ყველას კარგად მოეხსენება, რომ ადამიანი და ზოგადად კაცობრიობა განიცდის განვითარებას, ეს განვითარება არ გამოიხატება მხოლოდ ტექნოლოგიებში, გამოიხატება ასევე გონებრივად განვითარებაშიც. დღეს ადამიანი, ადამიანის ტვინი განვითარებულია ისე, როგორც არასდროს. მაგრამ, მაგრამ და მაგრამ…რა ხდება საქართველოში? საქართველოში ხდება ის, რომ დღესაც ვერ ანსხვავებენ ჰეროინის, კოკაინის და რაღაც “ნიანგის” მომხმარებელსა და მარიხუანას მომხმარებელს. დღეს იმდენგან მოვკარი თვალი თუ ყური “პლანის” მომხმარებელი დაიჭირეს, ჯარიმა დაუწერეს, ცხოვრება გაუმწარეს, შპრიცით გაეკიდნენ გაკეთება უნდოდათ და გზად გადააფიქრებინესო რომ უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა.
სად იცით, რომელ ქვეყანაში დასდევენ მარიხუანას მომხმარებელს ისე როგორც საქართველოში? მემგონი არსად, ბევრგან არის აკრძალული, ბევრგან კანონით დასჯადია, მაგრამ იმ ქვეყნებში სადაც აკრძალულია თვალს ხუჭავენ, არ უყურებენ როგორც ნარკომანიის უდიდეს პრობლემას. საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას და დარწმუნებული ვარ რაღაცაშია საქმე…
პოლიციის ოპერ-მუშაკები, მას შემდეგ რაც ძალაუფლებით აღიჭურვენ როგორც ჩანს პირველად გამოუდგნენ იმ ხალხს ვინც მოიხმარს მარიხუანას, მიზეზი მარტივია – სუნი აიღეს, მაგრამ უფრო დიდი პრობლემებია ნარკომანიის მხრივ, ჩემზე ბევრად კარგად იციან რა ხდება ამ ნიანგების და ათასი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებით ქალაქში კი არა მთელ ქვეყანაში, როგორ წალეკეს ყველა და ყველაფერი, იმათთან მეეჭვება ვინმე მისულიყო, იმიტომ რომ მათი დაჭერა მარტივი არ არის, ფაქტზე უნდა დაიჭირონ, ფაქტზე დაჭერა რთულია. გადაწყვიტეს მიხედონ იმათ ვისაც მარტივად “მოუვლიან”, ერთ თვეზე მეტია საჭირო რომ THC ადამიანის ორგანიზმიდან გამოვიდეს (დამოკიდებულია რამდენად აქტიურ ცხოვრებას მისდევს და ჭარბ წონაზე), შესაბამისად ადამიანი რომელმაც 30 დღის წინ მოწია და არ არის რეგულარული მომხმარებელი შემოწმების შემდეგ დაჯარიმდება, დაჯარიმდება და თან როგორ – 500 ლარი, მართვის ჩამორთმევა, საქმეში შეტანა და ათასი რაღაც იქნება მიბმული (სადაც ნაგავი და დენი მიაბეს ერთმანეთს ეს არ გაჭირდებოდა).
ჩვენს დროში, ადამიანის მარიხუანას მოწევაზე დაჭერა არის სრული უცოდინარობა, იმას ვისაც რაღაც რაოდენობის მარიხუანა აღმოაჩნდა მიესჯება 10 წელი, ხოლო ადამიანს რომელმაც ჩაიდინა კრიმინალი, გადაბუგა ერთი კვარტალი, ამოწყვიტა ოჯახი, გააუთოვა მეზობლის მაზლი და ა.შ. მიესჯება 6-8 წელი, ეს თქვენ სამართალი გგონიათ და ეს ყველაფერი ნორმალური გგონიათ? ამას ეძახით აზროვნების უნარს?
გასაგებია რომ იძახით მავნებელია მოწევაო,პირველად განვიხილოთ ეს ვარიანტი რომ მავნებელია.
