არა , ჰეგემონია არ იყო ნამდვილად რუსული ხოკეის ....მაგრამ 70-იანი წლების სუპრსერიებმა პირიქით ნჰლ-ის ჰეგემონია შეაჩერა მსოფლიო ჰოკეიში , ნჰლ-ში მიხვდნენ , რომ არსებობდა მათი ალტერნატივა ჰოკეის სკოლა და იმ სუპერსერიების შემდგომ მათი ქედმაღლური ტონი ისეთი აღარ იყო
პირველი სუპერსერია , 8 -თამაშიანი რუსებმა საერთოდ წააგეს .... მაგრამ მათ რაც მთავარია კანადის მონაკვეთი მოიგეს 4 -თამაშიანი და შემდეგ მოსკოვში დათმეს .....
მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი მაინც პირველ თამაშს ქონდა 1972 წელს , კანადაში , როდესაც რუსები უკვე მე-2 -ე წუთზე აგებდნენ 2:0 და თამაში მაინც წამოიღეს
ისე ამ სუპერსერიის ბედი ბრეჟნევმა პირადათ გადაწყვიტა , არ ვიცი თუ იცით , ამ სუპერსერიების ჩატარება რუსებს შეთავაზა კანადის პრემიერ-მინისტრმა პირადათ ბრეჟნევს .....სსრკ-ში კატეგორიული წინაამღდეგი იყვნენ , ძალიან ყვიროდა თურმე სუსლოვი , რომელსაც ეშინოდა , რომ რუსების ნაკრები კატასტროფულად წააგებდა და ეს იდეოლოგიურად წამგებიანი იქნებოდა .....მაშინ ბრეჟნევს პირადათ დაუბარებია , ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ტარასოვი და პირდაპირ უკითხია , ერთ თამაშს მაინც მოვუგებთო , ტარასოვს უყოყმანოდ უთქვია , რომ ერთ თამაშს აუცილებლად მოვიგებთო და ბრეჟნევს , რომელიც საოცრად აზარტული კაცი იყო და უზომოდ უყვარდა სპორტი , მიუცია ლიჩნი დაბრო .........
კანადაში ამ სუპერსერიებზე მობილიზებული იყო მთელი ამერიკის და კანადის , კგბ-ს და გრუ-ს რეზიდენტურები , მოსკოვიდან დელეგაციას გაყვა კგბ-ს მე-9-ე სამართველოს 50 კაციანი ბრიგადა .....ძალიან ეშინოდათ რუსებს , რომ კანადაში თავშესაფარი არ მოეთხოვათ რუს ხოკეისტებს .....პირველი თამაშის მერე პრაქტიკულად ნომრიდან არ უშვებდნენ ხარლამოვს , იაკუშევს , ტრეტიაკს , ხოლო თუ ვარჯიშზე , ან პრეს-კონფერენციაზე უშვებდნენ მათ 5-6 კაცი დაყვებოდა ....პირველი თამაშის მერე მონრეალ კანადიენსის პრეზიდენტმა გაზეთებში დადო გამზადებული , მის მიერ უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების სურათები , ხარლამოვზე , იაკუშევზე და ტრეტიაკზე ---პა მილიონ დოლარიანი , მაშინ ფანტასტიური თანხა , მაგალითისთვის მაშინდელი ნჰლ-ს ზვეზდა ფილ ესპოზიტოს ქონდა 200 ატასიანი კონტრაქტი
ერთმა ცნობილმა სპორტულმა სპეციალისტმა სუპერსერიის პირველ თამაშამდე , კითხვაზე უპასუხა , რომ თუ რუსები ერთ თამაშს მაინც მოიგებდნენ 8 თამაშიდან ის შეჭამდა მის 16-ფურცლიან გაზეთს

პირველი თამაშის მერე პრეს-კონფერენციაზე რუსებმა იკითხეს სად არის ის ჟურნალისტიო , ის არ დამალულა გამოვიდა და შეჭამა მისი გაზეთი , მხოლოდ კეტჩუპი მოასხა

ნატური ამბავია
წლების მერე წერდა უეინ გრეტცკი , რომ რუსებთან სუპერსერიებამდე ნჰლ-ში მისი აღნაგობის მოთამაშეებს (სუსტი იყო ძალიან ) შანსი არ ქონდათო სერიოზულ გუნდებში მოხვედრილიყვნენო. ხარლამოვმა და იაკუშევმა ნჰლ-ს ეს სტანდარტი დამარხესო ...საერთოდ ამ ორ რუს ხოკეისტებზე წერდა გრეტცკი როგორც თავის მასწავლებლებზე
დიახ გეტანხმები სამი ტროიკით და 4 მცველების წყვილებით თამაშობდნენ რუსები , პირველი და მესამე ტროიკა იყო ცსკა-სი , მესამე პრინციპში შერეული იყო , მეორე ტროიკა კი მოსკოვის დინამოსი იყო , იაკუშევის ტროიკა .
