ბანკ "ქართუდან" სკანდალურად წასული რამაზ ქურდაძე საქმიანობას ამჟამად "კორ სტანდარტ ბანკში" განაგრძობს15:56 13.04.2012
ბანკ "ქართუდან" სკანდალურად წასული თანამშრომელი რამაზ ქურდაძე საქმიანობას ამჟამად "კორ სტანდარტ ბანკში" განაგრძობს.
ქურდაძემ "კორ სტანდარტ ბანკში" იგივე თანამდებობა დაიკავა, რაც "ქართუში" ჰქონდა - იგი იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.როგორც "პირWელთან" საუბრისას ბანკ "ქართუს" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, იგი “ქართუდან” წასული ქურდაძით არ დაინტერესებულა.
"კონტაქტი არ მქონია. ასეთი ადამიანებით არც ვინტერესედები. ეტყობა "კორ სტანდარტ ბანკს" ასეთი ხალხი სჭირდება და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს", - განაცახდა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამაზ ქურდაძემ ბანკ "ქართუში" დაკავებული თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ თებერვლის დასაწყისში მას ანგარიშზე 37 000 ლარი დაუსვეს და "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელობამ ამ თანხის საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე დარიცხვა მოსთხოვა, რაზეც ქურდაძემ უარი განაცხადა და თანხა "ქართუ ბანკს" უკან დაუბრუნა.
თავის მხრივ, ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებდა, რომ ქურდაძისთვის კუთვნილი პრემიის "ქართულ ოცნებაში" გადარიცხვა არ დაუვალებია და აღნიშნავდა, რომ ქურდაძემ მას ბანკიდან წასვლის მიზეზი სულ სხვანაირად განუმარტა.
"დილით სამსახურში 09:50 საათზე მივედი და ქურდაძემ გათავისუფლების თაობაზე განცხადება მომაწოდა, განმარტა, რომ თავად "ქართუ ბანკთან" მას რაიმე პრობლემა არ აქვს, თუმცა არსებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ამ პროცესებში ძალაუნებურად ერთვებოდა. შესაბამისად, მისი სამსახურიდან წასვლა პრემიის დარიცხვასთან კავშირში არაა", - განმარტა მაშინ ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "კორ სტანდარტ ბანკი" 2008 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის "სტანდარტ ბანკის" ბაზაზე შეიქმნა. მას შემდეგ რაც პატარკაციშვილის პოლიტიკურად გააქტიურდა, ბანკს პრობლემები შეექმნა, 2007 წელს "სტანდარტ ბანკში" ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის შევიდა, 2008 წელს კი ბანკის აქციების 100% "კორ ბანკმა" შეიძინა, რომლის დამფუძნებელი საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფია". 2008 წლის 26 ივნისს "სტანდარტ ბანკისა" და "კორ ბანკის" შერწყმა მოხდა. ბანკმა სახელწოდება შეიცვალა და "კორ სტანდარტ ბანკი" დაერქვა.
ვისია ეს ბანკი?

რა პატარები არიან...
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...