#30318252 · 21 Mar 2012, 14:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის მონაცემები, სიღარიბე დავძლიეთ |
ეგ კვლევები გაიკეთონ უკან......................................................იო### ვრ##
მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კვლავ უმუშევრობაა 21/03/2012 13:49
NDI -ის კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა. ამ მოსაზრებას მხარს გამოკითხულთა 63% უჭერს. ეს მაჩვენებელი კი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით (2%), მაგრამ მაინც გაზრდილია.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 30% მიიჩნევს თავს დასაქმებულად, ხოლო 70% თავს უმუშევარს უწოდებს.
სქესის მიხედვით შედეგები ასე გადანაწილდა: დაუსაქმებელ ადამიანად თავს უფრო ხშირად ქალები მიიჩნევენ. რაც შეეხება ასაკს, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თვითშეფასებით, 56 წელზე მეტი ასაკის ადამიანებშია.
შეგახსენებთ, რომ NDI კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით ატარებს. ამჯერად კვლევამ საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა და მასში 3 161 რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევა სახელწოდებით - "საზოგადოების განწყობა საქართველოში", 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ტრიბუნა.გე
|