კანადელები მართლაც კონკრეტული თამაშისთვის იკრიბებოდნენ , მაგრამ ასე თავიდან იყო ...მერე კანადამ ცადა ყველანაირი ვარიანტი , რუსებს შეთამაშებულ კლუბებს უპირისპირებდნენ , ნაკრებშიც კლუბიდან დაუშლელი ტროიკებს ატამაშებდნენ ---- მაგრამ მაინც ვერ აღწევდნენ გარდამტეხ წარმატებას ......
კანადის თასის 1981 წლის გათამაშება კი იყო კანადელების ბოლო შანსი , ისინი ორ-თვიან სბორებზე დაჯდნენ , რაც არასდროს კანადის ნაკრებების ისტორიაში არც მანამდე და არც მის მერე არ ყოფილა ....მათ ნაკრების მწვრთნელად უხმეს ლეგენდარულ სკოტი ბოუმენს , რომელსაც იმ დროისთვის 5 სტენლის თასი ქონდა მოგებული , კანადელებმა შექმნეს მათი აზრით (დღესაც ასე ფიქრობენ ) კანადის ისტორიაში ყველაზე მაგარი ტროიკა გი ლეფლერი - უეინ გრეტცკი- მარსელ დიონი , რომლებსაც ყავდათ ლეგენდარული მცველები რეი ბურკი და ლერი რობონსონი .....კანადას დიდი იმედი ქონდა ამ ხუთეულის
რუსებს თაობათა ცვლა ქონდათ , წავიდნენ პირველი ტროიკის მიხაილოვი და პეტროვი , ტიხონოვმა არ წაიყვანა ხარლამოვი , რომელიც იმ ტურნირის დროს დაიღუპა ავარიაში რაც უდიდესი დარტყა იყო რუსებზე , მაგრამ ტიხონოვმა პირველად გამოაჩინა ამ ტურნირზე რუსების საიდუმლო იარაღი 18-19 წლის პირველი ტროიკა , მერე უკვე ლეგენდათ გამხდარი , კრუტოვი - ლარიონოვი - მაკაროვი და რუსებს ყავდათ ტრეტიაკი
ყველაფერი დამთავრდა კატასტროფით 8:1 მოიგეს რუსებმა ....... იმ დონეზე გამწარდნენ კანადელები , რომ მოგებული კანადის თასი წაართვეს რუსებს გასახდელში , ამ თასის კანადიდან გატანა არ შეიძლებაო
მაგარი იყო რა ............ რუსებმა ბოლო თამაში კანადასთან მიუძღვნეს ვალერი ხარლამოვის ხსოვნას
4:20 კრუტოვის ფენომენალური შაიბა , რუსები კაცი ყავდათ გაძევებული მაგ მომენტში
This post has been edited by მაკიაველი on 25 Mar 2012, 15:39
01.10.2012.