ცოტა ბევრის წერა მომიწევს მაგის დეტალურად ასახსნელად.
იდეაში, ნებისმიერი ვირუსი როცა "იბადება" არის ამოუცნობი ყველა ანტივირუსისთვის. ვერავინ ვერ ცნობს. მათი "დაფიქსირება"/"დაჭერა" ხდება მას შემდეგ, როცა გავრცელდება და რომელიმე ანტივირუსის ლაბორატორიაში ამოყოფს თავს. იქ მერე "ასწავლიან" თავიანთ ანტივირუსს ამ კონკრეტული ვირუსის ამოცნობას და ამ ინფორმაციას ვიღებთ update-ების სახით (რაც ფული ღირს სხვათაშორის), უფრო სწორად ჩვენი ანტივირუსი იღებს მას

.
მას შემდეგ რაც პირველი ანტივირუსი გამოვიდა ბაზარზე, ვირუსების აღმოჩენის მიდგომა ძირეულად არ შეცვლილა. პატარ-პატარა ევოლუციები განიცადეს, მაგრამ ვირუსებმა ბევრად დიდი ნახტომი გააკეთა. დღეს ეს მიდგომა ჩამოყალიბდა ბიზნეს მოდელად, რომელიც აწყობს როგორც ანტივირუსების მწარმოებლებს ასევე კიბერ კრიმინალებს (შენ ფულს იხდი მუდმივად, კრიმინალს ყოველთვის შეუძლია სასურველი მიზნის მიღწევა).
მთავრობა გააკეთებს მაგ ვირუსის ახალ ვარიანტს რომელიც არ ეცოდინება არცერთ ანტივირუსს, იყიდის რომელიმე ექსპლოიტს (რომელიმე პროდუქტში სექურითი ხვრელის ექსპლუატაციის საშუალებას) და გაავრცელებს. მაგიტომ ვართ ყველანი დაუცველები.
სხვათაშორის ქართველები მუშაობენ განსხვავებული ტიპის ანტივირუსზე, რომელიც იმუნურია ზემოთ ჩამოთვლილი სისუსტეებისგან. ვნახოთ რა გამოუვათ