კონტროლის პალატამ ახსნა-განმარტებების ამონარიდები გაავრცელა
17:16 07-03-2012
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდები გაავრცელა.
როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ამ პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე, რეალობას არ შეესაბამება. საუბარია იმ პირების ახსნა-განმარტებებზე, რომლებიც კონტროლის პალატაში დაიბარეს და რომელთა მიერ "ქართული ოცნებისთვის" გადარიცხული თანხის ოდენობა ჯამურად 35 ათასი ლარია.
ცოლ-ქმარი ბესიკ მუმლაური და თამაშა ჩიტაია, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" 15 ათასი ლარი ჩაურიცხეს, ახსნა-განმარტებაში ამბობენ, რომ დროებით უმუშევრები არიან.
"1990-იანი წლებიდან ვარ უმუშევარი, დიაბეტით დაავადებული, რის გამოც ვერ ვეწევი აქტიურ სამუშაოს. რეგულარულად, სამი წელი, ყოველთვიურად, ბანკ "ქართუს" საშუალებით ჩემი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი მეხმარება. ყოველთვიურად ხელზე ვიღებთ 2 780 ლარს, დაქვითვის გარეშე. თანხის ნაწილს ვხარჯავდი ოჯახის საჭიროებისათვის, დანარჩენს კი ვაგროვებდი "შავი დღისთვის". ერთადერთი შემოწირულობა განვახორციელე 2012 წლის თებერვლის დასაწყისში, 10 000 ლარი, რომელიც იყო ჩემი პირადი დანაზოგი. ოჯახის დანაზოგი იყო დაახლოებით 17 000 ლარი. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახმარება დასჭირდა. ვნახე, რომ "ქართული ოცნებისათვის" თანხების მოძიება უჭირდა, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის და შევეცადე, დავხმარებოდი მას ფინანსურად, 10 000 ლარის ოდენობით. ზემოთ აღნიშნული 2 780 ლარიდან "ქართუ ბანკში" მე ჩემს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე მერიცხება ყოველთვიურად 1390 ლარი, ჩემს მეუღლეს თავის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე - 1390 ლარი. ჩემმა მეუღლემ (თამაშა ჩიტაიამ) "ქართულ ოცნებას" 2012 წლის თებერვლის დასაწყისში შესწირა 5000 ლარი. ამ ეტაპზე ჩვენი დანაზოგია 2000 ლარი, რასაც ვინახავ სახლში", - აცხადებს ბესიკ მუმლაური.
მისი მეუღლე, თამაშა ჩიტაიაც განმარტავს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად მუშაობს.
კიდევ ერთი პირი, მარიამ მეტრეველი, რომელიც კონტროლის პალატაში ახსნა-განმარტებისთვის გუშინ იყო დაბარებული და "ქართულ ოცნებას" 10 ათასი ლარი შესწირა, ყვება, რომ მისი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1000-1500 ლარია.
"თვის განმავლობაში დაახლოებით 500-800 ლარის დანაზოგის გაკეთებას ვახერხებ, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვახერხებ. გავხსენი ანგარიში "ქართუ ბანკში". თუ რატომ გახდა საჭირო ანგარიშის გახსნა, ჩემთვის უცნობია. ერთ-ერთმა ოპერატორმა მითხრა, რომ ჯერ უნდა გამეხსნა ანგარიში, ხოლო იქიდან გადამერიცხა "ქართული ოცნებისათვის". "ქართული ოცნების" ანგარიში არ ვიცოდი და ბანკის თანამშრომელმა ჩემივე თხოვნით მომიძებნა. მე არ დამიკონკრეტებია, თუ "ქართული ოცნების" რომელი ანგარიშებზე უნდა ჩარიცხულიყო თანხა. ოპერატორმა თავად გადაწყვიტა, რომელ ანაგრიშზე ჩაერიცხა", - აღნიშნავს მარიამ მეტრეველი.
ვახტანგ ედიშერაშვილიც, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 10 ათასი ლარი შესწირა, ახსნა-განმარტების თანახმად, 2000 წლიდან დროებით უმუშევარია.
"ოთხ წელზე მეტია, დახმარებას ვიღებ "ქართუ" ფონდისგან, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით. 9 თებერვალს განხორციელებული შემოწირულობის გარდა ქველმოქმედება არასოდეს გამიწევია. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებისათვის ან სხვა გაჭირვებულისათვის თანხა არ გადამირიცხავს, გარდა, მაქსიმუმ 5 ლარისა. ქველმოქმედების სურვილი სხვა დროს გამჩენია, თუმცა არ ვთვლიდი თავს ვალდებულად, ვინმეს მატერიალურად დავხმარებოდი. იმის საშუალება კი მქონია, რომ ვინმეს დავხმარებოდით 10-20-100 ლარით. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შესწიროს ნებისმიერ პარტიას მაქსიმუმ 60 000 ლარი. ამიტომ, თავს უფლება მივეცი და შევწირე 10 000 ლარი "ქართულ ოცნებას". ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება" ჩემი გემოვნებით შევარჩიე, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო ხარჯებისთვის ეს თანხა გამოადგებათ", - აცხადებს ვახტანგ ედიშერაშვილი.
ყველა ზემოთ აღნიშნული პირი კონტროლის პალატაში ახსნა-განმარტებებისთვის გუშინ დაიბარეს.
ბიძინას თავისი პრობლემები აქვს გარემოცვიდან გამომდინარე, მაგრამ ეს რა კონტროლის პალატის საქმეა საერთოდ??? ან სად ნახა პალატამ შეუსაბამობა2.პ.ს. მოქალაქის თანხმობის გარეშე საჯაროს როგორ ხდის საერთოდ ახსნა-განმარტებას, თან ნაწყვეტს. და საერთოდ რატომ მიდის პალატაში ხალხი ახსნა განმარტების მისაცემად? იდი ნახუიო რომ უთხრას, კუტუნიკა ვერ მოჭამონ
This post has been edited by mamuka-SRV on 7 Mar 2012, 19:15
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)