თუ მავნებელია მარიხუანას მოწევა და ამიტომ არის ამხელა ჯარიმები და დაჭერები. ვინ დაამტკიცა მისი მავნებლობა? სადმე აქვს საქართველოს მთავრობას დაკვეთილი კვლევა მარიხუანას მავნებლობაზე? სადმე მოიპოვება დასკვნა მის მავნებლობაზე? დავუშვათ მოიპოვება, სიგარეტიც მავნებელია, აწერია კლავს, მაგრამ მე რომ სიგარეტის მოწევა მომინდეს, არამც თუ ვინმე გამაჩერებს არ მოწიო თორე ჯარიმას დაგიწერო, უნდა მივიდე, ფული გადავიხადო და ვიყიდო. ამ საკითხზე რას იტყვიან? ნუ იყიდი, არ მოწიო და იქნები ჯანმრთელი. კი ბატონო, მაშინ რატომ არ ხდება იგივე მარიხუანაზე? არ მოწიო და იქნები ჯანმრთელი, ვინმე მოგსდევს გინდა თუ არა მოწიეო? – არა. რომ ხარ მთავრობა, მეუბნები შენზე ვზრუნავო, რატომ არის სიგარეტი დაშვებული? დამტკიცებულია რომ კლავს, რატომ არის ალკოჰოლი დაშვებული? დამტკიცებულია რომ კლავს! უბრალოდ სიგარეტში დიდი ფული ტრიალებს, დიდი ბიძიები უყურებენ სიგარეტს, ლობირებენ იგივე ალკოჰოლზე. რაზეც დადასტურებული პასუხებია რომ კლავს და მავნებელია ქვეყანაში დაშვებულია და ის რაზეც 100% გადაჭრით ვერავინ იძახის მავნებელიაო – აკრძალული და თან როგორ, დევნიან იმ ხალხს ვინც ეწევა. ამას დევნა ქვია
რომ ვიყო მომხმარებელი რატომ უნდა დამიჭირონ იმის გამო რომ მოვწიე, რატომ? ვინმეს რამე დავუშავე, ვინმეს ცუდი მაგალითი მივეცი, კრიმინალი ჩავიდინე, ვინმეს ზიანი მივაყენე? თუ ვინმეს ზიანი მიადგება ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ მე. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს…
ის ვინც მართლა დასაჭერია იმას არაფერს ეუბნებიან, კრაკადილები, ნარკამნები და მარფინისტები განსხვავდებიან მნიშვნელოვნად მარიხუანას მომხმარებლისგან. არაა სწორი, იმ საკითხში რაც არ იცი კარგად სხვას უხნსა ეს არაა შენთვის კარგი და ამისთვის უნდა დაგიჭირო ან ჯარიმა დაგიწეროო.
ამერიკაში დებილები ცხოვრობენ, არ უყვართ საკუთარი ხალხი რამდენიმე შტატში დეკრიმინალიზირებული ან ლეგალური როა, თითქმის ყველა ქვეყანას სადაც ცხოვრება და ხალხი განვითარებულია მარიხუანაზე ამდენს არც ლაპარაკობენ, ამდენს არც განიხილავენ.
იმდენად დამაინტერესა ამ საკითხმა რომ 3 საათია ვკითხულობ რაღაც ნაკვლევებს, ნააზრევს. იყოს მავნებელი, იყოს ცუდი, მაგრამ არ შეიძლება ამის გამო ხალხს დევნიდე, სჯიდე 500 ლარით და ციხეში ამწყვდევდე რამდენიმე წლით. არ შეიძლება! სირცხვილია რა
ერთ-ერთ საიტზე ეწერა, ყავა უფრო მეტ ადამიანს კლავს დედამიწაზე ვიდრე მარიხუანაო. დიდ გამპრავებელად მე არ გამოვდგები ამ საკითხის, ჩემი ცოდნა მხოლოდ იმით შემოიფარგლება რასაც ვკითხულობ უცხოურ საიტებზე, ისიც ვიცი რომ საქართველოში ლეგალიზაცია არ შეიძლება, ცუდ გზაზე დადგება ქართველი ახალგაზრდობა, ცუდ გზაზე დადგება იმით, რომ ქართველმა არასდროს არ იცის ზომა და წონა, შესაბამისად ყველაზე მოკლე ხიდი აღმოჩნდება ძლიერი ნარკოტიკების მიმართ, მაგრამ ათასი ხერხი შეიძლება მოიძებნოს იმისთვის რომ არ იყოს 500 ლარიანი ჯარიმები, არ იყოს დაჭერები და ა.შ.
