საქართველო ატომურ პროგრამაზე მუშაობს-აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
00:21 04-03-2012
გვიან საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველო საკუთარ ატომურ პროგრამაზე მუშაობს. ინფორმაციის პირველწყარო ეყრდნობა სიენენის მასალებს. ინტერპრესნიუსმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა ინფორმაცია და დაუკავშირდა ,,მაგატეს" აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს, სადაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ბიუროს გენერალურმა ედვაიზორმა, მიროსლავ იარუზელსკიმ. მან განაცხადა, რომ 2011 წლის დასაწყისიდან საქართველო ინტენსიურ მუშაობას აწარმოებს ურანის გამდიდრებაზე და ამ მიზნით ინტენსიურად თანამშრომლობენ ქვეყნის სამხედრო და სამთო-მომპოვებელი მრეწველობა. პროცესში ჩართულია აგრეთვე რიგი ფუნდამენტური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინტერპრესნიუსს დაუდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ყოველივეს დაწვრილებით პრეზიდენტი საკაშვილი გაახმოვანებს მომდევნო დღეებში.
ამ ინფორმაციას დაუყონებლივ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს პროგრამის შეწყვეტას და დაჩქარებული წესით გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას. ცნობილია, რომ ხვალ თავიანთ კომენტარებს გააკეთებენ ილჰამ ალიევი, სერჟ სარქისიანი, აბდულა გიული, ბენიამინ ნეთანიაჰუ და აიათოლა ჰამენეი.
ინტერპრესნიუსი აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და სიახლეებს დაზუსტების შემთხვევაში უწყვეტი რეჟიმით მოგაწვდით.
http://www.interpressnews.ge/ge/kultura/19...mdinareobs.html
rusa1960
This post has been edited by ქაფქიანა on 4 Mar 2012, 01:03