სად შოულობენ მაგდენს რო ყოველდღე მოწიონ?

ფაქტების შეგროვება დავიწყე ამ დილას, მარა მალევე მივხვდი, რომ აზრი არა აქვს. პირველ რიგში აღვნიშნავ რამოდენიმე ფაქტორს:
1. ჩემი ინტერეერესის საგანი პლანის ჯანმრთელობასთან კავშირია, რადგან არ ვარ სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი და ამაზე მხოლოდ საკუთარი აზრი მაქვს, რომელსაც საცნიერო ღირებულება არ გაჩნია. შესაბამისად, არ დამიწყია ძებნა პლანურ საიტებზე და ავიღე აბსოლუტურად ნეიტრალური და ყვვალზე აღიარებული სამედიცინო რესურსი, pubmed.com
2. როგორც წესი მედიცინა იკვლევს იმ შემთხვევებს, რომლებიც ან ხშირი მოხმარებითაა გამოწვეული (და ბევრი არაფერი ვარგა), ამიტომაც რა თქმა უნდა ბევრი სტატიაა, რომლებიც ამბობენ, რომ სავარაუდოდ პლანის მოწევა დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებთან.
3. უმრავლესობა ზოგადი სტატიებისა იკვლევს ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების გავლენას ჯანმრთელობაზე და არა კონკრეტულად პლანის.
4. ბევრი სტატია საკმაოდ სპეციფიკურია, მაგალითად ასეთი სახელებით "ართულებს თუ არა მგდომარეობას პლანის მოწევის გაგრძელება ფსიქოზის პირველი ნიშნების შემდეგ". ანუ განხილულია საკმაოდ ვიწრო შემთხვევები
5. ამ ფეროში ცოტა კვლევებია ჩატერებული Randomized Contolled Trial სქემით, რაც მედიცინაში (და არა მარტო) კვლევების ოქროს სტანდარტია. სხვა ტიპის კვლევებს (pseudo-experimental), რომლებიც ასევე წარმატებით გამოიყენება მედიცინაში იმდენად დიდი სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნია.
6. სტატიები, როგორც მოგახსენეთ ტრადიციული მედიცინის სფეროდანაა, სადაც არსებობს გარკვეული აქსიომები, მაგალითად ის, რომ შიზოფრენიის ნებისმიერი ფორმა დაავადება, რაც თავის მხრივ საკამათო გახდა ბოლო წლებში. შესაბამისად, თუ კვლევა აღვენებს, რომ პლანის მოწევა კორელაციაშია შიზოფრენიასთან, ეს ავტომატურად განიხილება, როგორც ნეგატიური ფენომენი და ადგილი აქვს მცირე მიკერძოებას.
7. სხვადასხვა კვლევების დამაჯერებლობის შესადარებლად გარდა იმისა, რომ გასათვალისწინებელია რა ტიპის კვლევაა, ასევე მნიშვნელოვანის რა ზომის ჯგუფში ჩატარდა, რა ფაქტორები იყო თანმდევი, ვინ ჩაატარა და ა.შ.
8. და ბოლოს, სხვა ქვეყანაში ჩატარებული წარმატებულმა კვლევამ სულ სხვა შედგები შეიძლება აჩვენოს საქართველოში და ეს მართალია. თუმცა, მედიცინის გადასახედიდიან სხვაობა ისეთი დიდი არ იქნება, როგორც ვთქვათ რამე სოციალურ ასპექტს თუ შეისწავლი, მაგრამ მაინც იქნება.
9. დარწმუნებული არა ვარ რო დაჟე ამას წაიკითხავს სკეპტიკოსი და ინგლისურად რთულ სამეცნიერო სტატიების წამკითავია ვინმე?

შეიძლება მარტო აბსტრაქტებისა და დასკვნების წაკითხვა, მარა როგორც წესი ეგ არასოდესაა საკმარისი სრული სურათისთვის.
რა თქმა უნდა შემოძლია ბლომად ვნახო სტატიები, რომლებიც აჩვენებენ რომ პლანი არაა ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც საშიში სუბსტანცია (ბევრი არაფერი ვარგა!), მაგრამ არ ვიქნები ბოლომდე მართალი საკუთარ თავთან. შემიძლია დავხარჯო საკაოდ დიდი დრო და გავაკეთო systematic review და meta-analysis, მაგრამ ამას მართლა კვირები ჭირდება, მე კი ზაფხულამდე ჩემ სფეროში მაქვს ეს საქმე ისედაც საკეთებელი და მომიტევეთ. თქმა უნდა შემიძლია ასეთი სტატიების მოყვანა მაგალითად:
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/P...83/?tool=pubmedსაიდანაც ჩანს, რომ იმ ადგილებშიც კი სადაც ყველაზე მეტად იყენებენ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს (ამ შემთხვევაში ჰოლანდიის რეივები), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად გამოწვეულია ალკოჰოლით და ექსტაზით და არა პლანით.
მაგრამ კიდევ, ერთხელ ვიმეორებ, რო ასევე არსებობს ბევრი კვლევა რომლებიც პლანის ნეგატიურ ეფექტებზე მიუთითებს. მაგალითად ეს:
http://content.karger.com/produktedb/produ...0334605&typ=pdfასევე არ ვეხები ე.წ. "სამედიცინო მარიხუანის" თემას, რადგან ჯერ ერთი ამ შემთხვევაში დიდი პუირატესობა მექნება, რადგან მედიცინის უკვე საკმაოდ ბევრ სფეროში პლანი წარმატებით გამოიყენება, მეორეც ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ წამალია და ზოგადად წამალი გასართობად არ უნდა დალიო

