ვეთანხმები თემის ავტორს თან
დენის ამბავი მაფიქრებინებს რომ სადღაც ახლოს ცხოვრობს ჩემთან

აქ დავდებ დაახლოებით რა გველის იმის მცირე ნაწილს ნაციონალების მიერ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში
რადგან საარჩევნო პერიოდში მოსახლეობა მტკივნეულად აღიქვამს მიმდინარე რეფორმებს და ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს, ამიტომ ქვემოთ მოცემული აუცილებელი ქმედებები ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა განახორციელოს არჩევნების შემდეგ.
საკითხი #1
ფულადი გზავნილების სახით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხი:
1) საჩუქრად მიღებული 50 ლარზე მეტი ფულადი თანხა უნდა დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2) სასურველია აღნიშნულ პერიოდში მასმედიამ გააშუქოს სიუჟეტები შავი ფულის ფულადი გზავნილებით გათეთრებასთან დაკავშირებით და ა.შ.
3) თუკი საზოგადოების მხრიდან იქნა სერიოზული საპროტესტო განწყობა, ამ შემთხვევაში მოხდეს რეგულაციის ფორმალური შერბილება და 300 ლარამდე გზავნილები განთავისფულდეს აღნიშნული გადასახადისგან თუკი გამომგზავნი პირი წარადგენს დოკუმენტს რომ მას გადახდილი აქვს გადასახადები შესაბამის ქვეყანაში
4) შედეგად ბიუჯეტი მიიღებს დამატებით შემოსავალს 200 მილიონი ლარის ოდენობით. შერბილებული რეგულაციის შემთხვევაშიც გზავნილების დიდი ნაწილი მოხვდება დასაბეგრ ბაზაში (ემიგრანტების დიდი ნაწილი იღებს არალეგალურ შემოსავლებს)
საკითხი #2
კერძო ტაქსებით მგზავრთა გადაზიდვის სერვისის სფეროს მოწესრიგება
განსახორციელებელი რეფორმის გეგმა:
1) კერძო ტაქსების შემოსავალი უნდა დაიბეგროს საშემოსავლო და მოგების გადასახადით ისევე როგორც სხვა ბიზნესი (აპელირება უნდა მოხდეს რომ ბიუჯეტი კარგავს შემოსავლებს, ეს ბიზნესი არის ამჟამად პრივილეგირებულ მდგომარეობაში რაც მიუღებელია დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში)
2) ბაზრიდან წვრილი მოთამაშეების განსადევნად უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები:
ამ სფეროში დასაქმებულ პირებს უნდა მოვთხოვოთ სამეწარმეო სუბიექტებად რეგისტრაცია, სალარო აპარატების გამოყენება და შესაბამისად ბუღალტერიის წარმოება (რაც დამატებით ხარჯად დააწვებათ დასაქმებულებს)
უნდა დადგინდეს სტანდარტები (მაგ.: გათბობა–კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობა, სიგარეტის მოწევის აკრძალვა და ა.შ. . აღნიშნული სტანდარტების შემოღების აუცილებლობას მოსახლეობაში პოპულარიზაციას გაუწევს მასმედია)
უნდა მოხდეს აუცილებელი დაზღვევის შემოღება (მგზავრების დაზღვევა, ავტომობილის დაზღვევა, მესამე მხარის დაზღვევა. დაზღვევის აუცილებლობას და საჭიროების პოპულარიზაციას ასევე მოახდენს მასმედია. წინა პერიოდში სასურველია გაშუქდეს მძიმეშედეგების მქონე ავტოსაგზაო შემთხვევები ტაქსების მონაწილეობით და ბრალეულობით)
სადაზღვევო კომპანიები ისედაც ძალიან მაღალ ტარიფში აზღვევენ კერძო ტაქსებს და თან ზღუდავენ ავტომობილების წლოვანებას.
3) შედეგად აღნიშნული ბაზარს დატოვებს კერძო ტაქსების 90% და მათ ჩაანაცვლებს ახალი კომპანიები რომლებიც უფრო მაღალი დონის სერვისს შესთავაზებენ მოსახლეობას.
საკითხი #3
საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაზიდვის სფეროს მოწესრიგება:
განსახორციელებელი რეფორმის გეგმა:
1) აღნიშნული სფეროს რეფორმისას შესაძლებელია პირდაპირ იქნას გამოყენებული ქ.თბილისის მერიის მიერ განხორციელებული რეფორმა სამარშრუტო ტაქსებზე
2) რეფორმის აუცილებლობას პოპულარიზაციას გაუწევს მასმედია იგივე მოტივებზე დაყრდნობით რაც გამოყენებული იყო თბილისის შემთხვევაში. დამატებით შესაძლებელია მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევების გაშუქება და რეფორმის შედეგად მგზავრების დაცულობის ზრდაზე აპელირება.
3) შედეგად აღნიშნულ ბაზარს დატოვებს წვრილი კერძო მეწარმეების 100%
საკითხი #4
თამბაქოს რეალიზაციის პუნქტების მოწესრიგება:
1) უნდა აიკრძალოს თამბაქოს სარეალიზაციო პუნქტებზე გარე რეკლამების განთავსება და სარეალიზაციო პუნქტის ვიტრინაში თამბაქოს ნაწარმის გამოფენა. ასევე დამატებითი აქციზი ან რაიმე სახის გადასახადი უნდა დაწესდეს სავაჭრო ობიექტზე რომლის სარეალიზაციო საქონლის 30%–ზე მეტს შეადგენს თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლი.
2) აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობას პოპულარიზაციას გაუწევს მასმედია (გაკეთდება სიუჟეტები თამბაქოს და ალკოჰოლის მავნებლობაზე, ასევე თუ როგორ ახდენენ აღნიშნული პუნქტები ნაწარმის რეალიზაციას არასრულწლოვნებზე, სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან დაკავშირებით აღნიშნული სფეროს რეგულაციის საკითხებში და ა.შ.)
3) შედეგად აღნიშნულ ბაზარს დატოვებს წვრილი თამბაქოს სარეალიზაციო პუნქტები და მომხმარებელი გადაინაცვლებს სუპერმარკეტებში
დანარჩენი თქვენ იფიქრეთ