#49379768 · 30 Nov 2016, 13:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფხაზების დიდი ნაწილი რუსეთმა აფხაზეთის სამთავროს შეერთების შემდეგ გასული საუკუნის 60-იან წლებში როგორც არასაიმედო ერი, რადგან მათი უმრავლესობა მუსულმანი იყო თურქეთის მრავალსაუკუნოვანი ბატონობის გამო, დახოცილი ან გაყრილი იქნა თურქეთში და ამ პროცესს მაშინ მუჰაჯირობა უწოდეს. ხოლო 150 წლის შემდეგ დიდი ქართველი გეოპოლიტიკოსების და უფრო სწორად პოლიტიკანების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად აფხაზები რუსეთის მოკავშირე ხალხი გახდა, ხოლო ქართველები კი მტრები. ჰოდა, ამ იდიოტური პოლიტიკის შედეგებს ვიმკით ახლა და გულს ვიოხებთ უაზრო და ფუჭი გინებითა და უტოპიური ოცნებებით, რომ რუსეთი დაიშლება და მერე დავიბრუნებთ ამ მართლაც სამოთხის მსგავს ტერიტორიებს.
This post has been edited by webtura on 30 Nov 2016, 14:00
|