აქვე გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს ვინც აქტიურად ან პასიურად მოიხმარდა მარიხუანას:
აბრაამ ლინკოლნი“Two of my favorite things are sitting on my front porch smoking a pipe of sweet hemp, and playing my Hohner harmonica.”
-Abraham Lincoln
“Marijuana” is a Chicano slang name for “hemp” and wasn’t brought into use in the United States until the 1900s. So, Abraham didn’t know about “Marijuana” itself, per se.
There is a letter, often disputed, supposedly written by Lincoln–possibly in hopes of receiving a free harmonica or cleaning kit in the mail, in exchange for his endorsement–to the Hohner Harmonica Company, some time just after their founding in 1857 and just before the President’s 1865 assassination.
ბილ კლინტონი“When I was in England, I experimented with marijuana a time or two, and I didn’t like it. I didn’t inhale and never tried it again”
-Bill Clinton
ბარაკ ობამა ”When I was a kid I inhaled frequently. That was the point.”
- Barack Obama, U.S. President
ბობ დილანი
ბობ მარლი
კარლოს სანტანაკარი მულისი – ნობელის ლაურეატი ბიოლოგიის დარგში
კონან ობრაიანი
დრიუ ბერიმორი
დუკ ელინგტონი
ელვის პრესლი
ფრანსის ფორდ კოპოლა
ჯორჯ სოროსი
ჯეკ ნიკოლსონი
ჯონ ლენონი
პოლ მაკარტნი
მარლონ ბრანდო
პაბლო პიკასო
რეი ჩარლზი
უილიამ შექსპირიThackeray claimed the devices were used to smoke cannabis, a plant actively cultivated in Britain at the time. The allegation has provoked disbelief and anger among some fans of the bard
წაიკითხეთ სრულად :
http://www.foxnews.com/scitech/2011/06/23/.../#ixzz2DTGYcP3dეს არ არის პროპაგანდა, არ არის მოწოდება, არის იმის დადასტურება რომ ამ მცენარეს ისეთი ხალხიც ეწეოდა ვინც საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა ან წარმოადგენს, აღარაფერს ვამბობ ჩვენს მეფეებზე – გავრცელებული იყო “თრიაქი”.
მიუდექით ამ საკითხს ცოტა სხვანაირად, არ შეიძლება ყველაფერის ჩაფარცხვა აკრძალვით, ყველა საკითხს სჭირდება შესწავლა და არა ბრმად ჩატარებული ანალიზი
და ბოლოს,
XXI საუკუნეში, დედამიწის ნებისმიერ ადგილას სირცხვილი იქნებოდა მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს რომ ციხე მიესაჯოს!
სანამ არ შეისწავლით საკითხს კარგად, ნუ იტყვით რომ ის არ ვარგა, რომ შეისწავლით და გექნებათ დადასტურებული პასუხი, შემდეგ თქვით.
მაგრამ გაითვლისწინეთ მაგ მცენარეს უამრავი დადებითი რამ ახასიათებს, ეს არის ყველაზე მთავარი რატომაც აიკრძალა საუკუნის წინ და რატომაც ჩაიდო მაშინ ბევრი მილიონი მის ანტი-რეკლამაში…
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by M43DL0 on 28 Nov 2012, 15:20
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari