უბრალოდ, თუ უკეთ ამიხსნით, რა ლოგიკური განსხვავებაა ამ ორს შორის, ,,კი"-საც დავაწკაპებ:
ერთი ორი შემთხვევა:
დეკრიმინალიზდა, მაგრამ არაა ლეგალიზებული:
წავედი და სადმე ბუჩქებში დავაბამბუკისჯოხე ან რამე მაგდაგვარი, გამოვედი და დამიჭირა პატრულმა, ნარკოლოგიურში ამომიგდო, რომ ,,კარგად" ვარ, რა გამოდის ახლა?
არ უნდა დამაჯარიმონ?
თუ არ დამაჯარიმეს, ე.ი. ლეგალიზებული ყოფილა, თავზე ხელს გადამისვამენ და მეტყვიან, რაის ჯარიმა, წაი ბიძია სახლში, ბუჩქებში რა გინდა, სახლში დააბამბუკისჯოხეო.
ან კიდევ, მე ისევ ,,კარგად" ვარ, ისევ დამიჭირეს, მითხრეს ჯარიმა გადაიხადეო, მაშინ მე ვეტყვი, შენ ხომ არ აფრენ დეკრიმინალიზებულია და სად ხედავ კრიმინალს მეთქი. თუ კრიმინალი არ არის, ე.ი. ნიშნავს რომ კრიმინალს არ ჩავდივარ და გავაკეთებ რასაც მინდა.
ნეტავ მაშინ ისინი რას მეტყვიან?
ხოდა ვერ გავიგე ახლა, რა განსხვავებაა დეკრი-ციასა და ლეგალიზაციას შორის
This post has been edited by upwave on 2 Oct 2012, 22:15