#30622050 · 9 Apr 2012, 14:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკა UP Down ნინო ბურჯანაძე - "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ 14:17 09-04-2012 ნინო ბურჯანაძე - "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ იმ მოტივით, რომ იქ სამთავრობო ღონისძიება მიმდინარეობდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის ლიდერმა ნინო ნურჯანაძემ მემორიალთან განუცხადა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პარტიის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო. "9 აპრილის ტრაგედია ქართველი ხალხისთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ გაცილებით უფრო ამორალური რამ მოხდა დღეს. ბესო ტაბატაძეს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს აქ იდგა და რომელსაც 26 მაისს ჩვენი ხელისუფლების ზონდერებმა, თვალი დათხარეს, დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელმა, მეტსახელად "მასტერამ" კიდევ ერთხელ უთხრა, რომ უარესს დამართებდა. ჩვენ კარგა ხნის განმავლობაში არ გვიშვებდნენ აქ იმ მოტივით, რომ ეს სამთავრობო ღონისძიება იყო", – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის აზრით, რაც მათ მიმართ დღეს მოხდა, იმაზე გაცილებით ამორალურია, ვიდრე 9 აპრილს იყო. "დღეს ხელისუფლებამ არა თუ არ მოუშვა სანთლის ასანთებად 9 აპრილს დაშავებული ადამიანი, არამედ უთხრა, რომ კიდევ უარესს დამართებდა. ესაა გაცილებით ამორალური, ვიდრე ნებისმიერმა მტერმა შეიძლება დამართოს საქართველოს", - აღნიშნა ბურჯანაძემ. რაც შეეხება უშუალოდ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, ბურჯანაძის შეფასებით, ქართველი ხალხის ცხოვრებაში ეს თარიღი მხოლოდ ტრაგიკულად არ ჩაიწერება, რადგან ეს უდიდესი დღეც იყო - სრულიად საქართველომ, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მოახერხა ერთად დგომა. "ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო იყო ერთ მუშტად შეკრული და ამიტომაც ვერ მოხერხდა ჩვენი დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უზარმაზარი იმპერია გვიპირისპირდებოდა", – განაცხადა ბურჯანაძემ.
|