საგანგებო განცხადება (post #30361469)პლიუს
re_vera
mogzauri
gulcvari
maglivi2011
Natuka NGN-
JorJe
MONTY * * *
ჯიმი ლევი რა ბრძოლა? მე კი გულუბრყვილოდ მეგონა, რომ დავმეგობრდით! როგორი არაგულწრფელი ყოფილხარ, ჯიმი
* * *
Natuka NGNფაქტოიდი ეს არის გაყალბებული (გადაუმოწმებელი, მცდარი ან გამოგონილი) ფაქტი, რომლის მიზანია შექმნას საზოგადოებრივი აზრი და მოახდინოს მისი მართვა. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში ის ასეა აღწერილი: ‘something which becomes accepted as fact, although it may not be true’ (რაღაც, რაც შეიძლება მივიღოთ როგორც ფაქტი, მაგრამ ის არ იყოს მართალი).
ტერმინი ხმარებაში ნორმან მეილერმა შემოიტანა, როდესაც 1973 წელს მერილინ მონროს ბიოგრაფია გამოაქვეყნა. მეილერმა ასე აღწერა ფაქტოიდი: „ფაქტები, რომლებიც არ არსებობდნენ ჟურნალსა თუ გაზეთში გამოქვეყნებამდეო“.
მინდა შენიშვნის სახით დავამატო, CNN-ის მოიხმარს ამ ტერმინს, ოღონდ სრულიად სხვა მნიშვნელობით, როგორც პატარა უმნიშვნელო ფაქტს.
მე კი, მას მუდამ მეილერის მნიშვნელობით გამოვიყენებ – „ფაქტები რომლებიც რეალურად არ არსებობენ, მაგრამ თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებით ის „ნამდვილობად’’ იქცევა, იწყებენ არსებობას და სათავეს უდებენ ათას ჭორსა თუ მართალს…
არადა როგორ გვიყვარს ეს გამოგონილი სიმართლე, გაცილებით ადვილად ვიჯერებთ, ჩვენი ხდება და მოგვწონს… ვითომ რატომაო? საკუთარ თავს ვპოულობთ ხოლმე თუ გვინდა ვიპოვოთ და ამის აღიარება არა გვსურს?.. პასუხი არ ვიცი, მაგრამ ფაქტოიდი ხანდახან უფრო ძლიერია ვიდრე ფაქტი…
როგორც მარკ ტვენი იტყოდა: „სანამ სიმართლე ფეხსაცმელს იცვამს, სიცრუე შემოირბენს ნახევარ დედამიწასო’’.
Natuka NGN
არ გამინაწყენდებით ალბათ აქ რომ დავდე. მომეწონა ძალიან, მაგრამ ეს რომ ჩავსვათ, არამგონია ჩვენს წისქვილზე დაასხას წყალი>.
* * *
აი საბოლოო ტექსტი თავის სიით:
ინტერნეტში (მსოფლიო მასშტაბით) ძალიან გავრცელებულია სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სახელებით ხუმრობა(მაგალითად კოკა-კოლაზე), ან თუნდაც სახუმარო (არადამაჯერებელი) ინფორმაციების გავრცელება... თუნდაც "მარკ ცუკერბერგი ფეიბუქს ხურავს" რად ღირდა; მისი "გაყალბებული" ინტერვიუ გაიხსენეთ, მსოფლიო რომ შემოიარა...
ან ლენტა.რუ-ს ფეიკ გვერდები...
ასევე ხუმრობენ პოლიტიკოსებზეც და ცნობილ მედია საშუალებებზეც, საქართველოში ბოლოდროინდელი ყველაზე გახმაურებული ხუმრობა სოცქსელებში იყო "ინფორმაცია" საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ფურნიემ ბიძინა ივანიშვილთან დაიწყო მუშაობაო...
თუმცა არავის მოსვლია აზრად სასამართლოში ეჩივლა, რადგან ყველა ხვდება რომ ხუმრობაა (რა ხარისხის, სხვა საკითხია)... თუმცა:
“ახალი გაზეთის” მთავარმა რედაქტორმა ია ბობოხიძემ კი სამართალდამცავებს ფორუმზე გამოქვეყნებული გაყალბებული ინტერვიუს გამო მიმართა.
როგორც ქუთაისში გამომავალი გაზეთის რედაქტორი აცხადებს, ინტერვიუ თავიდან ბოლომდე გამოგონილია, ინტერვიუს ავტორად კი ია ბობოხიძეა მითითებული. საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობას და დისკრედიტაციის გამო მან რეგიონის საოლქო პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა. (თუმცა რატომ პრიკურატურას და არა სასამართლოს-გაუგებარია)
ვინც ვერ მიხვდა რაზეა საუბარი, გაგახსენებთ:
გახსოვთ ალბათ ფილმი "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. იქაც ფიგურირებდა გაყალბებული ინტერვიუ და სასამართლომ გაამართლა ფლინტი, ხუმრობის უფლება ყველას აქვსო!....და ეს გამოხატვის თავისუფლებააო.. !
რაც შეეხება "კვირის პალიტრას". ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, მათი პროტესტი სოციალური ქსელების სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე იყო განცხადებული.
რაღაც უცნაურად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ ასეთი ხუმრობები ჩვენს ფორუმზე და სხვაგანაც არაერთხელ ყოფილა და რატომღაც ახლა, თან ზედიზედ დაფიქსირდა რამდენიმე პროტესტი, იქნებ დავფიქრდეთ ამაზეც, ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ამას და ჩვენს მსჯელობებში ბეჭდური მედიის ზოგიერთი წარმომადგენელისათვის არცთუ სახარბიელო დასკვნებამდე მივდივართ.
ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ,რომ forum.ge-ს პოლიტიკის განყოფილება არავითარ შემთხვევაში არ არის არასერიოზული ადამიანების გართობის ადგილი. აქ მნიშვნელოვან საკითხებზე საკმაოდ კომპეტენტური დისკუსიები მიმდინარეობს და ნებისმიერ სერიოზულ ინფორმაციას აუცილებლად თან ახლავს ლინკი. აქ არავინ ენდობა ერთმანეთს "სიტყვაზე"...
საქმე იმაშია, რომ ფორუმელებმა კი იციან ეს- თემის ავტორის მიერ მითითებულ წყაროს და ლინკს აუცილებლად ამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვებიან განხილვაში, მაგრამ როგორც ჩანს სააგენტოები მხოლოდ პოსტებს კითხულობენ და ლინკის და მითითებული წყაროს შემოწმებით თავს არავინ იწუხებს.
ფორუმ გე-ს პოლიტიკის განყოფილება წუხს, რომ ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა ჩართული. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვეცდებით თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხევევები; მაგრამ მეორე მხრივ, სააგენტოებს და კერძო პირებსაც მოვუწოდებთ, შემდეგისათვის უფრო დაკვირვებით გაეცნონ თემას, რომელსაც კითხულობენ და თავად გადაამოწმონ ის ლინკი, რაც მითითებულია.
მითუმეტეს ჟურნალისტებს, ფორუმელებისაგან განსხვავებით,ეს პროფესიულად ევალებათ!
* * *
king depress
rusa1960
samxara91
lasha_alo
ბექექს
maskva
No Regrets
Unico
barcafan
akoako_1987
-eka-
karen karapetyan
Olasi
Choncxis mzera
benito-
zuziko
schuldinera
tikusia_tiko
imeri
frodo26
Bianconera
markes
bekgog
omerta
shato2008
guka_kamla96
forumeli64
u t a
analgin
qutaiseli teroristi[/b
[b]prologic
tokuna11
iaiameri
GVIMRA
iaiameri
მანგია
niktagva
მაკიაველი
dega
laci
dondyego
Sharky
newstudio
sandroia
BeWater
kaierti
licemer
bazuka
VAN-WEGA
Gvelkuasi
GVIMRA
tenochtitlan
kaierti
Mateo Falcone
lipu
Gurji
ვეშაპო
niniko21
Cosmos
Character
skarfasse
7171
chege258
cooldadie
trueman
kvarkvare
Sh@ko
rezo77_77
Shevchenko andrei
ilo_vanski
druncha
brutal_88
jvili
Alix
nik-2508
sexi-bicola
chombe
idinamore
Taba
Plessi pike
airtrek-emmi
web_nts
gatamelata
Precursor
hellsurvivor
Trance In Trance
MacBook
dd69
niktagva
marikagaga
ოცეოლა
gvadibigva
Z@G@NTi
gocha333
TylerDurden
t-90
bocmani
triumpi
Walt
anichqa
Dedi Corusa1960
re_vera
mogzauri
gulcvari
maglivi2011
Natuka NGN-
JorJe
MONTY
This post has been edited by rusa1960 on 24 Mar 2012, 00:54