#30360783 · 23 Mar 2012, 20:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურს თამარ რუხაძე უხელმძღვანელებს
„მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად თამარ რუხაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია Media.Ge-ს ტელეკომპანიის დირექტორმა, კახა ბექაურმა დაუდასტურა. ბექაურის თქმით, თამარ რუხაძე, ტელეკომპანიაში, როგორც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი პირველად გუშინ, 22 მარტს მივიდა.
„ამ ეტაპზე ისევ მზადების პროცესში ვართ: ვაკომპლექტებთ საინფორმაციო სამსახურს, ვაწყობთ ნიუსრუმს. ამაში ამერიკელი სპეციალისტებიც გვეხმარებიან“, - განუცხადა Media.Ge-ს კახა ბექაურმა. მისი თქმით, არ არის დაზუსტებული, როდის გავა ეთერში „მეცხრე არხი“. შესაძლოა ტელეკომპანიამ საცდელი მაუწყებლობა აპრილში დაიწყოს.
თამარ რუხაძე აქამდე, 2010 წლის იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 14 მარტს კი ეს თანამდებობა დატოვა. მაშინ რუხაძემ განაცხადა, რომ სტუდია GNS-ში დაბრუნებას გეგმავდა. როგორც მან Media.Ge-ს განუცხადა, ახალ ამბებში დაბრუნებას არ აპირებდა, თუმცა გეგმები კახა ბექაურმა შეაცვლევინა.
"კახა ბექაური "მაესტროდან" წამოსვლის შემდეგ დამიკავშირდა. ეს შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამ ეტაპზე დეტალებში ვერკვევი და მხოლოდ ის ვიცი, რომ "მეცხრე არხზე" ახალი ამბების კეთებად ვგეგმავ", - აღნიშნა თამარ რუხაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.
თამარ რუხაძე 2006 წლამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. რის შემდეგაც ჟურნალისტ ნანა ლეჟავასთან ერთად ოპოზიციაში გადასული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჩამოყალიბებული პარტიის პრესსამსახურში მუშაობდა. ამის შემდეგ თამარ რუხაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ნანა ლეჟავასთან ერთად 2009 წელს სტუდია GNS-ი დააფუძნა. GNS-ის გადაცემა „კვირის რეპორტაჟი“ ამჟამად ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადის.
მედია.გე
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|