კაცი მთელი ცხოვრება კომუნისტებს და სსრკ-ს ებრძოდა. 1982 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში, მუშაობდა "ამერიკის ხმის" ვაშინგტონის და მიუნხენის ბიუროებში.
საბჭოთა კავშირში დაუსწრებლად გაასამართლეს და მიუსაჯეს დახვრეტა! 64 წიგნი აქვს დაწერილი დისიდენტურ თემატიკაზე. იყო უდიდესი რუსოფობი და სოვეტოფობი. მისი გადაცემების მოსასმენად ხალხი სპეციალურ რადიოებს ყიდულობდა საქართველოში. ყოველთვის ოცნებობდა საქართველოს გამთლიანება და გაბრწყინებაზე, ოცნებობდა დაბრუნებულიყო მანდ და სამშობლოში დაესრულებინა სიცოცხლე. ესეც არ დასცალდა.
და ეს კაცი იყო კაგებეშნიკი????
დაფიქრდით რას წერთ ხოლმე რა !
ორჯერ გამისკდა გული ამ ორ დღეში, როცა ჯანრის სიკვდილი გავიგე და როცა ეს პოსტი წავიკითხე.
This post has been edited by Unbesito on 12 Mar 2012, 09:18