ესეც კანონპროექტი:
http://www.parliament.ge/index.php?sec_id=1145&lang_id=GEOმოკლედ საინტერესო:
1. სისხლის სამართლიდან ამოიღებენ 273 მუხლს.
2. კოდექსის 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 45. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული
ფსიქოაქტიური ნივთიერებების პირადი მოხმარებისათვის
მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა,
ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება
1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ფსიქოაქტიური ნივთიერებების პირადი მოხმარებისათვის მცირე ოდენობით
უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება,
-
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი
დარღვევისათვის ორჯერ ან მეტჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი -
გამოიწვევს:
a) ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით; ან
ბ) ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 30 დღემდე.
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს შემოწმებაზე, კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური
ნივთიერებების მოხმარების ფაქტი ითვლება
დადასტურებულად.
2. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით
ჩააბარებს საქართველოში კონტროლს
დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც
მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან
შეინახა გასაღების მიზნის გარეშე.
3. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული
ჯარიმის თანხის გადახდისას, სახდელდადებულ პირს
ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს მკუნალობის კურსი
შესაბამის სპეციალიზებულ სამკურნალო
დაწესებულებაში, გადახდილი ჯარიმის თანხის
ოდენობით.”
და ბონუსი: (დაიშალეთ

)
7. კოდექსის დაემატოს შემდეგი შინაარსის 159
10
მუხლი:
„მუხლი 159
10
. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული
ფსიქოაქტიური ნივთიერებების პოპულარიზაცია და რეკლამა
ან შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების
შესახებ ინფორმაციის გავრცელება, -
1. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური
ნივთიერებების პოპულარიზაცია ან რეკლამა, ან მათი შექმნის, მოხმარების,
გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
ფიზიკური პირის მიერ, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.”