მოკლედ მართლა სამეცნიერო დისკუსიისთვის ამჯერად მზად არ ვარ, თუმცა, როგორც აღვნიშნე შემიძლია უამრავი სტატია მოვძებნო, მაგრამ არ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი რადგან ასევე ოპონენტებისთვისაც შემიძლია სტატიების მოძებნა

ამიტომაც, ვეცდები საკუთარი აზრი გამოვხატო შეძლებისდაგავარად ლოგიკურად და არგუმენტირებულად.
არასოდეს მიფიქრია იმის დამტკიცება, რომ პლანი ეს ძალიან კარგი რამეა, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლიობას და ხარისხს ზრდის, ძუძუებში რძეს და ყვერებში თესლს აგროვებს. ბოლო-ბოლო ის, რომ ბოლია, ეგ უკვე ცუდია ცალსახად. თუმცა, ჭამაც კი შეიძლება მარა მაინც... ასევე მიჩვევაც შესაძლებელია, მაგრამ ესაა მხოლოდ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომელსაც რამდენიმე დღე არ-მოწევა სრულიად აქრობს. სიგარეტს ავერც კი შევადარებ, იმდენად უმნიშვნელოა პლანზე დამოკიდებულება. ასევ, რაც საკუთარი გამოცდილებით ვიცი ისაა, რომ სისულელეა პლანის მავნებლობაზე ლაპარაკი, როდესაც გაცილებით უფრო მავნე ნივთიერებების (ალკოჰოლი და ნიკოტინი) რეკლამები მასმედიით აქტიურად მიეწოდება საზოგადოებას... ესაა მთავარი პრობლემა!
და ბოლოს, რადგან ადრე ფაქტები ვახსენე, ორი მართლა ფაქტი (ანუ მე რასაც ვუწოდებ სამეცნიერო ფაქტს) ისაა, რომ
1. პლანის მოწევით არც ერთი ადამიანი არ მომკვდარა დედამიწაზე! არც უშუალოდ მოწევის დროს (ალკოჰოლი - ნარწყევებით ასფიქსიები) და არც წლების განმავლობაში ეფექტების ნელ-ნელა დაგროვებით (ალკოჰოლი - ციროზი, ნიკოტონი - ფილტვის კიბო).
2. პლანის მოწევა არასოდეს იწვევს რაიმე სხვა ძლიერ ნარკოტიკებზე გადასვლას. შეგიძლიათ ბევრი ფაქტი მომიყვანოთ საკუთარი ცხოვრებიდან და გარემოდან, მაგრამ ვერასოდეს დაამტკიცებთ, რომ თუ ადამიანი განარკომანდა, ეს მხოლოდ პლანის ბრალია და არა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების. პლანის მოწევის დაწყება შეიძლება იყოს შედეგი, ისევე როგორ ნარკომანია, მაგრამ არასოდესაა მიზეზი. მეტიც! ჩემს გარშემო ძალიან ძალიან ძალიან ბევრი (მხოლოდ)პლანის მწეველი ადამიანია ამჟამად (საცხოვრებელი ადგილი მაქვს ეგეთი) და მათ შორის სულ 1-2 ადამიანია, ვინც პლანთან ერთად კოკაინსაც ეტანება ხანდახან. დანარჩენები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ოპიატებს (მეც, მათ შორის). ასევე, იმ ნარკომანებისგან, ვისაც ვიცნობდი ვიცი, რომ პლანს ძირითადად მაშინ ეწევიან, როცა წამალი არა აქვთ, რომ ლომკა შიმსუბუქონ. დაახლოებით ისევე როგორც კიბოიან ავადმყოფებს უნიშნავენ პლანს, ტკივილის შესამსუბუქებლად.
ანუ, მორალი ასეთია - რა გაუტრაკეთ საქმე პლანს, რომელსაც მინიმალური ზიანი მოაქვს (ისიც საკამათო), როცა არსებობს ალკოჰოლი და სიგარეტი. ის არგუმენტი, რომ იმასაც ებრძვის საზოგადოება, არ მიიღება, რადგან ეგ იგივეა ომის დროს ერთი ტერორისტის მოსაკლავად ატომურ ბობმს იყენებდე და ამავე დროს ტეორორისტებით სავსე ქალაქში ერთი ჯარისკაცი გაუშვა. ვერაა ჯანსაღი მიდგომა!
...მაშ, რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიმიყვანს?... Wait! Something is happening!
rastatales.blogspot.com
www.last.fm/user/michinio