დროშა არის ქვეყნის პოლიტიკური სავიზიტო ბარათი. დროშა კი არა ჯერ ის უნდა გავარკვიოთ რა სახელმწიფო ვართ და აქედან გამომდინარე მოვირგოთ დროშაც.
2003 წელს ცარიელ ადგილზე შექმნილი ახალი სახელმწიფო ვართ თუ რომელიმე ქართული სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე? შევარდნაძემ და გამსახურდიამ შინდისფერი ტრიკოლორი იმიტომ აირჩიეს, რომ დაეფიქსირებინათ პოლიტიკური პრეტენზია 1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ერთა ლიგის მიერ 1921 წელს აღიარებულ საზღვრებზე თავისი აფხაზეთითა და ცხინვალის ოლქით. იქვე იგულისხმებოდა ბუნდოვანი პრეტენზიები თურქეთის მიერ მიტაცებულ სამხრეთ ტერიტორიებზე... თუნდაც იმ შემთხვევაში თუ თურქეთის სახელმწიფო დაიშლება სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებად.
ახალი დროშა კი მომწონს ძალიან, მაგრამ რა პოლიტიკურ მანიფესტს აცხადებს ის?
- რომ ზოგადად პალესტინასა და კონკრეტულად იერუსალიმზე გვაქვს ტერიტორიული პრეტენზია?
- რომ თავად ვართ ახალი იერუსალიმი?
- რომ ანტიოქიის სამეფოსა და კილიკიის სომეხთა საგრაფოს მიწებზე ჩვენი სუვერენიტეტის აღიარებას მოვითხოვთ?
- რომ ქრისტიანობის ბურჯი სახელმწიფო ვართ?
- რომ მსოფლიოში ქრისტიანების ინტერესების დამცველი სახელმწიფო ვართ?
- რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის ოფისმა თბილისში უნდა დაიდოს ბინა?
- არა? - აბა მაშინ რა დატვირთვა აქვს თეთრი ქსოვილს - კაპიტულაციის სიმბოლოა?... ჯვრის ქიმები დედამიწის მხარეების მიმართულებებს გვიჩვენებს? - გეოგრაფიული საზოგადოება ვართ?
რა უბედურებაა, სომხებს რუკების შედგენა ექცათ ჰობად და ჩვენ დროშების ხატვა...
მაგრამ ეგ მთლად ახლადგამომცხვარი დროშა ვის ეზმანა კოშმარულ სიზმარში?
This post has been edited by NobodysFool on 11 Mar 2012, 18:24