– ჯერ ერთი, მხედველობაში უნდა მივიღოთ გლობალური პოლიტიკური გამოღვიძების ფენომენი. მანამდე არასოდეს ასე ღიად ხალხებს არ გამოუხატავთ საკუთარი პოლიტიკური თვითშეგნება და პოლიტიკური მისწრაფებები. ამან მსოფლიო რთულად სამართავი გახადა. მეორეც, დასავლეთის დომინირების ფენომენმა არსებობა შეწყვიტა. ყველაფერი ხომ შუა საუკუნეებში, ესპანეთის, როგორც მსოფლიო იმპერიის აღმავლობით დაიწყო, რომელიც საფრანგეთმა შეცვალა, მას ბრიტანეთი მოჰყვა და ბოლოს და ბოლოს, არენაზე ჩვენ, ამერიკელები გამოვჩნდით, თუმცა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მეტად სამწუხარო მოვლენები მოხდა. პირველ რიგში, ამერიკამ საკუთარ შიდასახელმწიფოებრივ განვითარებას არ მიაქცია სათანადო ყურადღება. ჩვენ დავუშვით, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობა გაღრმავებულიყო. თუ 1990 წელს საწარმოთა დირექტორების ხელფასები 70-ჯერ მეტი იყო საშუალო ამერიკელის ხელფასზე, ახლა ეს განსხვავება 325-ჯერაა გაზრდილი. ამით საზოგადოებაში სამართლიანობა გაითელა, ეს კი სტაბილური სახელმწიფოს ფუნდამენტია.
მარტო ამ აბზაცის გამოა ეს ინტერვიუ ფრიად საყურადღებო და სერიოზული
ამ აბზაცით , ამერიკა ფაქტიურად აღიარებს იმ მოძრაობების მნიშვნელობას რაც დაიწყო ამ ბოლო დროს ევროპაში და აზიაში , და არა მარტო აღიარებს არამედ ფიქრობს , რომ ეს მოძრაობები ამერიკის დომინირებას ამტავრებენ მსოფლიო პოლიტიკაშიო , ეს სერიოზული განაცხადია ----მანამდე ამერიკა მისი დომინირების საფრთხეთ მხოლოდ ჩინეთს ასახელებდა , რაღაც ფასეულობათა გადაფასება ხდება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში
და მეორე , ტიპი ფაქტიურად ამბობს , რომ ველურმა კაპიტალიზმა უკან დახია ამერიკაო , ფაქტიურად ბზეჟინსკი სოციალისტურ იდეებს ქადაგებს ---ეს უსერიოზულესი განაცხადია , უსერიოზულესი
და კიდევ ერთი , ბზეჟინსკი უნდა იცოდე , რომ ამას მიაქციო ყურადღება ......ბზეჟინსკის აზრით ზესახელმწიფოს ქმნის 4 რამე
1. ეკონომიკა ------და ნახე როგორ აკრიტიკებს და ფიქრობს , რომ გადასახედია ველური კაპიტალიზმი და სოციალისტური ელემენტების დამკვიდრებას ითხოვს
2. სამხედრო სიძლიერე ---ამაზე ბევრს არ საუბრობს ამ სტატიაში
3. იდეოლოგია ---- ნახე რაებს ამბობს ამერიკულ ოცნებაზე და იდეალებზე
4. განათლება ----- ნახე რა , ქვას ქვაზე არ უტოვებს ამერიკის განათლების სისტემას .....
ასე , რომ ეს უსერიოზულესი სტატია არის ვინც იცნობს ბზეჟინსკის , ამ სტატიით ის ეხება ზესახელმწიფოს შემადგენელ ოთხი პრინციპიდან სამს , ამერიკის რეალობაში და ამ სამივე პოზიციიდან აკრიტიკებს ....თუმცა არ შეიძლება ეს პიარ-სვლათ ჩაითვალოს , ვინაიდან ის ობამასთან მიაზრება და პირადათ არც აკრიკტიკებს
სერიოზული სტატია არის დამიჯერეთ
ტულონის სიტყვას , ზოგიერთმა ჩერჩილის ფულტონის სიტყვას შეადარეს ....
ძირითადათ საუბრობდა შემდეგზე :
1. რუსეთი თავისებური ქვეყანაა და დასავლეთი არ უნდა ეცადოს იქ დაამკვიდროს დემოკრატია ჩვენი გაგებითო , უნდა მივიღოთ იქ არსებული მართველობის თავისებურებებიო --- მაგრამ ძირიტადი თავისუფლებების მყარი გარანტიებითო
2. რუსეთი და თურქეთი სერიოზულად უნდა ჩავაბათ ატლანტიკურ სივრცეშიო , არა ევრო-ატლანტიკური იხმარა სიტყვა რაც რაციონალური იქნებოდა , არამედ სიტყვა ატლანტიკურ სივრცეშიო ---აქ საფიქრალია
3. გერმანია უნდა იყოს ევროკავშირის ღერძიო და ყველანაირად შევუწყოთ ხელი ამ კუთხით გერმანიის გაძლიერებასო .
ა/ აქვე აღნიშნა , რომ ამერიკა რუსეთის ღეძიო ჩერეზ გერმანიით უნდა ხორციელდებოდესო (? ამაზე მეტი არაფერი არ უთქვამს )
4. უკრაინის დამოუკიდებლობა -- ნე ობსუჟდაეტსაო , მთელი დასავლეთი უნდა ვიყოთ ამის გარანტიო
5. და ჩინეთი

ჩინეთი და კიდევ ჩინეთი ........ ამ მიმართულებით ის ტქვა ცვენთვის საინტერესო , რომ რუსეთის მსო-ში მიღების შემდეგო , ამერიკული და ევროპული კომპანიები ძალიან მოშნად უნდა შევიდნენ რუსეთის ციმბირის და შორეულ აღმოსავლეთის რეგიონშიო და 10-20 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ამ რეგიონების სერიოზული მოდერნიზაციაო , რათა ჩინეთის ექსპანსია რუსეთის ამ რეგიონებში მკვეთრად იქნას შეჩერებულიო
ბევრი ისაუბრა ჩინეთში მომავალ ცვლილებებზე , მან მაშინ არ იცოდა მაგრამ გაარტყა , რომ ჩინეთში დასავლეთისთვის ლოიალური ხუ ძინ ტაოს შემდეგ აუცილებლად მოვა ქორი-კომუნისტიო და ეს სერიოზული საფიქრალი არისო ----აგიხდათ , ჩინეთში უკვე გადაწყვეტილია 99 პროცენტით მოდის , სამხედროების და პარტულების ერთობლივი კანდიდატი სინ ძიმპინი , ორთოდოქსი-კომუნისტი , დენ სიაო პინის კომკავშირელი , იურისტი , უმაღლესი პარტიული სკოლის რექტორი , ჩინეთის კომპარტიის პარტიული კომისიის თავჯდომარე
ნუ სერიოზული გამოსვლა იყო
01.10.2012.