#30157633 · 12 Mar 2012, 01:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არაფერიც! ეგ არის აშშ-სმიერ ჩვენდამი გაზრდილი ნდობის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ როგორი სტრატეგიული ქვეყანაა ყირგიზეთი, მას გასასვლელი აქვს როგორც წნარ, ისე ატლანტის ოკეანეებზე, პირველ ადგილზეა მსოფლიოში არაფრის წარმოებით, თანაც ყველაზე მაღალი ხარისხის არაფერს აწარმოებენ და ამ არაფრის 99%-ის ექსპორტი ევროკავშირზე მოდის, ასევე მეორე ადგილზე არიან მსოფლიოში ბიზნესის კეთების თავისუფლებით (ჩვენს შემდეგ), ახლახანს ურანის გამდიდრებაც დაიწყეს. ხოდა აშშ-მა ჩვენ მოგვანდო ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან მოლაპარაკება და შუამავლობა, რომ დავეხმაროთ მათი ინტერესების გატარებაში. როგორც ცნობილია აშშ-ს დიპლომატიური სკოლა არ უვარგა, განსხვავებით ჩვენგან (ვარდიშობიდან 8-9 წლის განმავლობაში ამ მხრივ ჩვენ წარმოუდგენელი წინსვლები გვაქვს), თანაც აშშ-ს არც ბერკეტები აქვს ჩვენგან განსხვავებით. აი ჩვენ კი გვაქვს! - მოგეხსენებათ ყირგიზეთიდან წყნარ ოკეანეზე წამოსული გემები ჩვენთან შემოდიან, სხვანაირად ევროპაში ვერ მოხვდებიან, ხოდა ჩვენ შეგვიძლია არაფრის სატრანსპორტო გზაზე მნიშვნელოვნად შევაფერხოთ თუ არ დაგვიჯერებენ. თანაც მათგან ჩვენც ბევრი გვაქვს სასწავლი - ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით პლუს ყირგიზეთი ძალიან გავლენიანი სახელმწიფოა მთელს აზიაში და შეუძლია აზიური ქვეყნების მხარდაჭერა დაგვიბევოს მნიშვნელოვანი საკითხების დროს და დაგვეხმაროს რუსეთის წაჩოქება-წამოკუზვაში-სახის(ნიღბის) ახევაში.
--------------------
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey
|