდარ ფაქთან დაკავშირებით , ამ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა ფლობს პირი ფაქტზე ინფორმაციას თუ არა , ესეც შედეგია და აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს .
არანაირი ასეთი დაკითხვის ოქმი არ არსებობს და მეტიც მოწმის სტატუსის მქონე პირს არაფერი ესაქმებოდა პოლიციის მესამე სართულზე , ის არ უნდა გაცდენოდა დაკითხვის ოთახს .....
არსებობს თეორიული შესაძლებლობა , იდიოტური , მაგრამ მაინც , ამ კაცის გადაბირება მიმდინარეობდა , ე.წ. ვერბოვკა , მაშინ შეიძლება აიხსნას ზედა სართულებზე აყვანა , მაგალითად პოლიციის უფროსიდან გარანტიების მიღება და ასე შემდეგ , მაგრამ ეს ისეთი არაპროფესიონალიზმია , რომ არ ვიცი , რა .......
ტეორიულად შესაძლებელია , რომ დაკითხვის ოტახები მესამე სართულზეა , მაგრამ ამ შემთხვევაში სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და აქ ხაშურის პოლიცია კი არა , შ.ს.ს. მაღალჩინოსნებია დასასჯელი -ვინც ეს იდიოტობა დაუშვა ......მაგრამ დამიჯერეთ , ყველა პოლიციის განყოფილებაში დასაკითხი ოთახები პირველ სართულზეა
ახლა დაჯექით და იფიქრეთ ......არის თუ არა პოლიცია დამნაშავე ....იცოდეთ პოლიციის უფროსი , პოლიციის შენობაში ყველაფერზე აგებს პასუხს , მათ შორის მუშაობის ორგანიზირებაზე
This post has been edited by მაკიაველი on 3 Mar 2012, 22:57
--------------------
01.10.2012.
|